https://sputnik-georgia.com/20220519/mamakacis-tvalit-danaxuli-qalis-naklovanebebi-266751527.html
მამაკაცის თვალით დანახული ქალის ნაკლოვანებები, ანუ სრულებით არალოგიკური ლოგიკა
მამაკაცის თვალით დანახული ქალის ნაკლოვანებები, ანუ სრულებით არალოგიკური ლოგიკა
Sputnik საქართველო
როგორ ხედავენ მამაკაცები ქალების ნაკლოვანებებს? საოცარია, მაგრამ ამ ნაკლოვანებების უმეტესობას ქალები ღირსებად მიიჩნევენ! 19.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-19T14:44+0400
2022-05-19T14:44+0400
2022-05-19T20:32+0400
წასაკითხი ამბები
რა-დიაცია
სასარგებლო რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24702/66/247026620_0:100:1921:1180_1920x0_80_0_0_a2361f3b255c7da2e0b11d0f028e3958.jpg
სისულელეპრაქტიკულად ყველაფერს სისულელე უწოდეს, მაგრამ რა აქვთ მხედველობაში? აღმოჩნდა, რომ ქალების სისულელე არასწორად განაწილებული პრიორიტეტებია. მაგალითად, მოსაზრება, რომ თუ კარგად გამოიყურები, საჭირო არაა შეგეძლოს საუბარში ჩართვა, გქონდეს რაიმე მოსაზრებები, საკუთარი თვალთახედვა — უბრალოდ ლამაზი იყავი.მამაკაცებმა აქვე „მოათავსეს" ქალების უცნაური ლოგიკა. მაგალითად, რატომ უნდა მოსდევდეს ფრაზას „მოდი, სტუმრები დავპატიჟოთ" არა „სტუმრების გამასპინძლებისთვის საკვები გვჭირდება", არამედ „ახლავე სილამაზის სალონში მიდიხარ".მოკლედ, მამაკაცები ქალების მთავარ პრობლემად სისულელეს მიიჩნევენ.არაადეკვატური ემოციურობაქალები ადვილად აქცევენ ბუზს სპილოდ, ხოლო სპილოს — დედამიწის ახალ კუნძულად.თუ მამაკაცს სახლში თავისი კუთხე არა აქვს...>>ამის საბაბი ნებისმიერი რამ შეიძლება იყოს. მამაკაცები მიიჩნევენ, რომ პირველისა და მეორის (სისულელე და არაადეკვატური ემოციურობა) შერწყმას მთების გადადგმა შეუძლია. მაგალითად, ასეთი ნამდვილი ისტორია: გოგონამ ავტომობილში სკანდალი მოაწყო, გააღო კარი, გადახტა და გაიქცა. როგორც ნამდვილ მამაკაცს შეეფერება, კაციც გადმოხტა ავტომობილიდან და გაეკიდა მას, მაგრამ მანქანა დაეჯახა. ახლა ქალი საავადმყოფოს პალატაში ზის და პატიოსნად აღიარებს, რომ სკანდალი რაღაც წვრილმანს მოჰყვა. უბრალოდ, სკანდალის მოწყობა მოუნდა.განწყობილების მკვეთრი ცვლილებამამაკაცები ჩივიან, რომ ქალებს ხასიათი მკვეთრად და ხშირად ეცვლებათ — ცოტა ხნის წინ ისეთი მხიარული იყო, ახლა კი ცრემლებში იხრჩობა! ჰორმონების ახსნას აზრი არა აქვს.მიზეზი შეიძლება ნებისმიერი რამ იყოს…ქალები სტიქიური ფილოსოფოსები არიან. დაინახა მკვდარი ჩიტი — მთელი დღე ხასიათი გაუფუჭდა — უცბად ყოფის ამაოებაზე ჩაფიქრდა.