გრიგოლეთის შემოვლითი გზის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია

© Government of Georgiaგრიგოლეთის შემოვლითი გზის მშენებლობა
გრიგოლეთის შემოვლითი გზის მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2022
გამოწერა
გრიგოლეთის შემოვლითი გზის პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკმა 228 მილიონი ლარით დააფინანსა.
თბილისი, 13 მაისი — Sputnik. აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის კიდევ ერთი, გრიგოლეთის მონაკვეთის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია, იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.
სამტრედია–გრიგოლეთის 51,1 კილომეტრიანი გზის მშენებლობა აღმოსავლეთი–დასავლეთის სატრანზიტო ჩქაროსნული მაგისტრალის მოდერნიზაციის ფარგლებში მიმდინარეობს. ახალი გზა აღნიშნულ მონაკვეთზე გზის სიგრძეს 45%-ით შეამცირებს.
ინფორმაციის თანახმად, ამ დროისათვის აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს გრიგოლეთის შემოვლითი გზის 14,4 კილომეტრიანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები.
რიკოთის უღელტეხილზე გზის ზოგიერთი მონაკვეთი ექსპლუატაციაში წლის ბოლოს შევა>>>
დასრულების შემდეგ გრიგოლეთის შემოვლითი გზა ქობულეთის შემოვლით გზას დაუკავშირდება და სატრანსპორტო ნაკადი გრიგოლეთიდან ქობულეთის მიმართულებით ჩქაროსნული ავტომაგისტრალით იმოძრავებს.
აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი). საქართველოში Е-60 ფოთთან ახლოს იწყება და აზერბაიჯანთან საზღვარზე მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0