უკრაინა ევროპას გაზის გარეშე ტოვებს: გაწყვეტს თუ არა რუსეთი სატრანზიტო კონტრაქტს?

© photo: Sputnik / Dmitriy Lel'chuk / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2022
გამოწერა
ვადიმ პავლოვი
ერთ კვირაზე მეტია, რუსული გაზის ტრანზიტი უკრაინის ტერიტორიაზე მხოლოდ ერთი გაზის გამანაწილებელი სადგურით „სუჯათი“ შემოიფარგლება. მიზეზი - უკრაინის მიერ რუსული გაზის ორიდან ერთ სადგურზე - „სოხრანოვკაზე“ მიღების შეწყვეტაა.
შედეგად საგრძნობლადაა შემცირებული უკრაინის გავლით ცისფერი აირის სატრანზიტო მოცულობა - 109,59 მლნ კუბომეტრის ნაცვლად, 11 მაისიდან ყოველდღიურად 50 მლნ კუბომეტრი მიედინება.

ფორსმაჟორი უკრაინულად

10 მაისს უკრაინამ „გაზპრომს“ აცნობა, რომ რუსულ აირს გაზის გამანაწილებელ სადგურ „სოხრანოვკაზე“ აღარ მიიღებდა და რუსეთს მხოლოდ ერთი სატრანზიტო მარშრუტი - „სუჯა“ დაუტოვა. ამის მიზეზად უკრაინულმა მხარემ ფორსმაჟორული გარემოებები დაასახელა, რასაც საფუძვლად დაედო უკრაინის კონტროლის დაკარგვა ტერიტორიაზე, სადაც კომპრესორული სადგური „ნოვოფსკოვი“ მდებარეობს.
უკრაინის გაზის სატრანსპორტო სისტემის ოპერატორის განცხადებით, ამჟამად ის ვერ ახორციელებს ოპერატიულ-ტექნოლოგიურ კონტროლს „ნოვოფსკოვზე“ და სხვა ობიექტებზე, რომლებიც კიევის არაკონტროლირებად ტერიტორიებზე მდებარეობს, და ვიდრე უკრაინა არ აღადგენს კონტროლს სატრანსპორტო სისტემაზე, მანამდე „სოხრანოვკის“ გავლით გაზის ტრანზიტი არ განახლდება.
  - Sputnik საქართველო, 1920, 26.04.2022
რა ელის ევროპას რუსული ნავთობისა და გაზის გარეშე - ექსპერტების მოსაზრება
თუმცა აღსანიშნავია, რომ უკრაინამ ამ ტერიტორიებზე კონტროლი ორი თვის წინ დაკარგა. შექმნილმა სიტუაციამ რუსეთში გაკვირვება გამოიწვია. „გაზპრომს“ არ მიუღია ფორსმაჟორული გარემოებების მტკიცებულება.
კიდევ ერთი საინტერესო მომენტია, რომ „სოხრანოვკას“ მუშაობის შეჩერება არის „გაზპრომსა“ და „ნაფთობგაზს“ შორის სატრანზიტო კონტრაქტში დაფიქსირებული შეთანხმების დარღვევა.
11 მაისის განცხადებაში უკრაინული ოპერატორი აღნიშნავს, რომ 9 მაისს დისპეტჩერებმა დააფიქსირეს სატრანზიტო გაზის არასანქცირებული გადაქაჩვა გაზსადენ „სოიუზიდან“ უკრაინის არაკონტროლირებადი დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიების გაზსადენებში.
აქ ჩნდება კითხვა: თუ გაზის მოპარვა დაფიქსირდა 9 მაისს, რატომ გაიჟღერა ბრალდებამ მხოლოდ 11 მაისს?
რუსული სატრანზიტო გაზის თითქმის მესამედის შეჩერებამ ევროპაში ცისფერი საწვავის გაძვირება გამოიწვია. 12 მაისს გაზი 20%-ით გაძვირდა და ათასი კუბომეტრის ფასმა 1,2 ათას დოლარს გადააჭარბა ლონდონის ბირჟაზე ICE. დღეს ათასი კუბომეტრი აირის ღირებულება 1 ათას დოლარს აღემატება.

