https://sputnik-georgia.com/20220517/opozicioneri-deputati-mandatebis-datovebasi-azrs-ver-xedavs-266708527.html
ოპოზიციონერი დეპუტატი მანდატებზე უარის თქმაში აზრს ვერ ხედავს
ოპოზიციონერი დეპუტატი მანდატებზე უარის თქმაში აზრს ვერ ხედავს
Sputnik საქართველო
პარლამენტიდან ოპოზიციის ჰიპოთეტური წასვლა მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებების შეტანის შესაძლებლობაზე იმოქმედებს
2022-05-17T19:08+0400
2022-05-17T19:08+0400
2022-05-17T22:20+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/07/259383624_633:355:2972:1671_1920x0_80_0_0_649240aba6c290e28261ef783e88eaac.jpg
თბილისი, 17 მაისი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი პაატა მანჯგალაძე მიიჩნევს, რომ დღევანდელ პოლიტიკურ პირობებში სადეპუტატო მანდატებზე უარის თქმა არ შეიძლება.ქართული საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას დაპატიმრების შემდეგ განაცხადა, რომ დეპუტატის მანდატზე უარს იტყვის.ამ დროისათვის მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში 150-დან 84 მანდატი აქვს. ოპოზიციის წასვლა მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებების შეტანის შესაძლებლობაზე აისახება, დანარჩენ საკითხებზე პარლამენტი გადაწყვეტილებას ადვილად მიიღებს, მაშინაც კი, თუ ოპოზიციის ყველა წევრი დათმობს მანდატს.ამასთან, საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა, რაც მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე გამსვლელი ბარიერის შემცირებას ეხება, ოპოზიციის, განსაკუთრებით კი მცირე პარტიების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა.კონსტიტუციის მოქმედი ვერსიის მიხედვით, 2024 წელს პარლამენტში ის პარტიები მოხვდებიან, რომლებიც ამომრჩეველთა ხმების მინიმუმ 5%-ს მოიპოვებენ. ოპოზიცია ამ ბარიერის 2%-მდე დაწევას მოითხოვს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/07/259383624_1106:366:2846:1671_1920x0_80_0_0_745912838fbddf332ad8f0a7b949a3e6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ოპოზიციონერი დეპუტატი მანდატები დატოვება პაატა მანჯგალაძე
ოპოზიციონერი დეპუტატი მანდატები დატოვება პაატა მანჯგალაძე
ოპოზიციონერი დეპუტატი მანდატებზე უარის თქმაში აზრს ვერ ხედავს
19:08 17.05.2022 (განახლებულია: 22:20 17.05.2022) პარლამენტიდან ოპოზიციის ჰიპოთეტური წასვლა მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებების შეტანის შესაძლებლობაზე იმოქმედებს.
თბილისი, 17 მაისი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი პაატა მანჯგალაძე მიიჩნევს, რომ დღევანდელ პოლიტიკურ პირობებში სადეპუტატო მანდატებზე უარის თქმა არ შეიძლება.
ქართული საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას დაპატიმრების შემდეგ განაცხადა, რომ დეპუტატის მანდატზე უარს იტყვის.
„მაშინ, როცა საკონსტიტუციო ცვლილება არ არის მიღებული, უცებ მანდატები გადავყაროთ ქუჩაში და შემდეგ ტალახში ვიგოროთ, გამოსავალი არ მგონია“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
ამ დროისათვის მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში 150-დან 84 მანდატი აქვს. ოპოზიციის წასვლა მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებების შეტანის შესაძლებლობაზე აისახება, დანარჩენ საკითხებზე პარლამენტი გადაწყვეტილებას ადვილად მიიღებს, მაშინაც კი, თუ ოპოზიციის ყველა წევრი დათმობს მანდატს.
ამასთან, საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა, რაც მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე გამსვლელი ბარიერის შემცირებას ეხება, ოპოზიციის, განსაკუთრებით კი მცირე პარტიების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა.
კონსტიტუციის მოქმედი ვერსიის მიხედვით, 2024 წელს პარლამენტში ის პარტიები მოხვდებიან, რომლებიც ამომრჩეველთა ხმების მინიმუმ 5%-ს მოიპოვებენ. ოპოზიცია ამ ბარიერის 2%-მდე დაწევას მოითხოვს.