ოპოზიცია შემდგომ ნაბიჯებზე ფიქრობს: ელოდება თუ არა საქართველოს პროტესტის ახალი ტალღა

© photo: Sputnik / Stringer„ნაციონალური მოძრაობისა“ და სააკაშვილის მხარდამჭერების საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობასთან 2021 წლის 9 ნოემბერს
„ნაციონალური მოძრაობისა“ და სააკაშვილის მხარდამჭერების საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობასთან 2021 წლის 9 ნოემბერს - Sputnik საქართველო, 1920, 17.05.2022
გამოწერა
საპროტესტო აქციაზე ხალხის შეკრებას ოპოზიციური ტელეარხების ჟურნალისტები და საზოგადო მოღვაწეები აპირებენ.
თბილისი, 17 მაისი – Sputnik. ოპოზიციურ პარტიებს ჯერ არ მიუღიათ გადაწყვეტილება შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორის ნიკა გვარამიას დაპატიმრების შემდეგ, თუმცა ერთობლივ გეგმაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის 6,8 მილიონი ლარის ოდენობის ზიანის მიყენების საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშავედ ცნო. გვარამიას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
ამ გადაწყვეტილებამ ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებაში პროტესტი გამოიწვია, თუმცა, როგორც გაირკვა, ამ დროისათვის ოპოზიციურ პარტიებში ერთობლივი მოქმედებების შესახებ რაიმე შეთანხმება არ არსებობს.
სტატუსი კანონის მოქმედებას ვერ შეაჩერებს - კალაძე გვარამიას განაჩენზე >>
მაგალითად, პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“ მზად არის მონაწილეობა მიიღოს ოპოზიციის აქტივობებში მხოლოდ კონკრეტული გეგმის წარდგენის შემდეგ. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
„ჩვენს კომპლექსურ ხედვაში და სტრატეგიაში ბევრი ნაბიჯების კომპოზიცია არსებობს, რომელზეც ვფიქრობთ, რომელიც ჩამოწერილი გვაქვს და ვმსჯელობთ. მისი ნაწილი იქნება როგორც პარლამენტი, ასევე პარლამენტს გარეთ, ასევე რეგიონები, ასევე აქციები, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე მუშაობა“, – განაცხადა ვაშაძემ.
დღეს შეცდომა იქნება იმის თქმა, რომ თავისუფლების მოედანზე 50 ათას ადამიანს მოვაგროვებთ და სულ ეს არის, ჩვენ გვჭირდება კომპლექსური მიდგომა, დასძინა მან.
პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“ საპროტესტო აქციების გამართვაში აზრს საერთოდ ვერ ხედავს.
„არ ვაპირებთ ამ აქციებს შევუერთდეთ. სხვასაც ვურჩევთ, მასში მონაწილეობა არ მიიღონ, რადგან უხერხულია ამ ხალხის ტარება აქციაზე ისე, რომ მიზანი არ გაქვს, სათქმელი არ გაქვს, გეგმა არ გაქვს. ჯერ ესენი უნდა მოიფიქრო და ხალხს მხარდაჭერისთვის შემდეგ უნდა დაუძახო. უნდა იცოდე ადამიანების დახმარება რაში გჭირდება. თუ ეს არ იცი, ადამიანებს ვერ გააგებინებ რა გინდა და ნებისმიერ შემთხვევაში იმედგაცრუებას გამოიწვევ“, – განაცხადა ხვიჩიამ.
გეგმა არ გააჩნიათ არც ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“. ამ მომენტისთვის პარტიაში საუბრობენ სხვა პარტიებთან შეთანხმებული მოქმედებების აუცილებლობაზე, მიუხედავად იმისა, რომ პარტიის რამდენიმე წევრმა პარლამენტის დატოვების სურვილი გამოთქვა.
„ის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დატოვოს დღეს პარლამენტი, არ არის გამოსავალი, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი შეთანხმება შევასრულოთ ოპოზიციასთან, თუმცა ეს უნდა იყოს ოპოზიციის ერთობლივი ნაბიჯი“, – განაცხადა უდუმაშვილმა.
ოპოზიციონერი დეპუტატი მანდატების დატოვებაში აზრს ვერ ხედავს >>
ამასთან მან აღნიშნა, რომ ასეთ შემთხვევაში მთავარია „ქართული ოცნების“ მარტო დატოვება პარლამენტში და არა ოპოზიციის გახლეჩა ორ ბანაკად – „წასულებად“ და „დარჩენილებად“.
სანამ ოპოზიციური პარტიები შემდგომ სტრატეგიაზე ფიქრობენ, საპროტესტო აქციაზე ხალხის შეკრებას ოპოზიციური ტელეარხების ჟურნალისტები და საზოგადო მოღვაწეები აპირებენ.
ამასთან, გვარამიას საქმე სასამართლოში გაგრძელდება. ორივე მხარემ – ადვოკატებმა და პროკურატურამ უკვე განაცხადეს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში გეგმავენ.
ყველა ახალი ამბავი
0