საქართველო მთიანი რეგიონების სკოლებისთვის 6,5 მილიონ ევროს მიიღებს

© courtesy of Tusheti National Parkთუშეთი
თუშეთი - Sputnik საქართველო, 1920, 04.05.2022
გამოწერა
საქართველოსთვის ფინანსური რესურსის გამოყოფას „საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაციისა და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების“ პროექტი ითვალისწინებს.
თბილისი, 4 მაისი – Sputnik. საქართველოს მთიანი რეგიონების საჯარო სკოლებში ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებლად საქართველო 6,5 მილიონ ევროს მიიღებს.
საქართველოსთვის 6,5 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფას ითვალისწინებს პროექტი „საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება“, საიდანაც 3,9 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი გამოყოფილი იქნება სესხის, ხოლო 2,6 მილიონი ევრო – გრანტის სახით.
პროექტის განხორციელების მიზნით საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა, სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაციის მმართველმა დირექტორმა ტრონდ მომ და ინვესტიციების დირექტორმა ბო ესკე ნიჰუსმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას შორის სასესხო შეთანხმებას და საქართველოსა და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას შორის საგრანტო შეთანხმებას.

„პროექტს ექნება მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი და სოციალური ეფექტი. მრავალმხრივი რეაბილიტაცია მოიტანს ბევრ სარგებელს, როგორიცაა: სწავლებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილება, მოსწავლეებისა და მასწავლებლების გაუმჯობესებული ცხოვრებისა და კომფორტის დონე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გარდა ამისა, პროექტი ხელს შეუწყობს ენერგიის დაზოგვასა და მის ეფექტურ გამოყენებას, კომუნალური ხარჯებისა და გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირებას. ასევე გაიზრდება სასკოლო ინფრასტრუქტურის მდგრადობა სეისმური აქტივობების მიმართ, გაუმჯობესდება მოსწავლეებისა და მასწავლებლების უსაფრთხოება.
პროექტის განსახორციელებლად გამოყოფილი ფინანსური რესურსი საჯარო სამართლის იურიდიულ პირს „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს“ გადაეცემა.
ყველა ახალი ამბავი
0