თუ მამაკაცს სახლში თავისი კუთხე არა აქვს...

© Pixabay / Wokandapixმამაკაცი ჟურნალით
მამაკაცი ჟურნალით - Sputnik საქართველო, 1920, 17.05.2022
გამოწერა
Yandex newsTelegram
თუ მამაკაცს სახლში თავისი ტერიტორია არა აქვს, მაშინ სახლში არ იქნება მამაკაცი. მამაკაცი, რომლის ინტერესები საწოლქვეშაა დამალული, არასდროს იგრძნობს თავს თავდაჯერებულად ქალთან ურთიერთობებში.
მამაკაცს სჭირდება ადგილი სახლში, ეზოში, ავტოფარეხში, სადმე, სადაც ის თავს „შეაფარებს“, გაექცევა ქალის გაუთავებელ ბუზღუნსა და საყვედურებს, ან, უბრალოდ, თავის ფიქრებს მოაწესრიგებს. ეს ყველა მამაკაცისთვის აუცილებელია.
და თუ ასეთი ადგილი კაცს არა აქვს და მისი ტერიტორია საწოლის ქვეშ ადგილით შემოიფარგლება, ის ვერასდროს იგრძნობს თავს სრულფასოვან მამაკაცად და ვერასდროს იქნება თავდაჯერებული ქალთან ურთიერთობისას.
ნამდვილ მამაკაცებსაც აქვთ უფლება, რომ...>>
ამიტომ:
აუცილებელია, რომ ბავშვს თავიდანვე მისცეთ საცხოვრებელ ფართში გარკვეული ადგილი „საკუთრებაში“, იქნება ეს პატარა კარადა, ტუმბო თუ თარო ან უჯრა. ბავშვის გაზრდასთან ერთად გააფართოვეთ ტერიტორიაც, სადაც ის თავს ამ ადგილის პატრონად იგრძნობს;
გაჯეტთან ერთად მიეცით ბიჭუნას სამუშაო იარაღები, დაე, მამიკოსთან ერთად ისწავლოს, მაგალითად, შეღებვა, ხის მოჭრა, მიწის ამოთხრა და ა.შ.
ინსტრუმენტების მეშვეობით მან უნდა შეძლოს დაზიანებული ნივთის შეკეთება. ეს მის ფსიქიკას აჩვევს იმას, რომ გადაწყვიტოს პრობლემები და არა იფიქროს მასზე.
ზრდასრულ მამაკაცს ყოველთვის უნდა ჰქონდეს სახლში ინსტრუმენტები: ცული, ჩაქუჩი, ლურსმნები, ბრტყელტუჩა, სახრახნისი, ბურღი, იზოლენტი და სხვ.;
თუ თქვენი მამაკაცის ნივთებს „ხარახურას“ უწოდებთ, ის სიყვარულზე სულ უფრო ნაკლებად დაგელაპარაკებათ;
არასდროს ეცადოთ თქვენი „წესრიგი დაამყაროთ“ მამაკაცის „სათამაშოებში“. ჯერ ნებართვა ითხოვეთ. მას იქ თავისი „მოწესრიგებული არეულობა“ აქვს;
გაითვალისწინეთ, რომ თუ ქალი პატივს არ სცემს მამაკაცის უფლებას თავის „ხარახურაზე“ სახლში, მაშინ ის პატივს არ სცემს მამაკაცს;
იდეალური ვარიანტია, თუ მამაკაცს თავისი ავტოფარეხი აქვს და იქ დააგროვებს თავის სხვადასხვა ინსტრუმენტს;
თუ მამაკაცი ძალიან დიდ დროს ატარებს ავტოფარეხში, ეს ორი მიზეზით ხდება: ან ქალის „ტვინის ბურღვას“ გაურბის, ან იქ, უბრალოდ, ძალებს იკრებს და ფიქრებს იწესრიგებს (არის კიდევ მესამე ვარიანტი – ქეიფობს, მაგრამ ეს უკვე სხვა მსჯელობის საგანია).
მამაკაცებო, გაფრთხილდით! ანუ ვირუსი, რომელიც მამაკაცებს ანადგურებს>>
გახსოვდეთ, რომ მამაკაცმა არასდროს უნდა დამალოს თავისი ინტერესები საწოლქვეშ – რა ასაკშიც არ უნდა იყოს, რა სეზონიც არ უნდა იდგეს და რა ეკონომიკური სიტუაციაც არ უნდა იყოს.
ყველა ახალი ამბავი
0