დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 14 მაისი

© Pixabay / Larisa-Kმოციმციმე ხე მთვარის ფონზე
მოციმციმე ხე მთვარის ფონზე - Sputnik საქართველო, 1920, 14.05.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 14 მაისია, შაბათი. მზარდი მთვარე სასწორის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.
ეცადეთ, ყურადღება მიაქციოთ წვრილმანებს, იმას, რაც თვალშისაცემი არაა. ეს სავალალო შეცდომებისგან გიხსნით. დღის პირველი ნახევარი მშვიდად ჩაივლის, მეორე ნახევარში კი ემოციური ფონი დაძაბული გახდება. ეცადეთ, თავი გააკონტროლოთ.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 13 მაისი>>
ვერძი: დღის დასაწყისში ყურადღებით იყავით. შესაძლოა, გარშემომყოფების დახმარება დაგჭირდეთ, მათთან ურთიერთობა კი ადვილი არ იქნება. მოსალოდნელია მცირე უთანხმოებები, კამათი. დროთა განმავლობაში სიტუაცია სტაბილური გახდება. დღის მეორე ნახევარში ურთიერთობებში პრობლემები არ შეიქმნება.
მზის ჩასვლა - Sputnik საქართველო, 1920, 27.06.2019
ზოდიაქოს რომელ ნიშანთან შეძლებთ გამდიდრებას
კურო: დღე ფინანსური საკითხების განხილვით დაიწყეთ. შეგიძლიათ საოჯახო საქმეებიც დაგეგმოთ. დღის მეორე ნახევარი შესანიშნავი დროა რთული ამოცანების გადასაწყვეტად. შესაძლებელია პასუხების მიღება საკამათო კითხვებზე. არაა გამორიცხული სასიამოვნო სიურპრიზები, მათ შორის, რომანტიკული.
ტყუპი: დღე საინტერესო საქმეებით დაიწყეთ. ეს განწყობას აგიმაღლებთ. კარგი დროა ასევე ხანმოკლე მგზავრობისთვის. გარემოს შეცვლა ბევრ თქვენგანს ჩვეულ ნივთებზე ახლებურად შეხედვაში დაეხმარება. დღის მეორე ნახევარი შესანიშნავი დროა ჩვეული საქმეების გასაკეთებლად, მიმდინარე ამოცანების გადასაწყვეტად.
კირჩხიბი: განსაკუთრებით ხელსაყრელი იქნება დღის პირველი ნახევარი. შეიძლება მგზავრობა, რომლის დროსაც შესაძლებლობა გექნებათ ნახოთ ძველი მეგობრები, გაატაროთ დრო იმ ადამიანებთან, რომლებიც ამ ბოლო დროს მოგენატრათ. ეს ყველაფერი განწყობას აგიმაღლებთ.
შეყვარებულები - Sputnik საქართველო, 1920, 23.05.2019
ზოდიაქოს რომელი ნიშნების მამაკაცებს შეუძლიათ ძლიერი სიყვარული
ლომი: დღის დასაწყისი შესანიშნავი დროა იმ ადამიანებთან ურთიერთობებისთვის, რომელთა აზრიც თქვენთვის მნიშვნელოვანია. დღის მეორე ნახევარი დატვირთული იქნება. შესაძლოა, რამდენიმე საქმის ერთდროულად გაკეთება მოგიწიოთ. ეს დიდ ძალას წაგართმევთ, მაგრამ შედეგი საუკეთესო იქნება.
ქალწული: ეცადეთ, დილით ყურადღების ცენტრში არ აღმოჩნდეთ, განსაკუთრებით, თუ დიდი გეგმები გაქვთ. გადადეთ სერიოზული საკითხების განხილვა ადამიანებთან, რომლებთანაც ხშირად გაქვთ უთანხმოებები. ამისთვის დღის მეორე ახევარი გამოიყენეთ. მთლიანობაში, სერიოზული პრობლემები არ შეგექმნებათ.
სასწორი: მოთმინებით აღიჭურვეთ. დღეს ძნელი იქნება გეგმების შესრულება ისე სწრაფად, როგორც გსურთ. სავარაუდოა შეფერხება ბიზნესში, მოულოდნელი სირთულეები. განეწყვეთ ოპტიმისტურად. მალე დადებითი ტენდენციების გავლენა გაიზრდება და ყველაფერი მოგვარდება.
მამაკაცი - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2022
ყველაზე რთული მამაკაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მორიელი: დილით ფრთხილად იყავით. არაა შესაფერისი დრო იმისთვის, რომ რამე საეჭვო წინადადებას დათანხმდეთ, მონაწილეობა მიიღოთ სარისკო ავანტიურაში. დღის მეორე ნახევარი მსუბუქი და იღბლიანი იქნება. კარგად ჩაივლის შეხვედრები, ურთიერთობები ძველ ნაცნობებთან.
მშვილდოსანი: დიდი ხნით არაფერი გადადოთ. დღის პიორველი ნახევარი ხელსაყრელი დროა რთული საქმეებისთვის. ყველაფერს შესანიშნავად გაუმკლავდებით. მოგვიანებით ყურადღების კონცენტრირება გართულდება. არაა გამორიცხული მცირე უთანხმოებები ახლობლებთან, მაგრამ კონფლიქტამდე საქმე არ მივა.
თხის რქა: თუ რამე გეგმის მიხედვით არ წავიდა, არ ინერვიულოთ. მოსალოდნელია მცირე პრობლემები, რომლის გამოც შეიძლება სასიამოვნო შეხვედრების გადადება მოგიხდეთ. დღისმეორე ნახევარში არაა გამორიცხული ნაცნობობა, რომლითან ხანგრძლივი მეგობრობა ან ლამაზი რომანტიკული ისტორია დაიწყება.
ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 01.06.2021
მამაკაცის „საოცნებო ქალი“ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მერწყული: შეუდექით დიდი ხნის წინ გადადებული საქმეების გაკეთებას. ახლა მათ ადვილად გაუმკლავდებით. თუ ახალი ადგილების მონახულების შესაძლებლობა მოგეცათ, არ გაუშვათ ეს შანსი ხელიდან. კარგი დღეა ურთიერთობებისთვის. არ არის გამორიცხული რომანტიკული სიურპრიზები.
თევზები: არცთუ ხელსაყრელი დღეა რთული საქმეებისთვის, უფრო დასვენების დროა. აღიდგინეთ ძალები, გააკეთეთ ის, რაც თქვენთვის საინტერესოა, მოინახულეთ მონატრებული ადამიანები. ფრთხილად იყავით ფინანსურ საკითხებთან მიმართებით. მოერიდეთ რამის ყიდვას, გარიგებების დადებას.
ყველა ახალი ამბავი
0