https://sputnik-georgia.com/20220519/sabajo-gamsvebi-punqtebi-musaobis-gansakutrebul-rejimze-gadavida-266762977.html
საქართველოს საბაჟო-გამშვები პუნქტები მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავიდნენ
საქართველოს საბაჟო-გამშვები პუნქტები მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავიდნენ
Sputnik საქართველო
საბაჟო პროცედურები საქართველოს ყველა სასაზღვრო პუნქტზე 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.
2022-05-19T19:20+0400
2022-05-19T19:20+0400
2022-05-19T22:52+0400
ახალი ამბები
საქართველო
აზერბაიჯანი
თურქეთი
კავკასია
ეკონომიკა
ტრანსპორტი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1a/259899879_0:214:2048:1366_1920x0_80_0_0_7ed2e93a5984218076b8266ec9bd0b60.jpg
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. რეგიონში გაზრდილი სატრანსპორტო ტვირთნაკადის გამო საქართველოს საბაჟო სამსახურმა ოფიცერთა რაოდენობა გაზარდა, ნათქვამია საქართველოს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.იმპორტიორებმა ხუთშაბათს განაცხადეს, რომ საქართველოს საზღვრებზე საქონლის შემოტანაში პრობლემებია.შემოსავლების სამსახურის ცნობით, ამჟამად საქართველოს სახელმწიფო სახმელეთო საზღვარზე საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი სატვირთო ავტომობილების გადაადგილება ხორციელდება განსაზღვრული რიგითობის დაცვით, რადგან ზოგიერთი მიმღები ქვეყნების ტერიტორიებზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოებისა და ახალი ელექტრონული რეგისტრაციის სისტემების დანერგვის გამო საქართველოდან გასული ავტომობილების მიმართ გარკვეული პერიოდულობით ხდება კონტროლის პროცესების ნაწილობრივ შეფერხება.გაზრდილი საერთაშორისო ტვირთბრუნვის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით შემოსავლების სამსახური ინტენსიურ კომუნიკაციაში იმყოფება თურქეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკების შესაბამის საბაჟო ადმინისტრაციებთან.ამჟამად თურქეთი საქართველოს საზღვრის „ვალეს“ მონაკვეთთან ახორციელებს სამუშაოებს, რის გამოც იქ საქონლის გადაზიდვა დროებით შეჩერებულია. გარდა ამისა, რუსეთის საზღვართან მდებარე „ზემო ლარსის“ საგუშაგოსთან მისი გაფართოების მიზნით სამუშაოები მიმდინარეობს.„ვალე“ საქართველო-თურქეთის საზღვარზე არსებული სამი საგუშაგოდან ერთ-ერთია, ხოლო „ზემო ლარსი“ რუსეთსა და საქართველოს შორის ერთადერთი სასაზღვრო-გამშვები პუნქტია.წყარო - შემოსავლების სამსახური
საქართველო
აზერბაიჯანი
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1a/259899879_0:135:1641:1366_1920x0_80_0_0_6d9afed90b2399972be1b1ecf017bc2d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო საბაჟო გამშვები პუნქტი მუშაობა განსაკუთრებული რეჟიმი
საქართველო საბაჟო გამშვები პუნქტი მუშაობა განსაკუთრებული რეჟიმი
საქართველოს საბაჟო-გამშვები პუნქტები მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავიდნენ
19:20 19.05.2022 (განახლებულია: 22:52 19.05.2022) საბაჟო პროცედურები საქართველოს ყველა სასაზღვრო პუნქტზე 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. რეგიონში გაზრდილი სატრანსპორტო ტვირთნაკადის გამო საქართველოს საბაჟო სამსახურმა ოფიცერთა რაოდენობა გაზარდა, ნათქვამია საქართველოს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
იმპორტიორებმა ხუთშაბათს განაცხადეს, რომ საქართველოს საზღვრებზე საქონლის შემოტანაში პრობლემებია.
„რეგიონში გაზრდილი სატრანსპორტო ტვირთნაკადის პირობებში ყველა საბაჟო-გამშვები პუნქტი გადასულია მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე. ამასთან, საბაჟო კონტროლის პროცედურების 24-საათიან რეჟიმში, შეუფერხებლად განხორციელების მიზნით საქართველოს მასშტაბით არსებულ გამშვებ პუნქტზე გაზრდილია მებაჟე ოფიცრების რაოდენობა“, – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
შემოსავლების სამსახურის ცნობით, ამჟამად საქართველოს სახელმწიფო სახმელეთო საზღვარზე საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი სატვირთო ავტომობილების გადაადგილება ხორციელდება განსაზღვრული რიგითობის დაცვით, რადგან ზოგიერთი მიმღები ქვეყნების ტერიტორიებზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოებისა და ახალი ელექტრონული რეგისტრაციის სისტემების დანერგვის გამო საქართველოდან გასული ავტომობილების მიმართ გარკვეული პერიოდულობით ხდება კონტროლის პროცესების ნაწილობრივ შეფერხება.
გაზრდილი საერთაშორისო ტვირთბრუნვის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით შემოსავლების სამსახური ინტენსიურ კომუნიკაციაში იმყოფება თურქეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკების შესაბამის საბაჟო ადმინისტრაციებთან.
ამჟამად თურქეთი საქართველოს საზღვრის „ვალეს“ მონაკვეთთან ახორციელებს სამუშაოებს, რის გამოც იქ საქონლის გადაზიდვა დროებით შეჩერებულია. გარდა ამისა, რუსეთის საზღვართან მდებარე „ზემო ლარსის“ საგუშაგოსთან მისი გაფართოების მიზნით სამუშაოები მიმდინარეობს.
„ვალე“ საქართველო-თურქეთის საზღვარზე არსებული სამი საგუშაგოდან ერთ-ერთია, ხოლო „ზემო ლარსი“ რუსეთსა და საქართველოს შორის ერთადერთი სასაზღვრო-გამშვები პუნქტია.