https://sputnik-georgia.com/20220520/dris-astroprognozi-20-maisi-266745235.html
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 20 მაისი
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 20 მაისი
Sputnik საქართველო
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები 20.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-20T00:15+0400
2022-05-20T00:15+0400
2022-05-20T00:15+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24522/86/245228644_0:100:1921:1180_1920x0_80_0_0_65f14f3a1b3fd498227f2f6dec1ded5b.jpg
დღეს 2022 წლის 20 მაისია, პარასკევი. კლებადი მთვარე თხის რქის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა ვენერა მფარველობს.იდეალური დღეა მეგობრული შეხვედრებისთვის, დროის მხიარულად გატარების, სეირნობისთვის და ა.შ. სერიოზული საქმეებისთვის კი არახელსაყრელი დღეა. თუ შესაძლებელია, მოდუნდით, დაივიწყეთ პრობლემების შესახებ და ცხოვრებას ვარდისფერი სათვალით შეხედეთ.დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 19 მაისი>>ვერძი: დღეს თქვენს გულში რომანტიკა პრაქტიკულობას, ყაირათიანობასა და წინდახედულებას საოცარი ჰარმონიით შეერწყმება. რა ღრუბლებშიც არ უნდა ცურავდეთ, სადღაც ტვინის სიღრმეში „მიმალული“ ყურადღებიანი ბუღალტერი გაგაკონტროლებთ და არ მოგცემთ ნებას, სისულელეები ჩაიდინოთ.კურო: გაქვთ შინაგანი სამყაროს გამდიდრებისა და გამრავალფეროვნების შანსი. კარგი იქნება ადამიანების გაცნობა, საინტერესო პიროვნებებთან ურთიერთობები. თან იმის გათვალისწინებით, რომ დღე აქტიური მოქმედებებისთვის არ განგაწყობთ. სჯობს, დრო საინტერესო საუბრებს დაუთმოთ.ტყუპი: არაა გამორიცხული, რომ საკუთარ თავში ჩაღრმავების „მწვავე შეტევები“ გქონდეთ. ხშირად შეგაწუხებთ ფიქრები: „სხვანაირად უნდა გამეკეთებინა“, „ჩემი ბრალია“... ეცადეთ, მსგავს თვითგვემას წინააღმდეგობა გაუწიოთ. საკმარისია, დასკვნები გამოიტანოთ და ამ თემას აღარ დაუბრუნდეთ.კირჩხიბი: დღეს თქვენში დიდი თეორეტიკოსი გაიღვიძებს, თუმცა პრაქტიკოსი ღრმა ძილს იქნება მიცემული. არის რისკი, რომ დღე იმაზე ფიქრში გაატაროთ, თუ რა და როგორ უნდა გააკეთოთ. აზრები კარგი მოგივათ თავში, მაგრამ მათ შესრულება არ უწერია, რადგან, როგორც აღვნიშნეთ, ეს თეორეტიკოსის ფიქრები იქნება...ლომი: მთელი დღე ჩაივლის მცდელობაში, რომ რეაგირება არ გქონდეთ გაუგებრობებზე, ასეთი კი ბევრი იქნება. გარშემომყოფები, თითქოს თქვენს ჯინაზე, არალოგიკურად და არათანმიმდევრულად მოიქცევიან. თავის შეკავებას კი შეძლებთ, მაგრამ დაგროვებულმა ბრაზმა შეიძლება მომდევნო დღეებში „ამოხეთქოს“.ქალწული: არაფერი გამოვა, თუ ვინმე შეეცდება თქვენთვის იმ საქმეების დაკისრებას, რომლებიც თქვენს პირდაპირ მოვალეობებში არ შედის. საკუთარ მოვალეობებსაც არცთუ პასუხისმგებლობით მოეკიდებით. სამაგიეროდ, დიპლომატიურ ნიჭს გამოავლენთ და ეს ვითარება არანაირად არ დაგაზარალებთ.სასწორი: შესაძლოა, სახლის გადაწყობის გრანდიოზული იდეა გაგიჩნდეთ, მაგრამ მისი რეალიზება კატეგორიულად არარეკომენდებულია. დღეს ჩანაფიქრის რეალისტურობა საერთოდ არ გაღელვებთ და შემოქმედებით „წვაში“, შესაძლოა, მზიდი კედლები დაანგრიოთ, ან სხვა რამე ნორმა და წესი დაარღვიოთ.