დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 15 მაისი

© photo: Sputnik / Seyran Baroyanმიმოზა
მიმოზა - Sputnik საქართველო, 1920, 15.05.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 15 მაისია, კვირა. მზარდი მთვარე მორიელის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.
მომატებულია საზოგადოებრივი აქტიურობა. ადამიანებს გაუჩნდებათ სხვის საქმეებში ჩარევის, დაუკითხავად რჩევების მიცემის, საკუთარი აზრის მოხვევის ძლიერი სურვილი. იქიდან გამომდინარე, რომ ყველას აზრი ერთნაირი არ იქნება, მოსალოდნელია ცხარე კამათი. გამოიჩინეთ დიპლომატიურობა და კონფლიქტებს თავიდან აირიდებთ.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 14 მაისი>>
ვერძი: შეიქმნება კარგი ნიადაგი აზარტის, შემოქმედებითი ან საქმიანი შეჯიბრებისთვის, ახალი გზების ძებნისა და საკუთარი წარმატებების დემონსტრირებისთვის. მეტად გაუმართლებს მათ, ვისთვისაც უცხო არაა ექსპრომტები, ექსპერიმენტები, კვლევები, გუნდური მუშაობა. რუტინა დავიწყებას მიეცემა.
ქალის სილუეტი - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2022
პროფესია - ცოლი: ხუმრობანარევი, მაგრამ ყველაზე მართალი რეიტინგი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
კურო: არ აარიდოთ თავი ყოველდღიური საჭირბოროტო საკითხების განხილვას და პრობლემების გადაწყვეტას. ყურადღებას მოითხოვს კრიტიკულ სტადიაში არსებული საქმეები. არის წინაპირობები იმისთვის, რომ კრიზისი ხელსაყრელად გადაწყდეს, თუ თვალს არ დახუჭავთ სიმართლეზე.
ტყუპი: შესაძლოა, სევდა შემოგაწვეთ. მიმდინარე საქმეებს დაემატება ახალ რეალიებზე აწყობის აუცილებლობა. არაა გამორიცსხული, გაქრეს რამდენიმე სასიამოვნო პრივილეგია, რომლითაც სარგებლობდით. კარგი იქნება, თუ საკუთარ ბიუჯეტს გადახედავთ, დაარეგულირებთ ემოციურ ფონს.
კირჩხიბი: შესაძლებელია ჭარბი გულახდილობა, სენტიმენტალობა, ცრემლიანობა. ძლიერი განცდები მალე გაქრება, თუ მათ ხმამაღლა იტყვით, ღრმად გაიაზრებთ, გაუზიარებთ ვინმეს. შესანიშნავი დღეა გულითადი საუბრებისთვის. შეგიძლიათ, თქვენი საიდუმლოებები დღიურს გაუზიაროთ.
ყაყაჩო - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2021
რომანტიკოსი მამაკაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ლომი: თქვენს საქციელზე თქვენი განწყობა იმოქმედებს. თუ რამე გაფორიაქებთ, ემოციური ფონის ნორმალიზებაში დაგეხმარებათ სასიამოვნო მელოდიები, კარგი მოგონებები, საყვარელი ნუგბარი. განსაკუთრებით ქალებზე კარგად იმოქმედებს მყუდრო გარემო, დაცულობისა და უსაფრთხოების შეგრძნება.
ქალწული: სჯობს, ფაქტებს დაეყრდნოთ და არა საკუთარ დასკვნებს. ინტუიციაზე დაყრდნობა განსაკუთრებით არასასურველია დღის პირველ ნახევარში. საღამოს რეკომენდებულია დიდი ყურადღება ფინანსების მიმართ. იხელმძღვანელეთ ხარისხის სტანდარტებით და არა – რაოდენობით.
სასწორი: დღე ოპტიმისტურად დაიწყება, მაგრამ საღამოს ვითარება შეიცვლება და გეგმების გადახედვას გაიძულებთ. შესაძლოა, მოგიწიოთ გართობაზე უარის თქმა სხვისი საჭიროებებიდან, ოჯახური პრობლემებიდან გამომდინარე. არაა გამორიცხული ჯანმრთელობის მცირე პრობლემებიც.
გოგონა თოვლში - Sputnik საქართველო, 1920, 31.01.2022
ქალები და მათი პატარ-პატარა სიგიჟეები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მორიელი: მოგინდებათ, რომ ყველაფერში ლოგიკა და აზრი დაინახოთ. არაა პრობლემა – გააკეთეთ თქვენი საქმეები მშვიდად და ყველაფერი კარგად აეწყობა. განსაკუთრებით კარგად გამოგივათ ის, სადაც თანმიმდევრულობა და ლოგიკური აზროვნებაა საჭირო. ასე რომ, დღეს არაა აუცილებელი ემოციებზე აყოლა.
მშვილდოსანი: იყავით თავშეკავებული, გააკონტროლეთ თქვენი ემოციები, დაიცავით საზღვრები. შესაძლოა, იგრძნოთ დიდი პასუხისმგებლობა ოჯახის წინაშე, სამსახურებრივი თუ სამოქალაქო ვალის ტვირთი დაგაწვეთ. არაა გამორიცხული, რომ გამწვავდეს უიღბლობის, კონკურენციის, დაცინვის შიშის გრძნობა.
თხის რქა: კარგი იქნება, თუ დღეს დასვენებით ან ზომიერი დატვირთვით დაიწყებთ. დღის მეორე ნახევარში ნებისმიერი საქმე მოძრაობას, კომუნიკაბელურობას, მოხერხებულობასა და დიპლომატიურობას მოითხოვს. კარგი დროა ხანმოკლე მგზავრობისთვის, წვრილმანი სამკურნალო ან კოსმეტიკური ღონისიებებისთვის.
ვარსკვლავი - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2018
ზოდიაქოს მამაკაცური და ქალური ნიშნები და მათი თავისებურებანი
მერწყული: დღის წესრიგში ორგანიზებასთან და დისციპლინასთან დაკავშირებული საკითხები დადგება. რაც არ ჯდება დადგენილ ნორმებსში, თქვენში უსიამოვნო გრძნობებს გამოიწვევს. ეცადეთ, ეს გაღიზიანებაში არ გადაიზარდოს. ნუ ეცდებით გარშემომყოფებისთვის მორალზე ლექციების წაკითხვას.
თევზები: სჯობს, საქმეებში ყურადღებით იყოთ. უადგილო იქნება იმპულსურობა. შეცდომას კონკრეტული მატერიალური ზარალი შეიძლება მოჰყვეს. არასასურველია საქმეების დაწყება, ნივთების ყიდვა, ფინანსური ოპერაციების ჩატარება. კარგი იქნება, თუ ინფორმაციის შეგროვებით შემოიფარგლებით.
ყველა ახალი ამბავი
0