მოულოდნელი პროტესტი. ვის გაუხარდება ნატოში ფინელებისა და შვედების მიღება

© photo: Sputnik / Aleksey Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 20.05.2022
გამოწერა
დმიტრი ერმაკოვი
ფინეთმა და შვედეთმა ოთხშაბათს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების განაცხადი შეიტანეს და ის გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს გადასცეს. თუმცა თურქეთმა აღნიშნა, რომ მათ ინიციატივას დაბლოკავს. სკანდინავიელებს აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთმა სახელმწიფომაც არ დაუჭირა მხარი.

„ტერორიზმის ინკუბატორი“

რეჯეფ თაიიფ ერდოღანს ის აწუხებს, რომ სკანდინავიის ქვეყნებში ფეხი მოიკიდეს ქურთისტანის მუშათა პარტიის მრავალრიცხოვანმა წარმომადგენლებმა, რომელთაც თურქეთი, ევროკავშირი და აშშ ტერორისტულ დაჯგუფებად მიიჩნევენ.
ნატოში ქვეყნის მისაღებად აუცილებელია ალიანსის ოცდაათივე წევრის თანხმობა. ამგვარად, ალიანსის ნებისმიერ წევრს შეუძლია ახალი ქვეყნის გაწევრიანება დაბლოკოს.
თუმცა მეორე დღეს თურქეთის პრეზიდენტის უფროსმა მრჩეველმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში იბრაგიმ კალინმა აღნიშნა, რომ ქვეყანას „კარი არ დაუხურავს“ და ალიანსის პოტენციურ წევრებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ შვედ და ფინელ კოლეგებს ბერლინში შეხვდა.
  - Sputnik საქართველო, 1920, 18.05.2022
ერდოღანი აიძულებს ფინეთსა და შვედეთს, საჯაროდ დაიმცირონ თავი
მაგრამ ერდოღანმა მოულოდნელად განაცხადა: „ჩვენ ვერ ვეტყვით „კის“ მათ, ვინც თურქეთის წინააღმდეგ სანქციებს აწესებს. ნატო არის უსაფრთხოების ორგანიზაცია. ფინეთისა და შვედეთის დელეგაციები თავს ნუ შეიწუხებენ მგზავრობით“.
„შვედეთი ტერორისტული ორგანიზაციების ინკუბატორია“, – ხაზი გაუსვა თურქეთის პრეზიდენტმა. თუმცა, როგორც ჩანს, ანკარა საბოლოო ბარიერს არ აღმართავს და ვაჭრობას შეეცდება. როგორც Bloomberg-ს ანონიმურობის დაცვის პირობით თურქეთის სამმა მაღალჩინოსანმა აცნობა, თურქეთი მზადაა დათმობაზე წავიდეს ალიანსის შემხვედრი ნაბიჯების შემთხვევაში. ქურთისტანის მუშათა პარტიის გარდა, ეს არის ემბარგოს მოხსნა თურქეთში იარაღის ექსპორტზე, სანქციების მოხსნა საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „ტრიუმფის“ შეძენაზე.
თურქული გაზეთ Sabah-ის ინფორმაციით, ქვეყნის საგრეო საქმეთა სამინისტრო უახლოეს მომავალში აპირებს ფინეთისა და შვედეთისთვის ათი პირობისგან შემდგარი მანიფესტის გადაცემას. ყველა მათგანი ეხება ქურთისტანის მუშათა პარტიას, მაგრამ მათ შორის არის ანკარასთვის ქვეყნების რეზიდენტების გადაცემის მოთხოვნაც. ოფიციალურად ეს სია ჯერ არავის გამოუქვეყნებია.

სტოკჰოლმის ნიუანსები

თურქეთის პრეზიდენტის სიტყვების საპასუხოდ ქურთმა მიგრანტებმა სტოკჰოლმის ერთ-ერთ ქუჩაში ქურთისტანის მუშათა პარტიის უზარმაზარი დროშა გამოფინეს. შვედეთში 100 ათასამდე ქურთი ცხოვრობს, ფინეთში - გაცილებით ნაკლები. პარლამენტში მართლაც არის მუშათა პარტიის მხარდამჭერი ერთი დეპუტატი ამინა კაკაბავე, წარმოშობით ირანიდან.
ნატოს დროშა კრწანისის სამხედრო ბაზაზე - Sputnik საქართველო, 1920, 17.05.2022
მსოფლიო დღეს
რატომ არის თურქეთი ნატოში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების წინააღმდეგი
როგორც Financial Times-ს შვედმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, ქვეყანაში ბევრი სხვა დეპუტატიცაა ქურთული წარსულით. სტოკჰოლმში მდებარეობს ორგანიზაციების SCF და NRMN-ის შტაბ-ბინები, რომელთა გარშემოც თურქი დისიდენტები არიან გაერთიანებული.
მაგრამ შვედ პოლიტიკოსებს შორის არიან ერდოღანის მხარდამჭერებიც. სექტემბერში საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს ისლამისტური პარტია „ნიუანსი“, რომლის ლიდერი თურქული წარმოშობის მიკაილ იუკსელია.
დამკვირვებლები ვარაუდობენ, რომ „ნიუანსის“ დახმარებით ანკარას სურს საკუთარი ინტერესების ლობირება ევროპაში, მათ შორის, ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე. შვედეთში თითქმის 100 ათასი ადამიანი ცხოვრობს ბოსნია-ჰერცეგოვინიდან, კოსოვოდან და ალბანეთიდან. იუკსელის პარტია ითხოვს ბოსნია-ჰერცეგოვინის, ასევე თავად თურქეთის მიღებას ევროკავშირის შემადგენლობაში.

