https://sputnik-georgia.com/20220502/ungreti-antirusul-energetikul-sanqciebze-vetos-dadebit-imuqreba-266361350.html
უნგრეთი ანტირუსულ ენერგეტიკულ სანქციებზე ვეტოს დადებით იმუქრება
უნგრეთი ანტირუსულ ენერგეტიკულ სანქციებზე ვეტოს დადებით იმუქრება
Sputnik საქართველო
თბილისი, 2 მაისი — Sputnik. უნგრეთი ვეტოს დაადებს ევროპის ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც რუსეთიდან ენერგორესურსების იმპორტის შეზღუდვას გამოიწვევს, განაცხადა... 02.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-02T11:44+0400
2022-05-02T11:44+0400
2023-07-20T15:44+0400
მსოფლიო დღეს
უნგრეთი
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/14/259738067_0:82:3349:1966_1920x0_80_0_0_823c5003fc06c59fbc9fa8850b6d3bd1.jpg
თბილისი, 2 მაისი — Sputnik. უნგრეთი ვეტოს დაადებს ევროპის ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც რუსეთიდან ენერგორესურსების იმპორტის შეზღუდვას გამოიწვევს, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გერგელი გულიაშმა.მანამდე სააგენტო Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკავშირი წლის ბოლოსთვის აპირებს რუსული ნავთობის აკრძალვას უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო, მანამდე კი ეტაპობრივად შეზღუდავს იმპორტს.უნგრეთი, რომელიც ძალიან არის დამოკიდებული რუსულ ენერგომატარებლებზე, სანქციების გაფართოებას იმთავითვე აქტიურად ეწინააღმდეგებოდა.აღსანიშნავია, რომ ვიქტორ ორბანის მთავრობა თანახმაა, რუბლებში გადაიხადოს რუსული გაზის საფასური, რაც მარტის ბოლოს მოითხოვა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა. მაშინ ევროკავშირის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ არ შეასრულებს ამ მოთხოვნას.რუსულმა სახელმწიფო კორპორაცია „გაზპრომმა“ უკვე შეუწყვიტა გაზის მიწოდება პოლონეთსა და ბულგარეთს რუბლში ანგარიშსწორებაზე უარის გამო. ამასთან აღინიშნება, რომ „გაზპრომის“ ექსპორტი „შორეულ საზღვარგარეთში“ 26,9%-ით დაეცა და ამ დროისათვის 50,1 მლრდ კუბურ მეტრს შეადგენს.
უნგრეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/14/259738067_309:0:3040:2048_1920x0_80_0_0_4422a8900e0eeaa6e4bd91f34f776a27.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
უნგრეთი, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
უნგრეთი, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 2 მაისი — Sputnik. უნგრეთი ვეტოს დაადებს ევროპის ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც რუსეთიდან ენერგორესურსების იმპორტის შეზღუდვას გამოიწვევს,
განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გერგელი გულიაშმა.
„ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ არასდროს დავუჭერთ მხარს ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ ენერგეტიკის სფეროში“, — აღნიშნა მან.
მანამდე სააგენტო Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკავშირი წლის ბოლოსთვის აპირებს რუსული ნავთობის აკრძალვას უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო, მანამდე კი ეტაპობრივად შეზღუდავს იმპორტს.
უნგრეთი, რომელიც ძალიან არის დამოკიდებული რუსულ ენერგომატარებლებზე, სანქციების გაფართოებას იმთავითვე აქტიურად ეწინააღმდეგებოდა.
„გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი გადაწყვეტილებების მიღებას ყველას თანხმობა ესაჭიროება, ევროკომისიისთვის აზრი არ აქვს შემოგვთავაზოს სანქციები, რომლებიც უნგრეთს ბუნებრივი აირისა და ნედლი ნავთობის შესყიდვებს შეუზღუდავდა“, — განაცხადა გულიაშმა.
აღსანიშნავია, რომ ვიქტორ ორბანის მთავრობა თანახმაა, რუბლებში გადაიხადოს რუსული გაზის საფასური, რაც მარტის ბოლოს მოითხოვა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა. მაშინ ევროკავშირის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ არ შეასრულებს ამ მოთხოვნას.
რუსულმა სახელმწიფო კორპორაცია „გაზპრომმა“ უკვე შეუწყვიტა გაზის მიწოდება პოლონეთსა და ბულგარეთს რუბლში ანგარიშსწორებაზე უარის გამო. ამასთან აღინიშნება, რომ „გაზპრომის“ ექსპორტი „შორეულ საზღვარგარეთში“ 26,9%-ით დაეცა და ამ დროისათვის 50,1 მლრდ კუბურ მეტრს შეადგენს.