„ყველა დაპირება შესრულდება“ - პრემიერი გურიას სტუმრობს

© press service of the Prime Minister of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2022
გამოწერა
მთავრობის მეთაური „განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში მინისტრებთან და ადგილობრივ მერებთან ერთად გურიაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
თბილისი, 13 მაისი – Sputnik. აქტიურად გავაგრძელებ რეგიონებში სტუმრობას და ყველა ის დაპირება, რომელიც მოსახლეობისთვის არჩევნებამდე გაიცა, შესრულდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გურიაში რეგიონული ტურნეს ფარგლებში სტუმრობისას.
მთავრობის მეთაური მის მიერ ინიცირებული „განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში მინისტრებთან და ადგილობრივ მერებთან ერთად გურიაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

„ძალიან აქტიურად მიმდინარეობს ყველა ის სამუშაო, რომელიც დავიწყეთ გასულ წელს. „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში უტარდება რეაბილიტაცია შენობებს, სკვერებს, გალამაზება და განახლება ხდება მთელი ამ ტერიტორიების, შენობებისა და სკვერების“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

გურიაში ვიზიტის დროს პრემიერმა მოინახულა ახალი აშენებული სკოლები ჩოხატაურსა და ოზურგეთში. მისი თქმით, საქართველოს მასშტაბით 800 სკოლის რეაბილიტაცია და მშენებლობა უკვე დაგეგმილია, აქედან 80 ახალი სკოლა აშენდება, დანარჩენს ჩაუტარდება სრული რეაბილიტაცია.
პრემიერის თქმით, მოსახლეობისთვის არჩევნებამდე მიცემული დანაპირების შესრულებას პირადად გააკონტროლებს.
საქართველო მთიანი რეგიონების სკოლებისთვის 6,5 მილიონ ევროს მიიღებს>>
„განახლებული რეგიონების“ სახელმწიფო პროგრამა ოთხწლიანია და საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს. პროგრამის მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია და ის ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სხვადასხვა მნიშვნელოვანი ობიექტის/ტერიტორიის განვითარებას გულისხმობს.
ურბანული განახლების პროექტების მომზადებისას კომპანიებმა უნდა გაითვალისწინონ თითოეული რეგიონის მახასიათებლები, ისტორიულ-კულტურული თავისებურებები და ობიექტების ფუნქციური დანიშნულება.
პროექტები განხორციელდება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით.
ყველა ახალი ამბავი
0