მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რუსეთისა და ნატოს პირდაპირი შეტაკების თავიდან არიდება ყველას უნდა – პესკოვი

© photo: Sputnik / Sergey Guneev / გადასვლა მედიაბანკშიდმიტრი პესკოვი
დმიტრი პესკოვი - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2022
გამოწერა
პესკოვი ასევე შეეხო ფინეთის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივას და აღნიშნა, რომ ამას რუსეთის მხრიდან საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ზომების შემუშავება მოჰყვება.
თბილისი, 12 მაისი – Sputnik. რუსეთისა და ნატოს პირდაპირი დაპირისპირების თავიდან აცილება ყველას სურვილია, ამავედროულად მოსკოვი მზადაა, ნებისმიერ მხარეს, რომელიც უკრაინაში სპეცოპერაციაში „შეძრომას" შეეცდება, გადამწყვეტი პასუხი გასცეს, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს–მდივანმა დმიტრი პესკოვმა.
„რუსეთისა და ნატოს პირდაპირი შეტაკების თავიდან აცილება ყველას უნდა. რუსეთსაც. ამაზე არაერთხელ განაცხადეს ნატოშიც; ვფიქრობ, რაც მთავარია, ვაშინგტონში. მათ შორის, უმაღლეს დონეზე, ასეთი განცხადებები გააკეთა ბაიდენმა. ეს ისაა, რისი თავიდან აცილებაც ყველას სურს“, – განუცხადა ჟურნალისტებს პესკოვმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ რუსული მხარე გამოდის „იმ განცხადებებიდან, რომლებიც პრეზიდენტმა 24 თებერვლიდან დაწყებული გააკეთა“.
„(განცხადებები) იმაზე, რომ რუსეთი მზადაა, გასცეს მტკიცე პასუხი იმ მხარეს, რომელიც რამენაირად შეეცდება, „შეძვრეს“ უკრაინაში და სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში, რომელსაც რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები ამჟამად ატარებენ“, – განაცხადა მან.
პესკოვმა ასევე ისაუბრა ფინეთის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზე. მისი თქმით, ამას რუსეთის მხრიდან საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ზომების შემუშავება მოჰყვება.
რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარი 24 თებერვალს შეიყვანა. პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ ეს არის „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის ოპერაცია“ და რომ რუსეთის გეგმებში უკრაინის ტერიტორიების დაპყრობა არ შედის. ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთთან მიმართებით ეკონომიკური სანქციები გაამკაცრეს.
ყველა ახალი ამბავი
0