ბალკანური ვეტო

ბალკანეთის საკითხი ნატოში სკანდინავიელების გაწევრიანების სხვა მოწინააღმდეგეებმაც წამოწიეს. ხორვატიის პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი პარტნიორებს დაემუქრა ვეტოს დადებით, თუ განხილვა გაიმართება ალიანსის ივნისის სამიტზე მისი თანდასწრებით. საჯილდაო ქვა – ბოსნია-ჰერცეგოვინაში მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობაა, რომელიც, მილანოვიჩის აზრით, ხორვატებს ქვეყანაში საკმარის უფლებებს არ აძლევს. დამნაშავედ ის „ამერიკელებს, ინგლისელებსა და გერმანელებს“ მიიჩნევს.
ნატოს შტაბ-ბინა - Sputnik საქართველო, 1920, 16.05.2022
მსოფლიო დღეს
მოსკოვში შეშფოთებული არიან ნატოსთან დაკავშირებით ფინეთისა და შვედეთის გადაწყვეტილებით
მილანოვიჩმა რუსეთთან კონფრონტაციის გამწვავებაც დაგმო.
აღმოსავლეთი და სამხრეთი ევროპის სხვა ქვეყნებში უკმაყოფილო არიან ნატოს უკრაინის კონფლიქტში ჩათრევით. საბერძნეთში კიევისთვის იარაღის მიწოდების, ასევე ქვეყანაში აშშ-ის და ნატოს სამხედრო ბაზების განთავსების საწინააღმდეგო აქცია გაიმართა. მსგავსი მიტინგი ჩატარდა ბულგარეთშიც.

ფასის საკითხი

ეს მოქალაქეთა მხოლოდ ერთი ნაწილის განწყობაა. უმაღლეს დონეზე სკანდინავიის ქვეყნების ნატოში მიღებას, ერდოღანისა და მილანოვიჩის გარდა, არავინ ეწინააღმდეგება. როგორც ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტემ ტელეარხ Yle-ს განუცხადა, ეჭვი ეპარება, რომ თურქეთი დაბლოკავს ქვეყნის გაწევრიანებას ორგანიზაციაში.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის სამიტზე აღნიშნა, რომ ნატოში ორი ქვეყნის მიღება მოსკოვს საფრთხეს ვერ შეუქმნის. მაგრამ, სახელმწიფოს მეთაურის სიტყვებით, რუსეთი ალიანსის სამხედრო ინფრასტრუქტურის გაფართოებას უპასუხოდ არ დატოვებს.
რეჯეფ თაიიფ ერდოღანი - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2022
რატომ არ შეუძლია თურქეთს „დადებითად შეხედოს“ ფინეთსა და შვედეთს ნატოში
პოლიტოლოგები არ გამორიცხავენ, რომ ამ პოზიციას ანკარაში ითვალისწინებენ: იქ აცნობიერებენ შავ ზღვასა და ამიერკავკასიაში უსაფრთხო ვაჭრობის მნიშვნელობას, სადაც რუსეთი ერთი-ერთი წამყვანი მოთამაშეა.
ექსპერტის სიტყვებით, ერდოღანი, რომელსაც მომავალ წელს არჩევნები ელის, თავის რეიტინგზეც ფიქრობს. დეკემბერში რეიტინგის ვარდნის შემდეგ გაზაფხულზე მან შეძლო რეიტინგის ამაღლება და, კომპანია MetroPol-ის კვლევის თანახმად, ახლა მას რესპონდენტების 43% დაუჭერდა მხარს. თურქეთის ლიდერს ახლა, როგორც არასდროს, ისე სჭირდება სერიოზული წარმატება საგარეო პოლიტიკურ არენაზე.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0