დასავლეთმა უკრაინაში შექმნა სამხედრო ტიტანი, რომელიც მას დაღუპავს

© AP Photo / Vadim Ghirda
  - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2022
გამოწერა
ირინა ალქსნისი
უკრაინის ირგვლივ შექმნილი სიტუაცია დასავლეთისთვის სულ უფრო წინააღმდეგობრივი და რთული ხდება. ის იძულებულია იჯდეს არა ორ, არამედ გაცილებით მეტ სკამზე.
ერთი მხრივ, უკრაინა არის მთავარი ფსონი რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. კიევის აქტიურ დახმარებაზე უარი შეუძლებელია, ვინაიდან ეს გეოპოლიტიკური მარცხის აღიარების ტოლფასი იქნება. ამისთვის კი ამერიკელები და ევროპელები მზად არ არიან.
მეორე მხრივ, სულ უფრო ხმამაღლა ისმის მოსაზრება, რომ დასავლეთის „ქორები“ თავიანთი აგრესიული თავშეუკავებლობით კონფრონტაციას არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ მთელ მსოფლიოში ძალიან აღრმავებენ. იზრდება საფრთხე, რომ ბოლოს და ბოლოს გადაილახება უკან დაბრუნების წერტილი, რომლის შემდეგაც ერთადერთი შესაძლო სცენარი იქნება ბირთვული სახელმწიფოების პირდაპირი შეტაკება.
მესამე - უკრაინის მხარდაჭერა დასავლეთს, განსაკუთრებით აშშ-ს, სულ უფრო ძვირი უჯდება.
  - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2022
რა ჩაიდინეს უკრაინელმა არტილერისტებმა დონბასში
კიევისთვის დაგეგმილი დახმარების 40 მლრდ დოლარიანი პაკეტი, რასაკვირველია, შთამბეჭდავია. მაგრამ ეკონომიკა ვეღარ უმკლავდება ასეთი უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგს და მისი გახანგრძლივება თავად დასავლური სისტემის სტაბილურობას არყევს, რასაც საკუთარ თავზე მოქალაქეები გრძნობენ. ხოლო ყველაფრის პუტინის აგრესიაზე დაბრალების მცდელობა არც ისე წარმატებულია - ამერიკელების უმრავლესობა სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციის გაუარესებაში ქვეყნის ხელისუფლებას ადანაშაულებს.
არის კიდევ ერთი დელიკატური პრობლემა - დასავლეთში იარაღისა და კონკრეტულად რაკეტების მზარდი დეფიციტი. საქმე ისაა, რომ უკრაინა ძალიან სწრაფად ხარჯავს მიღებულ შეიარაღებას. ნატოს საწყობებში მარაგი სწრაფი ტემპით იწურება. სამხედრო მოქმედებები კი ჭიანურდება.
ისიც აღსანიშნავია, რომ უკრაინა - გლობალური გეოპოლიტიკური პარტიის მხოლოდ ერთი მიმართულებაა, აშშ-ის მთავარი ძალისხმევა მაინც აზიის რეგიონისკენ და, კონკრეტულად, ჩინეთისკენაა მიმართული.
კანონზომიერია, რომ იქ სულ უფრო ხშირად ისმის მოსაზრება, რომ ნატოსა და აშშ-ს, პრინციპში, არ გააჩნიათ ამ კონფლიქტის გრძელვადიანი სტრატეგია და საბოლოო მიზანი.
დმიტრი პესკოვი - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2022
მსოფლიო დღეს
რუსეთისა და ნატოს პირდაპირი შეტაკების თავიდან არიდება ყველას უნდა – პესკოვი
აშშ-ს (ევროპასაც) ჰქონდა და აქვს მკაფიო მიზანი უკრაინაში: რუსეთის გეოპოლიტიკური დამარცხება. ამ მიზნის მიღწევის სტრატეგიაც გასაგებია: მოსკოვი უნდა ჩარჩეს უკრაინაში - სამხედრო კუთხითაც, ეკონომიკურადაც და პოლიტიკურადაც.
მაგრამ სპეციალური ოპერაციის დაწყებიდან თითქმის სამი თვის შემდეგ ნათელია, რომ რაღაც ისე არ ხდება და უკრაინულ „ჭაობში“ თავად დასავლეთია ჩარჩენილი. აშშ-სა და ევროპაში აღიარებენ, რომ არასაკმარისად შეაფასეს რუსეთის ეკონომიკის სიმტკიცე და მისი მზადყოფნა „ჯოჯოხეთური“ სანქციების მიმართ.
