https://sputnik-georgia.com/20220519/ashsh-rusetis-elchma-ganmarta-ras-ukavshirdeba-globaluri-sasursato-krizisi-266759175.html
რას უკავშირდება გლობალური სასურსათო კრიზისი: აშშ-ში რუსეთის ელჩის განმარტება
რას უკავშირდება გლობალური სასურსათო კრიზისი: აშშ-ში რუსეთის ელჩის განმარტება
Sputnik საქართველო
აშშ და მისი მოკავშირეები აცხადებენ, რომ საკვები პროდუქტების დეფიციტში და მათზე ფასების ზრდაში რუსეთია დამნაშავე. 19.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-19T18:00+0400
2022-05-19T18:00+0400
2023-07-20T15:55+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთი
აშშ
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/15/250669692_0:153:2780:1717_1920x0_80_0_0_f5a4477f1230a754e594122a2d39aa49.jpg
თბილისი, 19 მაისი – Sputnik. აშშ-ში რუსეთის ფედერაციის ელჩმა ანატოლი ანტონოვმა დასავლეთის განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ მათ მიერ რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები კავშირში არ არის საერთო გლობალურ სასურსათო კრიზისთან, „ეშმაკობად“ შეაფასა. დიპლომატის სიტყვები დიპლომატიური მისიის ტელეგრამ-არხზეა მოყვანილი.ამერიკა და მისი მოკავშირეები აცხადებენ, რომ სურსათის დეფიციტსა და მათზე ფასების ზრდაში რუსეთია დამნაშავე.„დასავლეთის ქვეყნების განცხადებები, რომ მათი აკრძალვები არ ეხება სურსათისა და სასუქების მიწოდებას – ეშმაკობაა. მსოფლიო სასურსათო ბაზრებზე არსებულ სიტუაციაზე პირდაპირ გავლენას ახდენს სანქციები ფინანსურ და სატრანსპორტო სფეროებში“, – განაცხადა ანტონოვმა. ანტონოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი საერთაშორისო კონტრაქტებით ნაკისრი ვალდებულებების ერთგული რჩება აგროსამრეწველო კომპლექსის პროდუქციის, სასუქების, ენერგომატარებლების და სხვა მნიშვნელოვანი საქონლის ექსპორტის ნაწილში.აშშ-ის ინიციატივით გუშინ გაეროში უკრაინაში შექმნილი სიტუაციის ფონზე სასურსათო უსაფრთხოებაზე იმსჯელეს. ამ სხდომაში მონაწილეობა მიიღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა.ანტონოვის განცხადებით, სასურსათო უსაფრთხოებას რამდენიმე წლის მანძილზე ძირს უთხრიდა „კოლექტიური დასავლეთის არასწორი მაკროეკონომიკური ნაბიჯები, გაღრმავებული COVID-19 პანდემიის შედეგებით".რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარები 24 თებერვალს შეიყვანა. პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ეს არის "უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის სპეცოპერაცია", ხოლო უკრაინის ტერიტორიების მიტაცება არ შედის რუსეთის ფედერაციის გეგმებში. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გამკაცრება დაიწყეს.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/15/250669692_30:0:2751:2041_1920x0_80_0_0_46122964413ea68d3449dad120d2eb55.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, აშშ , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, აშშ , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
რას უკავშირდება გლობალური სასურსათო კრიზისი: აშშ-ში რუსეთის ელჩის განმარტება
18:00 19.05.2022 (განახლებულია: 15:55 20.07.2023) აშშ და მისი მოკავშირეები აცხადებენ, რომ საკვები პროდუქტების დეფიციტში და მათზე ფასების ზრდაში რუსეთია დამნაშავე.
თბილისი, 19 მაისი – Sputnik. აშშ-ში რუსეთის ფედერაციის ელჩმა ანატოლი ანტონოვმა დასავლეთის განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ მათ მიერ რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები კავშირში არ არის საერთო გლობალურ სასურსათო კრიზისთან, „ეშმაკობად“ შეაფასა. დიპლომატის სიტყვები დიპლომატიური მისიის ტელეგრამ-არხზეა მოყვანილი.
ამერიკა და მისი მოკავშირეები აცხადებენ, რომ სურსათის დეფიციტსა და მათზე ფასების ზრდაში რუსეთია დამნაშავე.
„დასავლეთის ქვეყნების განცხადებები, რომ მათი აკრძალვები არ ეხება სურსათისა და სასუქების მიწოდებას – ეშმაკობაა. მსოფლიო სასურსათო ბაზრებზე არსებულ სიტუაციაზე პირდაპირ გავლენას ახდენს სანქციები ფინანსურ და სატრანსპორტო სფეროებში“, – განაცხადა ანტონოვმა.
ანტონოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი საერთაშორისო კონტრაქტებით ნაკისრი ვალდებულებების ერთგული რჩება აგროსამრეწველო კომპლექსის პროდუქციის, სასუქების, ენერგომატარებლების და სხვა მნიშვნელოვანი საქონლის ექსპორტის ნაწილში.
აშშ-ის ინიციატივით გუშინ გაეროში უკრაინაში შექმნილი სიტუაციის ფონზე სასურსათო უსაფრთხოებაზე იმსჯელეს. ამ სხდომაში მონაწილეობა მიიღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა.
ანტონოვის განცხადებით, სასურსათო უსაფრთხოებას რამდენიმე წლის მანძილზე ძირს უთხრიდა „კოლექტიური დასავლეთის არასწორი მაკროეკონომიკური ნაბიჯები, გაღრმავებული COVID-19 პანდემიის შედეგებით".
„სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პრობლემები წარმოიშვა უკრაინაში რუსული სპეცოპერაციის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე. ისინი გამწვავდა ცალმხრივი და არალეგიტიმური ანტირუსული სანქციების ტალღასთან დაკავშირებით, რომელმაც შეარყია დასავლური მთავრობების მიმართ ნდობა მათი ქმედებების არაპროგნოზირებადობის გამო. ასევე დაირღვა მიწოდების ჯაჭვები და შეფერხდა საერთაშორისო ფინანსური ნაკადები“, – განაცხადა რუსმა დიპლომატმა.
რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარები 24 თებერვალს შეიყვანა. პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ეს არის "უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის სპეცოპერაცია", ხოლო უკრაინის ტერიტორიების მიტაცება არ შედის რუსეთის ფედერაციის გეგმებში. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გამკაცრება დაიწყეს.