რატომ არ შეუძლია თურქეთს „დადებითად შეხედოს“ ფინეთსა და შვედეთს ნატოში

© AP Photo / Burhan Ozbiliciრეჯეფ თაიიფ ერდოღანი
რეჯეფ თაიიფ ერდოღანი - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2022
გამოწერა
თურქეთმა ნატოში მიღებასთან დაკავშირებით ერთი შეცდომა დაუშვა, მეორის დაშვება აღარ გვსურს, განაცხადა ერდოღანმა.
თბილისი, 13 მაისი – Sputnik. თურქეთს ჯერ არ შეუძლია დადებითად შეხედოს ნატოში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების ირგვლივ მიმდინარე პროცესს, განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა.
ფინეთი და შვედეთი მრავალწლიან ნეიტრალიტეტზე უარის თქმის შესაძლებლობაზე და უკრაინაში რუსეთის სამხედრო ოპერაციის ფონზე ნატოში გაწევრიანებაზე ალაპარაკდნენ. ალიანსის ხელმძღვანელმა იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსი მოხარული იქნება ფინეთისა და შვედეთის ხილვით თავის რიგებში და მათ სწრაფად გაწევრიანების შესაძლებლობით უზრუნველყოფს.

„ჩვენ ვაკვირდებით პროცესს. თუმცა არ გვაქვს დადებითი, პოზიტიური აზრი ამის თაობაზე, ვინაიდან მანამდე იყო შეცდომა საბერძნეთთან დაკავშირებით. თქვენთვის ცნობილია ალიანსში საბერძნეთის მოქმედება თურქეთის მიმართ. მეორე შეცდომის დაშვება არ გვინდა“, – ციტირებს ერდოღანის სიტყვებს РИА Новости.

მისი თქმით, სკანდინავიის ქვეყნებს ტერორისტების მიმართ „სტუმართმოყვარე დამოკიდებულების“ გამოვლენის, მათი პარლამენტში შეშვების ჩვევა აქვთ, „ამიტომ ამას დადებითად ჯერ ვერ შევხედავთ“.
რუსეთში არაერთხელ აღნიშნეს, რომ ნატოს მიზნად აქვს კონფრონტაცია. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ალიანსის შემდგომი გაფართოება ევროპას მეტ უსაფრთხოებას არ მოუტანს, ნატოს აგრესიული ხასიათი აქვს. ამასთან, მან აღნიშნა, რომ შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანებას რუსეთისთვის ეგზისტენციალურ საფრთხედ არ მიიჩნევს.
გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის პირველმა მოადგილემ დმიტრი პოლიანსკიმ განაცხადა, რომ შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანება ნატოში და ამ ქვეყნებში ალიანსის სამხედრო დანაყოფების განთავსება აღნიშნულ ტერიტორიებს რუსეთის სამხედროებისთვის შესაძლო სამიზნედ აქცევს.
ყველა ახალი ამბავი
0