საბრძოლო მოქმედებებზე დაკვირვება აჩენს აზრს, რომ დასავლეთმა უკრაინაში კიდევ ერთი საბედისწერო შეცდომა დაუშვა. როგორ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, მისი მზარდი პრობლემების მიზეზი ისაა, რომ შეერთებულმა შტატებმა და ნატომ მეტისმეტად დიდ წარმატებას მიაღწიეს უკრაინული ჯარის მოდერნიზების საქმეში. რუსეთი გააკვირვა შეიარაღებული ფორმირებების მომზადებისა და აღჭურვილობის დონემ, შერწყმულმა უკრაინელების მაღალ მოტივაციასთან.
აშშ-სა და ნატოს მესამე ქვეყნებში შეიარაღებული ფორმირებების მომზადების დიდი გამოცდილება აქვთ. თუმცა ამ გამოცდილებას თავისი სპეციფიკა აქვს. ამერიკელები კარგად მუშაობენ პარამილიტარულ, ირეგულარულ სტრუქტურებთან. უცხოურ რეგულარულ ჯართან კი გაცილებით რთულადაა საქმე, ბევრია ხმაურიანი წარუმატებლობის მაგალითი. ყველაზე ახალია კატასტროფა ავღანეთის არმიასთან, რომელსაც აშშ მრავალი წლის განმავლობაში ქმნიდა, ის კი რამდენიმე დღეში დაიშალა.
  - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2022
წკიპურტი ნატოს ცხვირში: კუნძულ ზმეინის საიდუმლო
ამ მხრივ ვაშინგტონს ნეგატიური გამოცდილება აქვს, რომელიც მეტყველებს, რომ ამერიკელების სრულფასოვანი საბრძოლო მონაწილეობის გარეშე მათი გაწვრთნილი ჯარები ვერ იბრძვიან. ასე რომ, უკრაინელებმა დასავლეთს თავიანთი მაღალი ბრძოლისუნარიანობით დიდი სიურპრიზი მოუმზადეს, მაგრამ ეს სიურპრიზი დღითი დღე უსიამოვნო ხდება.
წარმოიდგინეთ, როგორი იქნებოდა სიტუაცია, მოვლენები აშშ-ისა და ევროპის სცენარით რომ განვითარებულიყო. რუსეთი ოპერაციას სამხედრო ხელოვნების ყველა წესის დაცვით ჩაატარებდა, უმოკლეს დროში დაამარცხებდა უკრაინელ სამხედროებს და დაიკავებდა უკრაინის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს (მაგალითად, დნეპრამდე ან სადამდეც ვარაუდობდნენ პენტაგონის ანალიტიკოსები). და უკვე ამის შემდეგ დაიწყებოდა ყველაფერი. შეიქმნებოდა იდეალური პირობები იატაკქვეშა დივერსიული და ტერორისტული ბრძოლებისთვის, რომელზეც განადგურებული უკრაინული არმიის სამხედროები გადავიდოდნენ. დასავლეთი კი მოამარაგებდა მათ მსუბუქი შეიარაღებით.
ამის ნაცვლად ყველაფერი „არასწორად“ განვითარდა. რუსეთი ატარებს სპეცოპერაციას შეზღუდული კონტინგენტით. უკრაინული არმია შთამბეჭდავ წინააღმდეგობას უწევს და ნატოს კარგ სკოლას ავლენს, რაც, დასავლეთის მხარდაჭერასთან ერთად, მას სერიოზულ მოწინააღმდეგედ აქცევს. შედეგად – ფრონტის ხაზი ნელი ტემპით იცვლება, რუსეთი აკონტროლებს არც ისე დიდ, მაგრამ კრიტიკულად მნიშვნელოვან სივრცეებს.
რუსი სამხედროები სამხედრო ტექნიკის კოლონაში უკრაინის საზღვართან მდებარე გზატკეცილზე - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2022
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ზმეინის აღება სცადეს - რუსეთის თავდაცვის სამინისტრო
ამგვარად, მოსკოვი თითქოს ჩარჩა უკრაინაში, როგორც ეს დასავლეთს უნდოდა, მაგრამ ნათელია, რომ ამ ფორმატში ეს მისთვის დაუძლეველი ტვირთი არ არის. სამაგიეროდ დასავლეთს თავს მოახვიეს ორი რეგულარული არმიის საბრძოლო მოქმედებების კლასიკური ვარიანტი, სადაც საკუთარი ძალისხმევით უკრაინული ჯარი განწირულია ნელი მარცხისთვის. შედეგი წინასწარ არის ცნობილი, მაგრამ იქამდე საჭიროა გადარჩენა. მანამ კი უწევთ ფულის გადახდა და კვლავ გადახდა, სხვადასხვა რესურსის გამონახვა, მზარდი საზოგადოებრივი უკმაყოფილების ჩახშობა, ფინანსების მოძიება და საკუთარი ეკონომიკის შიგნით ხვრელების დახშობა.
და ამ ყველაფრის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ უკრაინელები გაცილებით უკეთესი მებრძოლები გამოდგნენ, ვიდრე ამას ამერიკელები და ევროპელები ელოდნენ.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0