https://sputnik-georgia.com/20220513/bregazis-pasuxi-ratom-ar-agzavnian-saakasvils-sazrvargaret-samkurnalod-266619875.html
რატომ არ გზავნიან სააკაშვილს საზღვარგარეთ სამკურნალოდ - რატი ბრეგაძის პასუხი
რატომ არ გზავნიან სააკაშვილს საზღვარგარეთ სამკურნალოდ - რატი ბრეგაძის პასუხი
Sputnik საქართველო
იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ციხეში ვერავინ ვერც შევა და ვერც გამოვა. 13.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-13T13:29+0400
2022-05-13T13:29+0400
2022-05-13T21:11+0400
მიხეილ სააკაშვილი
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/15/264636968_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_f08d6294ee76b18c89f1d86427149e81.jpg
თბილისი, 13 მაისი – Sputnik. ქართული კანონმდებლობით, პატიმარმა სასჯელი საქართველოს ტერიტორიაზე უნდა მოიხადოს, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნის თაობაზე გაკეთებული კომენტარისას.ექს-პრეზიდენტი ხუთშაბათს რუსთავის მე-12 ციხიდან თბილისის სამედიცინო ცენტრ „ვივამედში“ გადაიყვანეს, რომელიც პენიტენციურ სისტემას ემსახურება. კლინიკაში მას გამოიკვლევენ და, საჭიროების შემთხვევაში, უმკურნალებენ.ჟურნალისტის კითხვაზე, რომ სააკაშვილს არ შეუძლია ციხეში მკურნალობა, რადგან მას აღიზიანებს გისოსები და ციხის ბადრაგი, ბრეგაძემ უპასუხა, რომ ზოგადად პატიმრობა სტრესს უკავშირდება.„არის ბევრი პატიმარი, რომელთაც თავიდან აქვთ ადაპტაციის გარკვეული პრობლემები, თუმცა შემდგომში ხდება ამასთან შეგუება და ამ საკითხზე მუშაობენ ფსიქოლოგები“, – აღნიშნა ბრეგაძემ.მინისტრმა განაცხადა, რომ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე არავის შეუძლია ციხეში შესვლა და გამოსვლა.გიული ალასანია: მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა „ვივამედში“ არ არის საკმარისი>>ადვოკატები, ოჯახის წევრები და თავად სააკაშვილი დიდი ხანია ამტკიცებდნენ, რომ მას პენიტენციურ დაწესებულებაში სათანადოდ არ მკურნალობენ და ის სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა, ამიტომ ექს-პრეზიდენტს საზღვარგარეთ მკურნალობა სჭირდება.იუსტიციის სამინისტრომ, თავის მხრივ, არაერთხელ განაცხადა, რომ სააკაშვილი თავად ამძიმებს თავის მდგომარეობას, რადგან უარს ამბობს დანიშნული წამლების ნაწილის მიღებაზე.სახალხო დამცველთან არსებული ექსპერტთა ჯგუფის ექიმების თქმით, სააკაშვილს უარყოფითი კატაბოლური მდგომარეობა აქვს – ორგანიზმში რთულ ორგანულ ნივთიერებათა დისიმილაცია (დაშლა). ცილების უკმარისობის ფონზე ყოფილ პრეზიდენტს შეუმცირდა კუნთოვანი მასა, აწუხებს სისუსტე. ექიმების თქმით, ამის მიზეზი შეიძლება იყოს რეზისტენტული პოსტტრავმული აშლილობა – დეპრესია და ანორექსია.მიქანაძე: სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა დაცული იყოს>>სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სამშობლოში არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა და იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ქვეყანაში არალეგალურად ყოფნის პერიოდში იგი რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, ბათუმსა და ქუთაისში იმყოფებოდა.საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე“ უწოდეს.ამჟამად ის სასჯელს იხდის სისხლის სამართლის ორ საქმეზე – დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულების შეწყალების საქმეებზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/15/264636968_0:0:1136:852_1920x0_80_0_0_c48ca92e9ca6c1dd495daada803eabf6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მიხეილ სააკაშვილი , ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
მიხეილ სააკაშვილი , ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
რატომ არ გზავნიან სააკაშვილს საზღვარგარეთ სამკურნალოდ - რატი ბრეგაძის პასუხი
13:29 13.05.2022 (განახლებულია: 21:11 13.05.2022) იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ციხეში ვერავინ ვერც შევა და ვერც გამოვა.