მორიელი: მთელი ფიქრები და გეგმები უჩვეულო სიღრმით იქნება გამორჩეული და არა აქვს მნიშვნელობა, ოდესმე ეს იდეები რეალობაში განხორციელდება თუ არა. მაგრამ ხანდახან ოცნებაც სასარგებლოა. დღე უამრავ ბედნიერ წუთს მოუტანს განსაკუთრებით მათ, ვისაც შემოქმედებითი ფანტაზია აქვს.მშვილდოსანი: მშვიდი დღე გელოდებათ, მაგრამ ეს სიმშვიდე მხოლოდ მოჩვენებითი იქნება. სინამდვილეში, მოგინდებათ დაივიწყოთ ფინანსებთან ან ურთიერთობებთან დაკავშირებული პრობლემები. ეს ხანდახან კარგი მეთოდია, თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ მათი გადაჭრა მაინც მოგიწევთ – მაგრამ დღეს – არა.თხის რქა: თქვენ სულში ურთიერთწინააღმდეგობრივი გრძნობები აბობოქრდება. ერთი მხრივ, გინდათ, თავი შეიკავოთ და მეორე მხრივ, ეს, დიდი ალბათობით, არ გამოგივათ. თუ გინდათ, ემოციებმა უადგილოდ არ „ამოხეთქოს“, სჯობს, მაშინვე გამოთქვათ უკმაყოფილება და ნეგატივი გულში არ დაიგროვოთ.მერწყული: სურვილი გაქვთ, რომ დინებას მიჰყვეთ და ყურადღება არ მიაქციოთ პრობლემებსა და გაუგებრობებს. თავის არიდება მოგინდებათ სასწრაფოდ გადასაჭრელი საკითხებისგანაც. საღამოს კი აღმოაჩენთ, რომ პრობლემები არ გამქრალა და მათი გადაწყვეტა ადრე თუ გვიან, მაინც მოგიწევთ.თევზები: რთული იქნება ემოციებისა და სურვილების შეკავება. თავის ქვიშაში ჩარგვა და გრძნობების დამალვა, დიდი ალბათობით, არ გამოგივათ. საუკეთესო რჩევა იქნება, რომ თქვენს ემოციებს რამე უსაფრთხო გამოსავალი მოუძებნოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება დაგროვებული გრძნობები „აფეთქდეს“.
https://sputnik-georgia.com/20180119/ra-aRizianebT-qalebSi-yvelaze-metad-zodiaqos-sxvadasxva-niSnis-mamakacebs-238968937.html
https://sputnik-georgia.com/20180116/sabediswreo-asaki-zodiaqos-TiToeuli-niSnisTvis-238893934.html
https://sputnik-georgia.com/20171122/zodiaqos-TiToeuli-niSnis-lakonuri-daxasiaTeba-xasiaTis-mxolod-eqvsi-Strixi-238254125.html
https://sputnik-georgia.com/20181114/zodiaqos-niSnebis-ojaxuri-faseulobebi-242931322.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24522/86/245228644_106:0:1813:1280_1920x0_80_0_0_f69761b4fdb3a1a9b3fd13e42d1b23ec.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 20 მაისი
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 20 მაისია, პარასკევი. კლებადი მთვარე თხის რქის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა ვენერა მფარველობს.
იდეალური დღეა მეგობრული შეხვედრებისთვის, დროის მხიარულად გატარების, სეირნობისთვის და ა.შ. სერიოზული საქმეებისთვის კი არახელსაყრელი დღეა. თუ შესაძლებელია, მოდუნდით, დაივიწყეთ პრობლემების შესახებ და ცხოვრებას ვარდისფერი სათვალით შეხედეთ.
ვერძი: დღეს თქვენს გულში რომანტიკა პრაქტიკულობას, ყაირათიანობასა და წინდახედულებას საოცარი ჰარმონიით შეერწყმება. რა ღრუბლებშიც არ უნდა ცურავდეთ, სადღაც ტვინის სიღრმეში „მიმალული“ ყურადღებიანი ბუღალტერი გაგაკონტროლებთ და არ მოგცემთ ნებას, სისულელეები ჩაიდინოთ.
კურო: გაქვთ შინაგანი სამყაროს გამდიდრებისა და გამრავალფეროვნების შანსი. კარგი იქნება ადამიანების გაცნობა, საინტერესო პიროვნებებთან ურთიერთობები. თან იმის გათვალისწინებით, რომ დღე აქტიური მოქმედებებისთვის არ განგაწყობთ. სჯობს, დრო საინტერესო საუბრებს დაუთმოთ.
