ვოლსკი: სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულების მონაწილეა

© photo: Sputnik / Stringerგია ვოლსკი
გია ვოლსკი - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2022
გამოწერა
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ სააკაშვილის ახლობლებს მოუწოდა, მოსთხოვონ პატიმარს, რომ საკუთარ ჯანმრთელობას ზიანი არ მიაყენოს.
თბილისი, 13 მაისი – Sputnik. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც განზრახ აყენებს ზიანს საკუთარ ჯანმრთელობას, მონაწილეობს ქვეყნის წინააღმდეგ შეთქმულებაში, განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.
მსჯავრდებული სააკაშვილი ქალაქ რუსთავის №12 საპყრობილიდან თბილისის სამედიცინო ცენტრ „ვივამედში“ 12 მაისს, დილით გადაიყვანეს. სამედიცინო ცენტრი ემსახურება სასჯელაღსრულების დაწესებულებას, პატიმრებს იქ უტარებენ გამოკვლევებს და, საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობენ.

„მისი ახლობლები, რასაკვირველია, უნდა მოითხოვდნენ ექიმებისგან და პირადად სააკაშვილისგან, რომ მან ჯანმრთელობა არ დაიზიანოს ვიღაცის პოლიტიკური მიზნების სასარგებლოდ. აქედან გამომდინარე, შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ არის სახეზე და სააკაშვილი თავისი პოზიციით ამაში მონაწილეობს“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

სააკაშვილის დედა გიული ალასანია მკურნალობის მიზნით შვილის საზღვარგარეთ გადაყვანას კვლავ ითხოვს. მისი თქმით, სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა „ვივამედში“ მკურნალობის უკეთესი პირობებია, ვიდრე ეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში იყო.
თავის მხრივ, იუსტიციის სამინისტრომ არაერთხელ განაცხადა, რომ სააკაშვილი თავად აყენებს ზიანს საკუთარ ჯანმრთელობას, რადგანაც უარს აცხადებს მედიკამენტების ნაწილის მიღებაზე.
სახალხო დამცველთან არსებული ექსპერტთა ჯგუფის ექიმების თქმით, სააკაშვილი ამჟამად კატაბოლურ მდგომარეობაშია. ცილოვანი შიმშილის ფონზე ექს-პრეზიდენტს კუნთოვანი მასა დაუქვეითდა და დასუსტდა. მიზეზი, ექიმების აზრით, შესაძლოა იყოს რეზისტენტული პოსტტრავმული აშლილობა – დეპრესია და ანორექსია.
სააკაშვილის მხარდამჭერთა აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2022
რატომ არ გზავნიან სააკაშვილს საზღვარგარეთ სამკურნალოდ - რატი ბრეგაძის პასუხი
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, უკრაინიდან სამშობლოში 2021 წლის 29 სექტემბერს არალეგალურად დაბრუნდა. დაკავებამდე იგი რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, ბათუმსა და ქუთაისში იმყოფებოდა.
საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე“ უწოდეს.
სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.
ყველა ახალი ამბავი
0