https://sputnik-georgia.com/20220517/statusi-kanonis-moqmedebas-ver-seacerebs-kalaze-gvaramias-ganacenze-266708989.html
სტატუსი კანონის მოქმედებას ვერ შეაჩერებს - კახა კალაძე გვარამიას განაჩენზე
სტატუსი კანონის მოქმედებას ვერ შეაჩერებს - კახა კალაძე გვარამიას განაჩენზე
Sputnik საქართველო
სახეზეა კონკრეტული დანაშაული, რომელსაც მოყვა შესაბამისი რეაგირება, ამტკიცებს კალაძე.
2022-05-17T19:24+0400
2022-05-17T19:24+0400
2022-05-17T22:29+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/1e/261619016_0:99:1280:820_1920x0_80_0_0_86cd693372a950e9a3d82651b6ccde44.jpg
თბილისი, 17 მაისი – Sputnik. კანონის წინაშე ყველა თანასწორია, მასზე მაღლა ვერავინ და ვერაფერი ვერ დადგება, განაცხადა თბილისის მერმა და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ. ასე გამოეხმაურა ის „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს.16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის 6,8 მილიონი ლარის ოდენობის ზიანის მიყენების საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშავედ ცნო. გვარამიას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ადვოკატები გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში გეგმავენ.სახეზეა კონკრეტული დანაშაული, რომელსაც მოჰყვა შესაბამისი რეაგირება და გვარამიას განაჩენი გამოუტანეს, ამტკიცებს კალაძე.„მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი განცხადება მოგვისმენია მისგან ჩემი განადგურების მუქარით, იყო სიძულვილის ენა, რაც ამ ადამიანისგან მოდიოდა, არ მიხარია არავის დაჭერა და დაკავება“, – აღნიშნა მერმა.თბილისის საქალაქო სასამართლომ 16 მაისს დაასრულა საქმის განხილვა ტელეარხ „რუსთავი2“-სთვის 6,8 მილიონი ლარის ზიანის მიყენების შესახებ იმ პერიოდში, როდესაც გვარამია არხის გენერალური დირექტორი იყო. მმართველ პარტიაში ამტკიცებენ, რომ გვარამიამ დაიწყო თანხების „გამოქაჩვა“ ტელეარხიდან იმ დროიდან, როდესაც მისი დაბრუნება სასამართლოს გზით მისმა ყოფილმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა დააპირა.ამ საქმეზე ნიკა გვარამიას ბრალდება 2020 წლის 6 სექტემბერს წარედგინა. მასთან ერთად საქმეზე ბრალი ჰქონდა წარდგენილი კიდევ ორ პირს – „რუსთავი 2"-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორ კახა დამენიას, რომელსაც სასამართლომ 50.000 ლარის ჯარიმა დააკისრა და კომპანია „ინტერ მედია პლუსის" დირექტორს ზურაბ იაშვილს, რომელიც სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.გუშინ საქართველოში აშშ-ის საელჩომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ გვარამიას, იაშვილისა და დამენიას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ერთგულებას კანონის უზენაესობისადმი. ხოლო ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი სწავლობს აღნიშნულ საკითხს მედიაპლურალიზმზე მისი გავლენის თვალსაზრისით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/1e/261619016_177:108:1170:853_1920x0_80_0_0_7039ec32fb2b149989e876de9b43362a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სტატუსი კანონი მოქმედება შეჩერება კახა კალაძე ნიკა გვარამია განაჩენი
სტატუსი კანონი მოქმედება შეჩერება კახა კალაძე ნიკა გვარამია განაჩენი
სტატუსი კანონის მოქმედებას ვერ შეაჩერებს - კახა კალაძე გვარამიას განაჩენზე
19:24 17.05.2022 (განახლებულია: 22:29 17.05.2022) სახეზეა კონკრეტული დანაშაული, რომელსაც მოჰყვა შესაბამისი რეაგირება, ამტკიცებს თბილისის მერი.
თბილისი, 17 მაისი – Sputnik. კანონის წინაშე ყველა თანასწორია, მასზე მაღლა ვერავინ და ვერაფერი ვერ დადგება, განაცხადა თბილისის მერმა და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ. ასე გამოეხმაურა ის „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს.
16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის 6,8 მილიონი ლარის ოდენობის ზიანის მიყენების საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშავედ ცნო. გვარამიას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ადვოკატები გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში გეგმავენ.
„კანონის წინაშე ყველანი თანასწორი ვართ და მასზე მაღლა ვერავინ და ვერაფერი ვერ დადგება... ვერც პოლიტიკოსის და ვერც მედიაში მუშაობის სტატუსი ვერ შეაჩერებს სამართლებრივ მოქმედებებს დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში“, – განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს.
სახეზეა კონკრეტული დანაშაული, რომელსაც მოჰყვა შესაბამისი რეაგირება და გვარამიას განაჩენი გამოუტანეს, ამტკიცებს კალაძე.
„მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი განცხადება მოგვისმენია მისგან ჩემი განადგურების მუქარით, იყო სიძულვილის ენა, რაც ამ ადამიანისგან მოდიოდა, არ მიხარია არავის დაჭერა და დაკავება“, – აღნიშნა მერმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 16 მაისს დაასრულა საქმის განხილვა ტელეარხ „რუსთავი2“-სთვის 6,8 მილიონი ლარის ზიანის მიყენების შესახებ იმ პერიოდში, როდესაც გვარამია არხის გენერალური დირექტორი იყო. მმართველ პარტიაში ამტკიცებენ, რომ გვარამიამ დაიწყო თანხების „გამოქაჩვა“ ტელეარხიდან იმ დროიდან, როდესაც მისი დაბრუნება სასამართლოს გზით მისმა ყოფილმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა დააპირა.
ამ საქმეზე ნიკა გვარამიას ბრალდება 2020 წლის 6 სექტემბერს წარედგინა. მასთან ერთად საქმეზე ბრალი ჰქონდა წარდგენილი კიდევ ორ პირს – „რუსთავი 2"-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორ კახა დამენიას, რომელსაც სასამართლომ 50.000 ლარის ჯარიმა დააკისრა და კომპანია „ინტერ მედია პლუსის" დირექტორს ზურაბ იაშვილს, რომელიც სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.
გუშინ საქართველოში აშშ-ის საელჩომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ გვარამიას, იაშვილისა და დამენიას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ერთგულებას კანონის უზენაესობისადმი. ხოლო ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი სწავლობს აღნიშნულ საკითხს მედიაპლურალიზმზე მისი გავლენის თვალსაზრისით.