რა აღიზიანებთ ქალებში ყველაზე მეტად ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის მამაკაცებს

CC0 / Pixabay / კოსმოსი
კოსმოსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რას ვერ იტანენ ქალში ზოდიაქოს ნიშნების წარმომადგენელი მამაკაცები – გაეცანით და გაარკვიეთ, იქნებ ესაა თქვენ შორის არსებული პრობლემის (თუ ასეთი არის) სათავე

როდესაც ადამინებს ერთმანეთი უყვართ, ისინი პარტნიორის ბევრ ნაკლზე ხუჭავენ თვალებს. თუმცა არის რაღაც ისეთი, რისი ატანაც ზოგს არავითარ შემთხვევაში არ შეუძლია.

ვერძი

ვერძები ვერ იტანენ ქალებს, რომლებსაც თავდაჯერებულობა აკლიათ. ვერძ მამაკაცს სჭირდება ქალი, რომელიც მას კონკურენციას გაუწევს. თუ ქალს ეშინია საკუთარი აზრის გამოთქმის, ან რაიმე ვერ გადაუწყვეტია, ეს ვერძს გააღიზიანებს.

ჩრდილოეთის ნათება - Sputnik საქართველო
სამი მნიშვნელოვანი გაკვეთილი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

კურო

მამაკაც კუროებს არ უყვართ არაპროგნოზირებადი ქალები. მათ უფრო სტაბილურობა და რუტინა იტაცებთ. თუ ქალი სცენარს მუდამ არღვევს და სხვაგვარად იქცევა, კურო არასაიმედოდ იგრძნობს თავს.

ტყუპი

ტყუპ მამაკაცებს არ უყვართ არაკომუნიკაბელური ქალები. მათ სჭირდებათ ურთიერთობები – აბა, გაბედეთ და არ უპასუხოთ მათ შეტყობინებას ან ზარს.

კირჩხიბი

კირჩხიბებს აღიზიანებს უგრძნობი და უემოციო ქალები. ისინი სუპერემოციური მამაკაცები არიან და თუ ქალი არანაირად არ რეაგირებს, ის, უბრალოდ, ჩაიკეტება.

Северное сияние звездное небо - Sputnik საქართველო
საბედისწერო ასაკი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

ლომი

ლომი მამაკაცის იგნორირება არ შეიძლება. ისინი ვერ იტანენ ქალებს, რომლებიც მათ ჯადოსნურ ხიბლზე არ რეაგირებენ. თუ არ გესმით, რა არის ასეთი განსაკუთრებული ამ კონკრეტულ ლომში, მაშინ მას თქვენთან არანაირი საერთოს გამონახვის სურვილი არ ექნება.

ქალწული

მამაკაცი ქალწულები ვერ იტანენ უწესრიგობას. თუ ქალი არ უვლის თავს ან არ ალაგებს სახლს, მაშინ ის კატეგორიულად არ შეეფერება ქალწულს.

სასწორი

სასწორები ვერ ეწყობიან ჩხუბისმოყვარე ქალებს. სასწორი მამაკაცი ყველაფერს გააკეთებს ჩხუბის თავიდან ასაცილებლად, მაგრამ ჩხუბი რომ აირიდოს, მას ჰარმონია და მშვიდობა ესაჭიროება სახლში და არა კონფლიქტები. ასე რომ, ისტერიკიანი ქალები მათთვის არაა.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ცხოვრების კანონები: ბუმერანგის პრინციპი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

მორიელი

მორიელები ყველაზე მეტად ტყუილს ვერ იტანენ. თუ მორიელმა მამაკაცმა ტყუილში გამოგიჭირათ, ან იმაში, რომ სიმართლე ბოლომდე არ თქვით, ჩათვალეთ, რომ ეს თქვენი ურთიერთობებისთვის სასიკვდილო განაჩენია – ის ამას არასდროს გაპატიებთ.

მშვილდოსნები

მშვილდოსან მამაკაცებს არ უყვართ ქალები, რომლებსაც გარისკვის ეშინიათ. თუ გირჩევნიათ, სახლში დივანზე წამოგორდეთ და ახალი არაფერი მოსინჯოთ, მაშინ მშვილდოსნებისთვის არა ხართ გაჩენილი.

თხის რქა

თხის რქა მამაკაცებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქალმა ფულის ყადრი იცოდეს. თუ ქალს ოჯახის ბიუჯეტის წარმართვა არ შეუძლია, მუდამ ვალი აქვს, თხის რქა მას მალე დაშორდება.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ყველაზე, ყველაზე... ზოდიაქოს ნიშნების ძლიერი მხარეები

მერწყული

მერწყული მამაკაცები საკმაოდ ლოიალური არიან, მაგრამ შეზღუდულ ქალებს ვერ იტანენ – ისინი მოსაწყენ, კონსერვატულ, გულ და ტვინდახშულ ქალებად მიაჩნიათ.

თევზები

თევზებს ქალებში ეგოიზმი აღიზიანებთ. თუ ქალი მზად არ არის დაეხმაროს ადამიანებს, ცხოველებს, ასეთი ქალები თევზი მამაკაცებისთვის სრულებით მიუღებელია.


ყველა ახალი ამბავი
0