იგივე: არ იციან, რა სურთეს მეორე და მესამე პუნქტებს უკავშირდება. სულ ახლახან სურდა სადმე ბარში წასვლა და ღვინის დალევა. შენ შესთავაზე წასვლა და ღვინის დალევა და… მას უკვე აღარ სურს ღვინო, რადგან…სულ ახლახან გათხოვება უნდოდა, სთხოვე ხელი და მაშინვე ფიქრი დაიწყო, რა იქნება მერე?..სხვების აზრზე დამოკიდებულებააქ ამერიკის აღმოჩენა საჭირო არაა — კვლევებით დადგენილია, რომ ქალი მამაკაცზე კონფორმულია. ამიტომ ის უფრო ისწრაფვის სხვების აზრის მოსმენისკენ და თან უფრო ხშირად ეთანხმება მათ აზრს, შესაბამისად, ისწრაფვის, შეესაბამებოდეს ამ მოსაზრებებს, გზაში კი ბრაზდება, რომ არ გამოსდის.ეს ყველაფერი კი მამაკაცებს აცოფებს. სამსახურში მეგობრებმა უთხრეს, რომ ახალი პალტო არ უხდება? ახალია საყიდელი. ვიღაცამ თქვა, ბიზნეს-ადმინისტრირების კურსებია გასავლელი? უნდა გავიაროთ. რატომ? ნუთუ მართლა საჭიროა ეს კურსები და თუნდაც ახალი პალტო — ეს თვითონაც არ იცის.ჰიპერსოციალურობაქალები მამაკაცებზე უფრო კომუნიკაბელური არიან. ხანდახან ზედმეტი მოსდით — უნდათ ისეთ საუბარში ჩაერიონ და ისეთ თემაზე გამოთქვან საკუთარი აზრი, რომელშიც საერთოდ ვერ ერკვევიან. მაგრამ ღიმილი და დუმილი მათთვის შეუძლებელია… როდესაც ყველას სათითაოდ ესაუბრება და ამას ბოლო არ უჩანს, მამაკაცი ღიზიანდება; ქალს კი არ ესმის, რა პრობლემაა.უნარი არ შესწევთ, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა აიღონქალებს ხშირად არ ესმით, რომ ყველაფერი მათზეა დამოკიდებული, საკუთარი ცხოვრება მათ ხელშია; მაგრამ უფრო მოსახერხებელია, ყველაფერი სხვებს გადააბრალონ, თუნდაც გემრიელი ტორტების გამყიდველს, რადგან ფიგურა უფუჭდება, რეკლამას, საზიზღარ უფროსს…ნამდვილ ქალს ყოველთვის ექნება მიზეზი, რომლის მიხედვით ის ფერიაა, ხოლო სამყარო — ბინძური, ის ნამდვილად არ არის დამნაშავე. ასეთი ქალები მამაკაცების გაღიზიანებას იწვევენ.გათამაშებული სისუსტეროდესაც ქალი დახმარებას გთხოვს, ეს ნორმალურია; როდესაც მამაკაცი გაიწევს დასახმარებლად — ესეც. როდესაც ქალი მინერალური წყლის ბოთლს გამოგიწვდის და გეტყვის, რომ ვერ ხსნის, ეს გაცოფებს! იქნებ გეცადა მაინც! ქალებს ყველაფერი შეუძლიათ, მაგრამ თუ არ გინდათ — ასე თქვით — არ მინდა!თავსატეხს აჩენენსაიდან აქვს ქალს რწმენა, რომ თუ მამაკაცს უყვარს, თვითონ მიხვდება, რა მოგწონს და რა არა, რა არის შენთვის საინტერესო, რა გსიამოვნებს… ვერ მიხვდება. ტელეპატი არ არის, თან, რომ უთხრათ კიდეც, შეიძლება ვერ დაიმახსოვროს, ჯობს დაუწეროთ. ყველაფერს აჯობებს ისწავლოთ მინიშნებების გარეშე ლაპარაკი, პირდაპირ თქვით სათქმელი. სხვაგვარად ეს მათ აცოფებთ.