უკრაინის ალტერნატიული წინადადება

სატრანზიტო კონტრაქტის მიხედვით, რუსული გაზი უკრაინაში მიედინება ორი წერტილის - „სუჯას“ და „სოხრანოვკას“ სადგურების გავლით.
დოკუმენტის თანახმად, „გაზპრომი“ ვალდებულია ყოველდღიურად კიევს 109,59 მლნ კუბომეტრის საფასური გადაუხადოს. აქედან „სუჯას“ შეუძლია 77,2 მლნ კუბომეტრის მიღება, „სოხრანოვკას“ - 32,39 მლნ კუბომეტრის მიღება.
  - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2022
გაზის ულტიმატუმი: რით უპასუხა რუსეთმა სანქციებს?
უკრაინის გაზის სატრანზიტო სისტემის ოპერატორის აზრით, ტექნიკურად შესაძლებელია „სუჯას“ გავლით 244 მლნ კუბომეტრი ცისფერი აირის გადაქაჩვა და ამის მტკიცებულებად წინა წლების გამოცდილებას (181,2 მლნ კბ. მ 2017 წელს, 170,7 მლნ კბ.მ 2018 წელს, 180,3 მლნ კბ.მ 2019 წელს და ა.შ.) იშველიებს. თუმცა „გაზპრომი“ არ ჩქარობს ამის გაკეთებას და საპირისპიროს ამტკიცებს.
ნაციონალური ენერგეტიკის ინსტიტუტის გენერალური დირექტორის მოადგილე ალექსანდრ ფროლოვი ამბობს:
„გაზის ტრანზიტის ტექნიკური შესაძლებლობები „გაზპრომის“ შვილობილი კომპანიის შპს „გაზპრომ ტრანსგაზ მოსკოვის“ მოქმედების ზონაში ძლიერ შეიცვალა მითითებულ პერიოდში. და ის, რაც შესაძლებელი და საჭირო იყო 2017 წელს, ამჟამად შეუძლებელი და ზედმეტია“.
თუმცა ექსპერტი უშვებს ისეთი პირობების შექმნის შესაძლებლობას, რომლებიც „სუჯას“ გავლით გაზის მიწოდებას გაზრდის.
„მაგრამ არ არსებობს იმის გარანტია, რომ კიევი შეინარჩუნებს კონტროლს „სუჯაზე“ უახლოეს პერსპექტივაში. და მაშინ წამოიჭრება კითხვა, რამდენად გამართლებული იქნება რუსეთის ხარჯი ტექნიკურ მომზადებაზე ამ მიმართულებით გაზის დამატებითი მოცულობის ტრანზიტის უზრუნველსაყოფად“ - აღნიშნავს ფროლოვი.

რა თამაშს თამაშობს უკრაინა?

ექსპერტ სტანისლავ მიტრახოვიჩის აზრით, უკრაინა ცდილობს ევროპაზე ზეწოლას და ამისათვის იყენებს რუსული გაზის უკრაინის ტერიტორიით ტრანზიტზე ევროპის ქვეყნების დამოკიდებულებას.
გაზსადენი - Sputnik საქართველო, 1920, 11.05.2022
რუსული გაზის ტრანზიტი უკრაინის გავლით 18%-ით მცირდება: უკრაინის გაზის სატრანსპორტო სისტემა
„უკრაინას სურს მიაღწიოს ევროპის უფრო აქტიურ ნაბიჯებს რუსეთზე ზეწოლის მიმართულებით. კიევს იმედი აქვს, რომ ევროპა მას მისცემს მეტ იარაღს, მეტ ფულს, მიიღებს მეტ მკაცრ ზომას რუსეთის წინააღმდეგ“ , - ამბობს ექსპერტი.
ალექსანდრ ფროლოვის თქმით, უკრაინის გაზის სატრანსპორტო სისტემა შენდებოდა, როგორც სსრკ-ის გაზმომარაგების ერთიანი სისტემის ნაწილი, ხოლო ექსპორტისთვის განკუთვნილი მილები გამოიყენებოდა, როგორც ინსტრუმენტი თავად უკრაინის გაზიფიკაციისთვის.
„ვფიქრობ, უკრაინის ხელმძღვანელობა ახლა ცდილობს ლუგანსკის ტერიტორიაზე ენერგორესურსების დეფიციტის შექმნას“, - აღნიშნავს ფროლოვი.

შესაძლებელია თუ არა კონტრაქტის გაწყვეტა?