ტყუპი: არაა გამორიცხული, რომ საკუთარ თავში ჩაღრმავების „მწვავე შეტევები“ გქონდეთ. ხშირად შეგაწუხებთ ფიქრები: „სხვანაირად უნდა გამეკეთებინა“, „ჩემი ბრალია“... ეცადეთ, მსგავს თვითგვემას წინააღმდეგობა გაუწიოთ. საკმარისია, დასკვნები გამოიტანოთ და ამ თემას აღარ დაუბრუნდეთ.
კირჩხიბი: დღეს თქვენში დიდი თეორეტიკოსი გაიღვიძებს, თუმცა პრაქტიკოსი ღრმა ძილს იქნება მიცემული. არის რისკი, რომ დღე იმაზე ფიქრში გაატაროთ, თუ რა და როგორ უნდა გააკეთოთ. აზრები კარგი მოგივათ თავში, მაგრამ მათ შესრულება არ უწერია, რადგან, როგორც აღვნიშნეთ, ეს თეორეტიკოსის ფიქრები იქნება...
ლომი: მთელი დღე ჩაივლის მცდელობაში, რომ რეაგირება არ გქონდეთ გაუგებრობებზე, ასეთი კი ბევრი იქნება. გარშემომყოფები, თითქოს თქვენს ჯინაზე, არალოგიკურად და არათანმიმდევრულად მოიქცევიან. თავის შეკავებას კი შეძლებთ, მაგრამ დაგროვებულმა ბრაზმა შეიძლება მომდევნო დღეებში „ამოხეთქოს“.
ქალწული: არაფერი გამოვა, თუ ვინმე შეეცდება თქვენთვის იმ საქმეების დაკისრებას, რომლებიც თქვენს პირდაპირ მოვალეობებში არ შედის. საკუთარ მოვალეობებსაც არცთუ პასუხისმგებლობით მოეკიდებით. სამაგიეროდ, დიპლომატიურ ნიჭს გამოავლენთ და ეს ვითარება არანაირად არ დაგაზარალებთ.
სასწორი: შესაძლოა, სახლის გადაწყობის გრანდიოზული იდეა გაგიჩნდეთ, მაგრამ მისი რეალიზება კატეგორიულად არარეკომენდებულია. დღეს ჩანაფიქრის რეალისტურობა საერთოდ არ გაღელვებთ და შემოქმედებით „წვაში“, შესაძლოა, მზიდი კედლები დაანგრიოთ, ან სხვა რამე ნორმა და წესი დაარღვიოთ.
მორიელი: მთელი ფიქრები და გეგმები უჩვეულო სიღრმით იქნება გამორჩეული და არა აქვს მნიშვნელობა, ოდესმე ეს იდეები რეალობაში განხორციელდება თუ არა. მაგრამ ხანდახან ოცნებაც სასარგებლოა. დღე უამრავ ბედნიერ წუთს მოუტანს განსაკუთრებით მათ, ვისაც შემოქმედებითი ფანტაზია აქვს.
მშვილდოსანი: მშვიდი დღე გელოდებათ, მაგრამ ეს სიმშვიდე მხოლოდ მოჩვენებითი იქნება. სინამდვილეში, მოგინდებათ დაივიწყოთ ფინანსებთან ან ურთიერთობებთან დაკავშირებული პრობლემები. ეს ხანდახან კარგი მეთოდია, თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ მათი გადაჭრა მაინც მოგიწევთ – მაგრამ დღეს – არა.
თხის რქა: თქვენ სულში ურთიერთწინააღმდეგობრივი გრძნობები აბობოქრდება. ერთი მხრივ, გინდათ, თავი შეიკავოთ და მეორე მხრივ, ეს, დიდი ალბათობით, არ გამოგივათ. თუ გინდათ, ემოციებმა უადგილოდ არ „ამოხეთქოს“, სჯობს, მაშინვე გამოთქვათ უკმაყოფილება და ნეგატივი გულში არ დაიგროვოთ.
მერწყული: სურვილი გაქვთ, რომ დინებას მიჰყვეთ და ყურადღება არ მიაქციოთ პრობლემებსა და გაუგებრობებს. თავის არიდება მოგინდებათ სასწრაფოდ გადასაჭრელი საკითხებისგანაც. საღამოს კი აღმოაჩენთ, რომ პრობლემები არ გამქრალა და მათი გადაწყვეტა ადრე თუ გვიან, მაინც მოგიწევთ.
თევზები: რთული იქნება ემოციებისა და სურვილების შეკავება. თავის ქვიშაში ჩარგვა და გრძნობების დამალვა, დიდი ალბათობით, არ გამოგივათ. საუკეთესო რჩევა იქნება, რომ თქვენს ემოციებს რამე უსაფრთხო გამოსავალი მოუძებნოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება დაგროვებული გრძნობები „აფეთქდეს“.