https://sputnik-georgia.com/20211022/namdvil-mamakacebsac-aqvt-ufleba-rom-261403578.html
https://sputnik-georgia.com/20220226/virusi-romelicmamakacs-anadgurebs-264805603.html
https://sputnik-georgia.com/20200716/gertrud-staini-Gertrude-Stein-248986312.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24702/66/247026620_106:0:1813:1280_1920x0_80_0_0_9470dcbae64de931a0b5f975e9b169d8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
წასაკითხი ამბები, რა-დიაცია, სასარგებლო რჩევები
წასაკითხი ამბები, რა-დიაცია, სასარგებლო რჩევები
მამაკაცის თვალით დანახული ქალის ნაკლოვანებები, ანუ სრულებით არალოგიკური ლოგიკა
14:44 19.05.2022 (განახლებულია: 20:32 19.05.2022) როგორ ხედავენ მამაკაცები ქალების ნაკლოვანებებს? საოცარია, მაგრამ ამ ნაკლოვანებების უმეტესობას ქალები ღირსებად მიიჩნევენ!
პრაქტიკულად ყველაფერს სისულელე უწოდეს, მაგრამ რა აქვთ მხედველობაში? აღმოჩნდა, რომ ქალების სისულელე არასწორად განაწილებული პრიორიტეტებია. მაგალითად, მოსაზრება, რომ თუ კარგად გამოიყურები, საჭირო არაა შეგეძლოს საუბარში ჩართვა, გქონდეს რაიმე მოსაზრებები, საკუთარი თვალთახედვა — უბრალოდ ლამაზი იყავი.
მამაკაცებმა აქვე „მოათავსეს" ქალების უცნაური ლოგიკა. მაგალითად, რატომ უნდა მოსდევდეს ფრაზას „მოდი, სტუმრები დავპატიჟოთ" არა „სტუმრების გამასპინძლებისთვის საკვები გვჭირდება", არამედ „ახლავე სილამაზის სალონში მიდიხარ".
მოკლედ, მამაკაცები ქალების მთავარ პრობლემად სისულელეს მიიჩნევენ.
ქალები ადვილად აქცევენ ბუზს სპილოდ, ხოლო სპილოს — დედამიწის ახალ კუნძულად.
ამის საბაბი ნებისმიერი რამ შეიძლება იყოს. მამაკაცები მიიჩნევენ, რომ პირველისა და მეორის (სისულელე და არაადეკვატური ემოციურობა) შერწყმას მთების გადადგმა შეუძლია. მაგალითად, ასეთი ნამდვილი ისტორია: გოგონამ ავტომობილში სკანდალი მოაწყო, გააღო კარი, გადახტა და გაიქცა. როგორც ნამდვილ მამაკაცს შეეფერება, კაციც გადმოხტა ავტომობილიდან და გაეკიდა მას, მაგრამ მანქანა დაეჯახა. ახლა ქალი საავადმყოფოს პალატაში ზის და პატიოსნად აღიარებს, რომ სკანდალი რაღაც წვრილმანს მოჰყვა. უბრალოდ, სკანდალის მოწყობა მოუნდა.
განწყობილების მკვეთრი ცვლილება
მამაკაცები ჩივიან, რომ ქალებს ხასიათი მკვეთრად და ხშირად ეცვლებათ — ცოტა ხნის წინ ისეთი მხიარული იყო, ახლა კი ცრემლებში იხრჩობა! ჰორმონების ახსნას აზრი არა აქვს.
მიზეზი შეიძლება ნებისმიერი რამ იყოს…
ქალები სტიქიური ფილოსოფოსები არიან. დაინახა მკვდარი ჩიტი — მთელი დღე ხასიათი გაუფუჭდა — უცბად ყოფის ამაოებაზე ჩაფიქრდა.
