https://sputnik-georgia.com/20220519/bloomberg--rusul-navtobze-uaris-gamo-berlins-katastrofa-emuqreba-266766950.html
Bloomberg: რუსულ ნავთობზე უარის გამო ბერლინს კატასტროფა ემუქრება
Bloomberg: რუსულ ნავთობზე უარის გამო ბერლინს კატასტროფა ემუქრება
Sputnik საქართველო
ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა PCK, რომელიც პოლონეთის საზღვართან მდებარეობს, პირდაპირ უკავშირდება მილსადენს, რომელშიც რუსული ნავთობი მიედინება
2022-05-19T20:09+0400
2022-05-19T20:09+0400
2023-07-20T15:55+0400
მსოფლიო დღეს
გერმანია
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/1e/249316577_0:166:3051:1882_1920x0_80_0_0_1aca1cb597820d9e83ed9ae6ddd2ed02.jpg
თბილისი, 19 მაისი – Sputnik. რუსულ ნავთობზე ემბარგოს გამო ქალაქ შვედტში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დახურვის შემთხვევაში ბერლინს კატასტროფა ემუქრება, წერს Bloomberg.„ქარხნის დახურვა გერმანიის დედაქალაქს საავიაციო და დიზელის საწვავის დეფიციტით ემუქრება“, – აცხადებენ ჟურნალისტები და აღნიშნავენ, რომ სწორედ ეს ქარხანა აწვდის რეგიონის ავტოგასამართ სადგურებს ბენზინის უმეტეს ნაწილს.საქმე ისაა, რომ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა PCK, რომელიც პოლონეთის საზღვართან მდებარეობს, პირდაპირ უკავშირდება მილსადენს, რომელშიც რუსული ნავთობი მიედინება. და ვინაიდან ობიექტი დაშორებულია მთავარ პორტს, ენერგორესურსების მიწოდების რაიმე მარტივი ალტერნატიული გზა არ არსებობს, ნათქვამია სტატიაში.იმავდროულად, 2022 წლის ბოლოსთვის რუსულ ნავთობზე სრული ემბარგოს გეგმა ქარხანას სრული გაჩერებით ემუქრება, ამტკიცებენ ავტორები.რას უკავშირდება გლობალური სასურსათო კრიზისი: აშშ-ში რუსეთის ელჩის განმარტება >>რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარები 24 თებერვალს შეიყვანა. პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ეს არის "უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის სპეცოპერაცია", ხოლო უკრაინის ტერიტორიების მიტაცება არ შედის რუსეთის ფედერაციის გეგმებში. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გამკაცრება დაიწყეს.რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტები დასავლეთის ბევრმა ქვეყანამ დააწესა. ევროკავშირის ქვეყნებში სერიოზულად განიხილავენ რუსულ ნავთობსა და გაზზე უარის თქმის შესაძლებლობას, ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტი ნავთობის ემბარგოს ითვალისწინებს, თუმცა რიგი ქვეყნები ამ გადაწყვეტილებას ბლოკავენ.წყარო - Bloomberg
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/1e/249316577_159:0:2890:2048_1920x0_80_0_0_f80ea228d434cd5a429d7a54fed92316.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
bloomberg რუსეთი ნავთობი უარი ბერლინი კატასტროფა
bloomberg რუსეთი ნავთობი უარი ბერლინი კატასტროფა
Bloomberg: რუსულ ნავთობზე უარის გამო ბერლინს კატასტროფა ემუქრება
20:09 19.05.2022 (განახლებულია: 15:55 20.07.2023) ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა PCK, რომელიც პოლონეთის საზღვართან მდებარეობს, პირდაპირ უკავშირდება მილსადენს, რომელშიც რუსული ნავთობი მიედინება.
თბილისი, 19 მაისი – Sputnik. რუსულ ნავთობზე ემბარგოს გამო ქალაქ შვედტში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დახურვის შემთხვევაში ბერლინს კატასტროფა ემუქრება, წერს Bloomberg.
„ქარხნის დახურვა გერმანიის დედაქალაქს საავიაციო და დიზელის საწვავის დეფიციტით ემუქრება“, – აცხადებენ ჟურნალისტები და აღნიშნავენ, რომ სწორედ ეს ქარხანა აწვდის რეგიონის ავტოგასამართ სადგურებს ბენზინის უმეტეს ნაწილს.
საქმე ისაა, რომ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა PCK, რომელიც პოლონეთის საზღვართან მდებარეობს, პირდაპირ უკავშირდება მილსადენს, რომელშიც რუსული ნავთობი მიედინება. და ვინაიდან ობიექტი დაშორებულია მთავარ პორტს, ენერგორესურსების მიწოდების რაიმე მარტივი ალტერნატიული გზა არ არსებობს, ნათქვამია სტატიაში.
იმავდროულად, 2022 წლის ბოლოსთვის რუსულ ნავთობზე სრული ემბარგოს გეგმა ქარხანას სრული გაჩერებით ემუქრება, ამტკიცებენ ავტორები.
რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარები 24 თებერვალს შეიყვანა. პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ეს არის "უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის სპეცოპერაცია", ხოლო უკრაინის ტერიტორიების მიტაცება არ შედის რუსეთის ფედერაციის გეგმებში. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გამკაცრება დაიწყეს.
რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტები დასავლეთის ბევრმა ქვეყანამ დააწესა. ევროკავშირის ქვეყნებში სერიოზულად განიხილავენ რუსულ ნავთობსა და გაზზე უარის თქმის შესაძლებლობას, ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტი ნავთობის ემბარგოს ითვალისწინებს, თუმცა რიგი ქვეყნები ამ გადაწყვეტილებას ბლოკავენ.