https://sputnik-georgia.com/20220418/ra-sheuwyobs-xels-ekonomikis-zrdas-analitikosebis-prognozi-266049487.html
რა შეუწყობს ხელს საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპებს - ანალიტიკოსების პროგნოზი
რა შეუწყობს ხელს საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპებს - ანალიტიკოსების პროგნოზი
Sputnik საქართველო
თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. რუსეთიდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან მიგრანტების შემოსვლა, საერთაშორისო ტვირთნაკადების საქართველოს გავლით გადამისამართება და... 18.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-18T10:17+0400
2022-04-18T10:17+0400
2022-04-18T15:48+0400
საქართველო
ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/0d/250331052_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_05308bf7d76fe0b7e74227f6dfb7084c.jpg
თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. რუსეთიდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან მიგრანტების შემოსვლა, საერთაშორისო ტვირთნაკადების საქართველოს გავლით გადამისამართება და გეგმები საერთაშორისო კომპანიების საქართველოში გადმოტანასთან დაკავშირებით გააუმჯობესებს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს, ნათქვამია საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის ანგარიშში.Galt & Taggart-ის ანალიტიკოსების პროგნოზით, უკრაინის მოვლენები საქართველოს ეკონომიკის ზრდას 3%-მდე შეანელებს, თუმცა რესტორნებისა და სასტუმროებისთვის დაწესებული კოვიდ-შეზღუდვების გაუქმება, მიგრანტების ნაკადები და სხვა ფაქტორები დადებით ზეგავლენას მოახდენს საქართველოს ეკონომიკაზე.როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, კიდევ ერთ დადებით ფაქტორს წარმოადგენს IT-მომსახურების სფეროში მომუშავე საერთაშორისო კომპანიების დისლოკაციის საქართველოში გადმოტანის შესახებ მოლაპარაკებები.მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი შეამცირა>>>„ეს ნიშნავს, რომ, ჩვენს საბაზისო 3%-იან პროგნოზთან შედარებით, 2022 წელს ზრდა შეიძლება 4,0-4,5%-მდე დაფიქსირდეს“, – აღნიშნავენ კომპანიაში.ამასთან, კომპანიის ანალიტიკოსები 2022 წლის დასაწყისში მშპ-ის ზრდის მაღალ ტემპებზე მიუთითებენ. ორი თვის მანძილზე ქვეყნის ეკონომიკა 16,3%-ით გაიზარდა.მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის 2022 წლის პროგნოზი 5,5-დან 2,5%-მდე შეამცირა, თუმცა აღნიშნა, რომ საქართველოს ყველა შესაძლებლობა აქვს, გაუმკლავდეს უკრაინაში ომის ეკონომიკურ შედეგებს გონივრული ფისკალური და საგარეო რეზერვებისა და საიმედო მაკროფინანსური სტრუქტურის წყალობით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/0d/250331052_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_f37ac93c6178d8f9c207872a554f7cc2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, ეკონომიკა, ახალი ამბები
თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. რუსეთიდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან მიგრანტების შემოსვლა, საერთაშორისო ტვირთნაკადების საქართველოს გავლით გადამისამართება და გეგმები საერთაშორისო კომპანიების საქართველოში გადმოტანასთან დაკავშირებით გააუმჯობესებს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს, ნათქვამია საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის ანგარიშში.
Galt & Taggart-ის ანალიტიკოსების პროგნოზით, უკრაინის მოვლენები საქართველოს ეკონომიკის ზრდას 3%-მდე შეანელებს, თუმცა რესტორნებისა და სასტუმროებისთვის დაწესებული კოვიდ-შეზღუდვების გაუქმება, მიგრანტების ნაკადები და სხვა ფაქტორები დადებით ზეგავლენას მოახდენს საქართველოს ეკონომიკაზე.
„ჩვენი შეფასებით, რუსეთიდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან მიგრანტების ნაკადი შეიძლება ეკონომიკის ზრდას 0,3-0,5 საპროცენტო პუნქტით დაეხმაროს, ხოლო საერთაშორისო ტვირთნაკადების საქართველოს გავლით გადამისამართებამ შეიძლება მშპ-ის მაჩვენებელი კიდევ 0,7%-ით გაზარდოს“, – ნათქვამია ანგარიშში.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, კიდევ ერთ დადებით ფაქტორს წარმოადგენს IT-მომსახურების სფეროში მომუშავე საერთაშორისო კომპანიების დისლოკაციის საქართველოში გადმოტანის შესახებ მოლაპარაკებები.
„ეს ნიშნავს, რომ, ჩვენს საბაზისო 3%-იან პროგნოზთან შედარებით, 2022 წელს ზრდა შეიძლება 4,0-4,5%-მდე დაფიქსირდეს“, – აღნიშნავენ კომპანიაში.
ამასთან, კომპანიის ანალიტიკოსები 2022 წლის დასაწყისში მშპ-ის ზრდის მაღალ ტემპებზე მიუთითებენ. ორი თვის მანძილზე ქვეყნის ეკონომიკა 16,3%-ით გაიზარდა.
მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის 2022 წლის პროგნოზი 5,5-დან 2,5%-მდე შეამცირა, თუმცა აღნიშნა, რომ საქართველოს ყველა შესაძლებლობა აქვს, გაუმკლავდეს უკრაინაში ომის ეკონომიკურ შედეგებს გონივრული ფისკალური და საგარეო რეზერვებისა და საიმედო მაკროფინანსური სტრუქტურის წყალობით.