სატრანზიტო კონტრაქტში მკაფიოდაა გაწერილი პირობები: „გაზპრომი“ ვალდებულია კიევს ყოველდღიურად გადაუხადოს 109,59მლნ კბ.მ გაზის ტრანზიტის საფასური.
ანუ გადაუხადოს და გადაიტანოს 109,59 მლნ კბ.მ გაზი, ან გადაუხადოს და არ გადაიტანოს გაზი. უკრაინა, კონტრაქტის თანახმად, ფულს მაინც მიიღებს.
თუმცა ახლა, უკრაინის გადაწყვეტილების გათვალისწინებით, რომელიც უარს ამბობს „სოხრანოვკაზე“ გაზის მიღებაზე, რუსული კომპანია ვერ სარგებლობს დაჯავშნილი სიმძლავრეების 30-35%-ით, თუმცა „გაზპრომი“ მაინც განაგრძობს ტრანზიტის სრული საფასურის გადახდას.
  - Sputnik საქართველო, 1920, 02.05.2022
მსოფლიო დღეს
უნგრეთი ანტირუსულ ენერგეტიკულ სანქციებზე ვეტოს დადებით იმუქრება
„უკრაინის ნავთობგაზის“ ხელმძღვანელი იური ვიტრენკო „გაზპრომს“ ემუქრება ახალი საარბიტრაჟო სასამართლოთი, თუ რუსული კომპანია ტრანზიტის საფასურს არ გადაიხდის. მაგრამ დღევანდელ სიტუაციაში, როდესაც ნებისმიერ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას, რომელიც რუსეთ-უკრაინის ურთიერთობებს ეხება, განსაკუთრებული წონა ვერ ექნება, სავსებით რეალური ჩანს კონტრაქტის გაწყვეტის სცენარი.
„თუ რუსული მხარე უკრაინის მოქმედებაში დაინახავს საკმარის იურიდიულ საფუძველს კონტრაქტის გასაწყვეტად, კონტრაქტი დიდი ალბათობით მართლაც შეწყდება, - ფიქრობს ალექსანდრ ფროლოვი. - ეს შექმნის გარკვეულ საფრთხეებს რუსული გაზის მყიდველებისთვის, მაგრამ უკრაინული მხარის მოქმედება ამ პირობებში პრინციპში კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს უკრაინული დერეფნის საიმედოობას“.

რა შედეგებია მოსალოდნელი“

რუსეთიდან ევროპაში გაზის მიწოდების ძირითადი მარშრუტი „ჩრდილოეთის ნაკადია“, რომლითაც ევროპას ყოველდღიურად 170 მლნ კბ.მ გაზი მიეწოდება. განაგრძობს მუშაობას „თურქეთის ნაკადიც“.
ბოლო დრომდე ფუნქციონირებდა ასევე „იამალა-ევროპის“ გაზსადენი, მაგრამ მისი გამოყენება ფაქტობრივად აიკრძალა რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებით რუსული კონტრსანქციების დაწესების შემდეგ. ექსპლუატაციისთვის გამზადებული „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ ახლო მომავალში ვერ ჩაირთვება.
ამგვარად, ევროპა, რომელიც ისედაც ენერგეტიკულ კრიზისს განიცდის, კარგავს გაზის დამატებითი მოცულობის შეძენის შესაძლებლობას.
სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო, 1920, 02.05.2022
ლავროვი: რუსეთს 300 მილიარდ დოლარზე მეტი მოპარეს
„არ უნდა დავივიწყოთ, რომ ევროპის მრეწველობის ნაწილი უკვე გაჩერებულია, - ამბობს მიტრახოვიჩი. - საუბარია ცემენტის, ქაღალდის, აზოტის სასუქების, ცინკის, ალუმინისა და ა.შ. წარმოებაზე. იქ ბევრი პრობლემაა“.
ჩვეულებრივ დროს მყიდველი კომპანიების წარმომადგენლები, რომლებისთვისაც უკრაინას რუსულ გაზი გადააქვს, დიდი ხნის წინ გამოვიდოდნენ და მოთხოვდნენ პრობლემების მოგვარებას, მაგრამ ახლა ასე ვერ მოიქცევიან. ფირობს ალექსანდრ ფროლოვი.
ექსპერტ სტანისლავ მიტრახოვიჩის აზრით, თუ უკრაინა დაკარგავს კონტროლს „სუჯაზე“ ან საბრძოლო მოქმედებების გამო შეწყდება ტრანზიტი, ევროპა მართლაც გაზის სერიოზული დეფიციტის წინაშე აღმოჩნდება. როგორ მოიქცევა რუსეთი? „იამალა-ევროპას“ მიმართულებით, „ჩრდილოეთისა“ და „თურქეთის“ ნაკადების მიმართულებით გაზს ვერ გადაისვრის, რადგან ისინი უკვე მაქსიმალური სიმძლავრით მუშაობენ. ამ შემთხვევაში ევროპას გაეგზავნება სიგნალი, რომ ან უგაზოდ ისხდნენ, ან გაიხსენონ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის არსებობა.
დღეს მისი გახსნა, რასაკვირველია, არ იგეგმება, ამბობს ექსპერტი, მაგრამ თუ წლის ბოლომდე უკრაინაში ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები შესუსტდება, ევროპა ამ გადაწყვეტილებისთვის შეიძლება მომწიფდეს.
„თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ევროპაში გამოფხიზლდებიან ის ადამიანები, რომლებიც ურთიერთობების ამა თუ იმ ფორმით ნორმალიზებას დაუჭერენ მხარს. თუ ურთიერთობები არ მოგვარდება, მაშინ შეწყდება მიწოდება უკრაინის გავლით“, - ასკვნის სტანისლავ მიტრახოვიჩი.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს მასალაში გამოთქმულ მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0