ეს მეორე და მესამე პუნქტებს უკავშირდება. სულ ახლახან სურდა სადმე ბარში წასვლა და ღვინის დალევა. შენ შესთავაზე წასვლა და ღვინის დალევა და… მას უკვე აღარ სურს ღვინო, რადგან…
სულ ახლახან გათხოვება უნდოდა, სთხოვე ხელი და მაშინვე ფიქრი დაიწყო, რა იქნება მერე?..
სხვების აზრზე დამოკიდებულება
აქ ამერიკის აღმოჩენა საჭირო არაა — კვლევებით დადგენილია, რომ ქალი მამაკაცზე კონფორმულია. ამიტომ ის უფრო ისწრაფვის სხვების აზრის მოსმენისკენ და თან უფრო ხშირად ეთანხმება მათ აზრს, შესაბამისად, ისწრაფვის, შეესაბამებოდეს ამ მოსაზრებებს, გზაში კი ბრაზდება, რომ არ გამოსდის.
ეს ყველაფერი კი მამაკაცებს აცოფებს. სამსახურში მეგობრებმა უთხრეს, რომ ახალი პალტო არ უხდება? ახალია საყიდელი. ვიღაცამ თქვა, ბიზნეს-ადმინისტრირების კურსებია გასავლელი? უნდა გავიაროთ. რატომ? ნუთუ მართლა საჭიროა ეს კურსები და თუნდაც ახალი პალტო — ეს თვითონაც არ იცის.
ქალები მამაკაცებზე უფრო კომუნიკაბელური არიან. ხანდახან ზედმეტი მოსდით — უნდათ ისეთ საუბარში ჩაერიონ და ისეთ თემაზე გამოთქვან საკუთარი აზრი, რომელშიც საერთოდ ვერ ერკვევიან. მაგრამ ღიმილი და დუმილი მათთვის შეუძლებელია… როდესაც ყველას სათითაოდ ესაუბრება და ამას ბოლო არ უჩანს, მამაკაცი ღიზიანდება; ქალს კი არ ესმის, რა პრობლემაა.
უნარი არ შესწევთ, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა აიღონ
ქალებს ხშირად არ ესმით, რომ ყველაფერი მათზეა დამოკიდებული, საკუთარი ცხოვრება მათ ხელშია; მაგრამ უფრო მოსახერხებელია, ყველაფერი სხვებს გადააბრალონ, თუნდაც გემრიელი ტორტების გამყიდველს, რადგან ფიგურა უფუჭდება, რეკლამას, საზიზღარ უფროსს…
ნამდვილ ქალს ყოველთვის ექნება მიზეზი, რომლის მიხედვით ის ფერიაა, ხოლო სამყარო — ბინძური, ის ნამდვილად არ არის დამნაშავე. ასეთი ქალები მამაკაცების გაღიზიანებას იწვევენ.
როდესაც ქალი დახმარებას გთხოვს, ეს ნორმალურია; როდესაც მამაკაცი გაიწევს დასახმარებლად — ესეც. როდესაც ქალი მინერალური წყლის ბოთლს გამოგიწვდის და გეტყვის, რომ ვერ ხსნის, ეს გაცოფებს! იქნებ გეცადა მაინც! ქალებს ყველაფერი შეუძლიათ, მაგრამ თუ არ გინდათ — ასე თქვით — არ მინდა!
საიდან აქვს ქალს რწმენა, რომ თუ მამაკაცს უყვარს, თვითონ მიხვდება, რა მოგწონს და რა არა, რა არის შენთვის საინტერესო, რა გსიამოვნებს… ვერ მიხვდება. ტელეპატი არ არის, თან, რომ უთხრათ კიდეც, შეიძლება ვერ დაიმახსოვროს, ჯობს დაუწეროთ. ყველაფერს აჯობებს ისწავლოთ მინიშნებების გარეშე ლაპარაკი, პირდაპირ თქვით სათქმელი. სხვაგვარად ეს მათ აცოფებთ.