Мoody's-ის საქართველოს რეიტინგის პროგნოზი - „ნეგატიური“

© photo: Sputnik / Stringerთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2022
გამოწერა
გეოპოლიტიკური დაძაბულობის გამწვავება ხელს არ შეუშლის საქართველოს ხელისუფლებას ეკონომიკური რეფორმების გრძელვადიანი პროგრამის რეალიზებაში, მიიჩნევს სააგენტო.
თბილისი, 13 მაისი – Sputnik. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody's Investors Service-მა (Мoody's) საქართველოს მთავრობას დაუდასტურა ემიტენტის გრძელვადიანი რეიტინგი ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში Ba2 დონეზე „ნეგატიური“ პროგნოზით, ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

„საქართველოს რეიტინგის პროგნოზის „ნეგატიურით“ შეცვლის გადაწყვეტილება ასახავს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გეოპოლიტიკური რისკების ზრდას და ითვალისწინებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამო საქართველო–რუსეთის ურთიერთობებში, მართალია, „გაყინულ“, მაგრამ ჯერაც არსებულ დაძაბულობას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის Moody's-ის საბაზო სცენარი, ამ პოლიტიკური რისკების კრისტალიზაცია, მათ შორის, საქართველოზე სამხედრო კონფლიქტის შესაძლო გავრცელების რისკი და მისი თანმდევი მნიშვნელოვანი და მდგრადი გავლენა ეკონომიკურ და ფინანსურ პერსპექტივებზე, პროგნოზზე ზეგავლენას მოახდენს.
ასეთი კონფლიქტის თუნდაც მცირე ალბათობამ თავისთავად შეიძლება გამოიწვიოს ნეგატიური შედეგები საქართველოს კრედიტუნარიანობისთვის, ფიქრობენ ანალიტიკოსები.
რა შეუწყობს ხელს საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპებს - ანალიტიკოსების პროგნოზი>>
რეიტინგების დადასტურება განპირობებულია ქვეყნის ფინანსური ფულად-საკრედიტო ინსტიტუტების კარგი საბაზისო მაჩვენებლებით, რაც, ალბათ, COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებულ შემდგომ ნეგატიურ ფაქტორებზე საპასუხოდ ეფექტური მაკროეკონომიკური პოლიტიკის გაგრძელებისა და რუსეთ–უკრაინის კონფლიქტის გამო რეგიონული ზრდის შენელების ნეგატიური ეკონომიკური შედეგების კომპენსირების შესაძლებლობას შექმნის.
თბილისის ხედი - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2022
მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი: საქართველოს შეუძლია გაუმკლავდეს კრიზისს
Moody's-ის ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ გეოპოლიტიკური დაძაბულობის გამწვავება ხელს არ შეუშლის საქართველოს ხელისუფლებას ეკონომიკური რეფორმების გრძელვადიანი პროგრამის რეალიზებაში.
Moody's-ის პროგნოზის თანახმად, საქართველოს რეალური მშპ 2022 წელს 3,8%-ით უნდა გაიზარდოს. მომდევნო რამდენიმე წელიწადში ეკონომიკური ზრდის პოტენციალი 4-5%-ის ფარგლებშია შეფასებული.
ყველა ახალი ამბავი
0