მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მოსკოვში შეშფოთებული არიან ნატოსთან დაკავშირებით ფინეთისა და შვედეთის გადაწყვეტილებით

© photo: Sputnik / Alexey Vitvytsky / გადასვლა მედიაბანკშინატოს შტაბ-ბინა
ნატოს შტაბ-ბინა - Sputnik საქართველო, 1920, 16.05.2022
გამოწერა
15 მაისს ორივე ქვეყანამ, რომელიც აქამდე ნეიტრალურ სტატუსს ინარჩუნებდა, განაცხადა, რომ ნატოში გაწევრიანების შესახებ განცხადების შეტანას გეგმავს.
თბილისი, 16 მაისი — Sputnik. კრემლში შეშფოთებას გამოთქვამენ ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ფინეთისა და შვედეთის გადაწყვეტილებაზე და გეგმავენ შესაძლო შედეგების დეტალური ანალიზის ჩატარებას, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა დმიტრი პესკოვმა.

„უკვე განვაცხადეთ, რომ ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ესაა საკითხი, რომელსაც დიდი სიფრთხილით ვაკვირდებით. რასაკვირველია, არის საბაბი შესაძლო შედეგების ღრმა ანალიზისთვის. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ <...> ნატოში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანება რაღაც ფორმით განამტკიცებს და სრულყოფილს გახდის ჩვენს კონტინენტზე უსაფრთხოების არქიტექტურას“, – განუცხადა პესკოვმა РИА Новости-ს.

მისი თქმით, რუსეთი სიტუაციას შეხედავს „საკუთარი უსაფრთხოების გათვალისწინებით, რომელიც უნდა იყოს აბსოლუტურად უზრუნველყოფილი“.
„ჩვენ ძალზე ყურადღებით დავაკვირდებით, თუ რა მოხდება, ჩვენ საფუძვლიანად ვაფიქსირებთ განცხადებებს. შვედეთის მხრიდან იყო განცხადებები იმის თაობაზე, რომ შვედეთი არ აპირებს ალიანსის წევრობის პირობებშიც კი საკუთარ ტერიტორიაზე უცხოური სამხედრო ბაზები და შეიარაღების სისტემები განათავსოს“, – დასძინა პესკოვმა.
აღნიშნულ საკითხში უკრაინის მოვლენების ხსენებისას პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთს არც ფინეთთან და არც შვედეთთან ტერიტორიული დავები არ აქვს, მაშინ, როცა უკრაინას „პოტენციურად შეეძლო გამხდარიყო ნატოს წევრი და მაშინ მოსკოვს შეიძლება ტერიტორიული დავა ჰქონოდა სახელმწიფოსთან, რომელიც ალიანსში მონაწილეობს, რაც მთელი კონტინენტისთვის დიდ რისკებს შეიცავს“.
15 მაისს ორივე ქვეყანამ, რომელიც აქამდე ნეიტრალურ სტატუსს ინარჩუნებდა, განაცხადა რომ ნატოში გაწევრიანების შესახებ განცხადების შეტანას გეგმავს. ოფიციალურ სტოკჰოლმსა და ჰელსინკიში განაცხადეს, რომ გადაწყვეტილება უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე მიიღეს. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელმა იენს სტოლტენბერგმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ორივე ქვეყნის მიმართვას ალიანსში დაჩქარებული წესით განიხილავენ.
ყველა ახალი ამბავი
0