https://sputnik-georgia.com/20220513/---------266622019.html
რატი ბრეგაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ სააკაშვილის გარშემო აჟიოტაჟის გამოყენებას ცდილობს
რატი ბრეგაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ სააკაშვილის გარშემო აჟიოტაჟის გამოყენებას ცდილობს
Sputnik საქართველო
„ნაციონალურ მოძრაობას“ უფრო საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესები აწუხებს, ვიდრე სააკაშვილის ჯანმრთელობა, აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა. 13.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-13T15:26+0400
2022-05-13T15:26+0400
2022-05-13T21:57+0400
საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
მიხეილ სააკაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/10/262120320_0:145:1280:865_1920x0_80_0_0_193a6de21a80715b2ad192b8f35e16af.jpg
თბილისი, 13 მაისი – Sputnik. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ სურდა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოეყენებინა, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.ადვოკატები, ოჯახის წევრები, თავად სააკაშვილი და მის მიერ დაარსებული პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ერთხმად აცხადებენ, რომ მას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სათანადოდ არ ეპყრობიან, არ მკურნალობენ და ის სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა, ამიტომ ექს-პრეზიდენტს საზღვარგარეთ მკურნალობა სჭირდება.იუსტიციის მინისტრის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს ხავსს მოეჭიდოს და შექმნილი აჟიოტაჟი საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენოს. როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობას“ უფრო საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესები აწუხებს, ვიდრე სააკაშვილის ჯანმრთელობა.„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ თვალს ვადევნებდით პერფორმანსს, რომლის დადგმას ცდილობს რეინკარნირებული კომუნისტური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, რომელიც არის დეზორგანიზებული, დეზორიენტირებული... ეს ყველაფერი იყო პოლიტიკური კამპანიის ნაწილი“, – განაცხადა ბრეგაძემ.თავის მხრივ, იუსტიციის სამინისტროში არაერთხელ განაცხადეს, რომ სააკაშვილი თავად აყენებს ზიანს საკუთარ ჯანმრთელობას, რადგანაც უარს აცხადებს მედიკამენტების ნაწილის მიღებაზე.ხუთშაბათს, დილით საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რუსთავის №12 პენიტენციური დაწესებულებიდან თბილისის სამედიცინო ცენტრ „ვივამედში“ ეტაპირება განხორციელდა მისი გამოკვლევისა და, თუ საჭირო იქნება, მკურნალობის მიზნით.მიუხედავად ამისა, მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია ისევ მოითხოვს მისი შვილის უცხოეთში გადაყვანას სამკურნალოდ.სახალხო დამცველთან არსებული ექსპერტთა ჯგუფის ექიმების თქმით, სააკაშვილს უარყოფითი კატაბოლური მდგომარეობა აქვს – ორგანიზმში რთულ ორგანულ ნივთიერებათა დისიმილაცია (დაშლა). ცილების უკმარისობის ფონზე ყოფილ პრეზიდენტს შეუმცირდა კუნთოვანი მასა, აწუხებს სისუსტე. ექიმების თქმით, ამის მიზეზი შეიძლება იყოს რეზისტენტული პოსტტრავმული აშლილობა – დეპრესია და ანორექსია.სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სამშობლოში არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა და იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ქვეყანაში არალეგალურად ყოფნის პერიოდში იგი რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, ბათუმსა და ქუთაისში იმყოფებოდა.საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე“ უწოდეს.სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.
https://sputnik-georgia.com/20220513/volski-saakasvili-saqartvelos-winaarmdeg-setqmulebis-monawilea-266620443.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/10/262120320_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_741ec367c4965d328efe4ba47501ae8a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, მიხეილ სააკაშვილი
რატი ბრეგაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ სააკაშვილის გარშემო აჟიოტაჟის გამოყენებას ცდილობს
15:26 13.05.2022 (განახლებულია: 21:57 13.05.2022) „ნაციონალურ მოძრაობას“ უფრო საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესები აწუხებს, ვიდრე სააკაშვილის ჯანმრთელობა, აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.
თბილისი, 13 მაისი – Sputnik. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ სურდა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოეყენებინა, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.
ადვოკატები, ოჯახის წევრები, თავად სააკაშვილი და მის მიერ დაარსებული პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ერთხმად აცხადებენ, რომ მას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სათანადოდ არ ეპყრობიან, არ მკურნალობენ და ის სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა, ამიტომ ექს-პრეზიდენტს საზღვარგარეთ მკურნალობა სჭირდება.
„ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც განიცადა ამდენი საარჩევნო მარცხი, დაკარგა ყოველგვარი საზოგადოებრივი ნდობა, იმართება თავიდან ბოლომდე არაფორმალურად, აქვთ შიდა განხეთქილება, მოქმედებდნენ თვითგადარჩენის ინსტინქტით და უნდოდათ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოეყენებინათ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
იუსტიციის მინისტრის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს ხავსს მოეჭიდოს და შექმნილი აჟიოტაჟი საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენოს. როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობას“ უფრო საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესები აწუხებს, ვიდრე სააკაშვილის ჯანმრთელობა.
„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ თვალს ვადევნებდით პერფორმანსს, რომლის დადგმას ცდილობს რეინკარნირებული კომუნისტური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, რომელიც არის დეზორგანიზებული, დეზორიენტირებული... ეს ყველაფერი იყო პოლიტიკური კამპანიის ნაწილი“, – განაცხადა ბრეგაძემ.
თავის მხრივ, იუსტიციის სამინისტროში არაერთხელ განაცხადეს, რომ სააკაშვილი თავად აყენებს ზიანს საკუთარ ჯანმრთელობას, რადგანაც უარს აცხადებს მედიკამენტების ნაწილის მიღებაზე.
ხუთშაბათს, დილით საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რუსთავის №12 პენიტენციური დაწესებულებიდან თბილისის სამედიცინო ცენტრ „ვივამედში“ ეტაპირება განხორციელდა მისი გამოკვლევისა და, თუ საჭირო იქნება, მკურნალობის მიზნით.
მიუხედავად ამისა, მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია ისევ მოითხოვს მისი შვილის უცხოეთში გადაყვანას სამკურნალოდ.
სახალხო დამცველთან არსებული ექსპერტთა ჯგუფის ექიმების თქმით, სააკაშვილს უარყოფითი კატაბოლური მდგომარეობა აქვს – ორგანიზმში რთულ ორგანულ ნივთიერებათა დისიმილაცია (დაშლა). ცილების უკმარისობის ფონზე ყოფილ პრეზიდენტს შეუმცირდა კუნთოვანი მასა, აწუხებს სისუსტე. ექიმების თქმით, ამის მიზეზი შეიძლება იყოს რეზისტენტული პოსტტრავმული აშლილობა – დეპრესია და ანორექსია.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სამშობლოში არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა და იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ქვეყანაში არალეგალურად ყოფნის პერიოდში იგი რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, ბათუმსა და ქუთაისში იმყოფებოდა.
საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე“ უწოდეს.
სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.