თბილისი, 13 მაისი – Sputnik. ქართული კანონმდებლობით, პატიმარმა სასჯელი საქართველოს ტერიტორიაზე უნდა მოიხადოს, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნის თაობაზე გაკეთებული კომენტარისას.
ექს-პრეზიდენტი ხუთშაბათს რუსთავის მე-12 ციხიდან თბილისის სამედიცინო ცენტრ „ვივამედში“ გადაიყვანეს, რომელიც პენიტენციურ სისტემას ემსახურება. კლინიკაში მას გამოიკვლევენ და, საჭიროების შემთხვევაში, უმკურნალებენ.
„არც ამის პრეცედენტი არსებობს და არც კანონმდებლობა იძლევა მსჯავრდებული პატიმრის საზღვარგარეთ გაყვანის შესაძლებლობას. კიდევ ერთხელ ვამბობ, ვიმოქმედებთ ყოველთვის მკაცრად კანონმდებლობის ზედმიწევნით დაცვით და, ბუნებრივია, ექიმების რეკომენდაციის შესაბამისად“, – განაცხადა ბრეგაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
ჟურნალისტის კითხვაზე, რომ სააკაშვილს არ შეუძლია ციხეში მკურნალობა, რადგან მას აღიზიანებს გისოსები და ციხის ბადრაგი, ბრეგაძემ უპასუხა, რომ ზოგადად პატიმრობა სტრესს უკავშირდება.
„არის ბევრი პატიმარი, რომელთაც თავიდან აქვთ ადაპტაციის გარკვეული პრობლემები, თუმცა შემდგომში ხდება ამასთან შეგუება და ამ საკითხზე მუშაობენ ფსიქოლოგები“, – აღნიშნა ბრეგაძემ.
მინისტრმა განაცხადა, რომ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე არავის შეუძლია ციხეში შესვლა და გამოსვლა.
ადვოკატები, ოჯახის წევრები და თავად სააკაშვილი დიდი ხანია ამტკიცებდნენ, რომ მას პენიტენციურ დაწესებულებაში სათანადოდ არ მკურნალობენ და ის სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა, ამიტომ ექს-პრეზიდენტს საზღვარგარეთ მკურნალობა სჭირდება.
იუსტიციის სამინისტრომ, თავის მხრივ, არაერთხელ განაცხადა, რომ სააკაშვილი თავად ამძიმებს თავის მდგომარეობას, რადგან უარს ამბობს დანიშნული წამლების ნაწილის მიღებაზე.
სახალხო დამცველთან არსებული ექსპერტთა ჯგუფის ექიმების თქმით, სააკაშვილს უარყოფითი კატაბოლური მდგომარეობა აქვს – ორგანიზმში რთულ ორგანულ ნივთიერებათა დისიმილაცია (დაშლა). ცილების უკმარისობის ფონზე ყოფილ პრეზიდენტს შეუმცირდა კუნთოვანი მასა, აწუხებს სისუსტე. ექიმების თქმით, ამის მიზეზი შეიძლება იყოს რეზისტენტული პოსტტრავმული აშლილობა – დეპრესია და ანორექსია.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სამშობლოში არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა და იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ქვეყანაში არალეგალურად ყოფნის პერიოდში იგი რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, ბათუმსა და ქუთაისში იმყოფებოდა.
საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე“ უწოდეს.
ამჟამად ის სასჯელს იხდის სისხლის სამართლის ორ საქმეზე – დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულების შეწყალების საქმეებზე.