დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 19 მაისი

© Pixabay / kolibri5ცხენოსანი ბიჭი ზღვის პირას
ცხენოსანი ბიჭი ზღვის პირას - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 19 მაისია, ხუთშაბათი. კლებადი მთვარე თხის რქის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.
ოპტიმიზმი და საკუთარი ძალების რწმენა წარმატებების მიღწევაში დაგეხმარებათ. გონივრული სიფრთხილე საკმარისი იქნება იმისთვის, რომ სავალალო შეცდომები აიცილოთ თავიდან. განწყობას ვერანაირი დაბრკოლება ვერ გაგიფუჭებთ.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 18 მაისი>>
ვერძი: დღე რთული და მნიშვნელოვანი საქმეებით დაიწყეთ. გადაულახავი სირთულეები არ გაჩნდება. მოგვიანებით ხელსაყრელი დრო დადგება სწავლისა და ურთიერთობებისთვის. პირად ცხოვრებაში ინიციატივა გამოიჩინეთ, გადადგით პირველი ნაბიჯი ადამიანისკენ, რომელიც მოგწონთ.
ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2017
როგორი მამაკაცი შეეფერება ქალს დაბადების თვის მიხედვით
კურო: სირთულეები ვერ შეგაშინებთ და ჩანაფიქრზე უარს ვერ გათქმევინებთ. ინტუიცია ბევრ საქმეში დაგეხმარებათ. გექნებათ რთულ ვითარებაში მყოფი ადამიანების დახმარების შესაძლებლობა. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა იმ ადამიანთან შესახვედრად, რომელსაც გინდათ, რომ მოეწონოთ.
ტყუპი: დღე უჩვეულოდ დაიწყება და ეს ძალიან მოგეწონებათ. არ მოიწყენთ. გექნებათ სრულიად ახალი და საინტერესო საქმის გაკეთების შანსი. მოსალოდნელია სასიამოვნო ნაცნობობა. დღის მეორე ნახევარში მიუბრუნდით ჩვეულ საქმეებს, გადაწყვიტეთ პრაქტიკული ამოცანები. არ იჩქაროთ.
კირჩხიბი: დღის დასაწყისში ეცადეთ, თავი აარიდოთ კამათს. ურთიერთობები ამ დროს ადვილი არ იქნება. რამდენიმე საათში პოზიტიური ტენდენციების გავლენა მომძლავრდება და გაჩნდება ადამიანებთან მშვიდად შეთანხმების საშუალება. საღამოს მოსალოდნელია სასიკეთო ცვლილებები პირად ურთიერთობებში.
ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 12.09.2017
ასტროლოგები: ყველაზე ჭკვიანი ქალები და სუნთქვაშეკრული კაცები
ლომი: ნუ აჩქარდებით. დღე იღბლიანად აეწყობა, თუ უპირატესობას კარგად მოფიქრებულ მოქმედებებს მიანიჭებთ. მნიშვნელოვანი საკითხები დღის მეორე ნახევარში განიხილეთ. კარგი დროა მათთან ურთიერთობებისთვის, ვისზეც კარგი შთაბეჭდილების მოხდენა გინდათ.
ქალწული: საქმეებში ინიციატივა გამოიჩინეთ. ბევრს მიაღწევთ, თუ დროს უქმად არ დაკარგავთ. სიფრთხილეა საჭირო ფინანსური საკითხების გადაწყვეტისას. არ იჩქაროთ რამის ყიდვა, საეჭვო გარიგებების დადება. კარგი იქნება, თუ ახლობლებს რჩევას ჰკითხავთ – ასე უაზრო ხარჯებს აირიდებთ თავიდან.
სასწორი: დილით ურთიერთობების მხრივ რთული პერიოდია, ამიტომ თავი უნდა გააკონტროლოთ. გადადეთ გარიგებების დადება, საყიდლებზე წასვლა. საღამოს შეყვარებულებს სასიამოვნო სიურპრიზები ელოდებათ. კარგი დროა ნაცნობობისთვის, რაც რომანტიკულ ურთიერთობებს დაუდებს სათავეს.
მამაკაცი - Sputnik საქართველო, 1920, 25.02.2020
მთავარი რომანტიკოსი მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნებში - რეიტინგი
მორიელი: სასიხარულო დღე გელოდებათ. მოუსმინეთ ინტუიციას, ის გიკარნახებთ, რომელ საქმეს მიანიჭოთ უპირატესობა და რომელი – გადადოთ. არაა გამორიცხული, რომ ცხოვრებაში რამის შეცვლა დაიწყოთ. რთული საქმეები დღის პირველ ნახევარში გააკეთეთ. საღამოს სასიამოვნო სიახლეები გელოდებათ.
მშვილდოსანი: ბევრს მიაღწევთ, თუ პატარა დაბრკოლებების გამო გეგმებზე უარს არ იტყვით. ყველაფერი იდეალურად მაშინვე არ გამოგივათ, მაგრამ საბოლოოდ შესანიშნავ შედეგებს მიიღებთ. ეცადეთ, არ გადაიღალოთ. ეს თქვენს განწყობაზე ცუდად აისახება. გამონახეთ დრო თქვენთვის სასიამოვნო საქმიანობისთვის.
თხის რქა: ყურადღება გაამახვილეთ ფინანსურ საკითხებზე. ფულთან და ქონებასთან დაკავშირებულ საქმეებში იღბალი თქვენ გვერდით იქნება. პოზიტიური ტენდენციების გავლენა სხვა სფეროებშიც შესამჩნევი იქნება. მოსალოდნელია უკეთესობისკენ ცვლილებები დაძაბულ ურთიერთობებში.
გაბრაზებული ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2017
ყველაზე „მაწაკი" ადამიანები: შეშლილები და ცინიკურები
მერწყული: შესანიშნავი დღეს მნიშვნელოვანი საქმეების გასაკეთებლად. კარგად ჩაივლის საქმიანი მოლაპარაკებები, შეხვედრები. იღბლიანად შეიძლება გადაწყდეს ფინანსური საკითხები. ურთიერთობებში ადვილი არ იქნება დაძაბული მომენტების თავიდან აცილება, მაგრამ საქმე კონფლიქტამდე არ მივა.
თევზები: დილით თუ რამე გეგმის მიხედვით არ წავიდა, არ ინერვიულოთ. პოზიტიური ტენდენციების გავლენა მალე გაძლიერდება და ყველაფერი თავის კალაპოტს დაუბრუნდება. დღის მეორე ნახევარში იღბალი თქვენ გვერდით იქნება. არაა გამორიცხული რომანტიკული ისტორიის დაწყება.
ყველა ახალი ამბავი
0