https://sputnik-georgia.com/20220510/saqartvelom-evrokavsirs-kitxvaris-meore-nawili-gadasca-266557760.html
საქართველომ ევროკავშირს შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი გადასცა
საქართველომ ევროკავშირს შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი გადასცა
Sputnik საქართველო
კითხვარის მეორე ნაწილი შედგება 2,3 ათასი კითხვისგან და 33 თავისგან ტექნიკური, სექტორული და დარგობრივი მიმართულებებით. 10.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-10T16:12+0400
2022-05-10T16:12+0400
2022-05-10T21:50+0400
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ახალი ამბები
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს მთავრობა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23940/89/239408939_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_ccd5ca581e2fc3aa04dd45d29e84fc89.jpg
თბილისი, 10 მაისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად თვითშეფასების კითხვარის მეორე ნაწილი გადასცა, რომელიც ქართულმა მხარემ უკვე შეავსო.საქართველომ კითხვარი 11 აპრილს მიიღო და იგი ერთი თვის განმავლობაში უნდა შეევსო. კითხვარის შევსებული პირველ ნაწილი კარლ ჰარცელს 2 მაისს გადაეცა.კითხვარის გადაცემის ცერემონია მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო მოუთმენლად ელის ევროკავშირის სახელმწიფოების გადაწყვეტილებას.როგორც პრემიერმა განაცხადა, საქართველოს ევროპული არჩევანი არის უალტერნატივო გადაწყვეტილება და ეს არა მხოლოდ მთავრობის, არამედ ქართველი ხალხის არჩევანია.შევსებული კითხვარის გადაცემის შემდეგ ევროკომისია დაიწყებს საკუთარი შეფასების მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა, ხოლო საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.კითხვარის მეორე ნაწილი შედგება 2,3 ათასი კითხვისგან და 33 თავისგან ტექნიკური, სექტორული და დარგობრივი მიმართულებებით. კითხვარის პირველი ნაწილი 369 კითხვას მოიცავდა.ევროკავშირში წევრობაზე განაცხადი მანამდე უკრაინამ შეიტანა. ევროპარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა რეზოლუციას უკრაინისთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ.საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ, ხელი 2014 წელს მოაწერა. 2017 წლის მარტიდან საქართველოს მოქალაქეებმა შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მოკლევადიანი ვიზიტების (180 დღის მანძილზე ჯამში 90 დღით) უფლება მოიპოვეს.
https://sputnik-georgia.com/20220502/saqartvelo-kitxvars-evrokavsiris-wevrobaze-vadaze-adre-seavsebs-raribasvili-266364827.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23940/89/239408939_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_fd4b4089d705d4866b5ac06ec95c719c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს მთავრობა , საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს მთავრობა , საქართველო
საქართველომ ევროკავშირს შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი გადასცა
16:12 10.05.2022 (განახლებულია: 21:50 10.05.2022) კითხვარის მეორე ნაწილი შედგება 2,3 ათასი კითხვისგან და 33 თავისგან ტექნიკური, სექტორული და დარგობრივი მიმართულებებით.
თბილისი, 10 მაისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად თვითშეფასების კითხვარის მეორე ნაწილი გადასცა, რომელიც ქართულმა მხარემ უკვე შეავსო.
საქართველომ კითხვარი 11 აპრილს მიიღო და იგი ერთი თვის განმავლობაში უნდა შეევსო. კითხვარის შევსებული პირველ ნაწილი კარლ ჰარცელს 2 მაისს გადაეცა.
კითხვარის გადაცემის ცერემონია მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო მოუთმენლად ელის ევროკავშირის სახელმწიფოების გადაწყვეტილებას.
„სიამოვნებით წარმოგიდგენთ კითხვარის პასუხებს. საქმე დავასრულეთ, ჯამში 7 წიგნი გამოვიდა და სიამოვნებით გადმოგცემთ მათ", – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
როგორც პრემიერმა განაცხადა, საქართველოს ევროპული არჩევანი არის უალტერნატივო გადაწყვეტილება და ეს არა მხოლოდ მთავრობის, არამედ ქართველი ხალხის არჩევანია.
შევსებული კითხვარის გადაცემის შემდეგ ევროკომისია დაიწყებს საკუთარი შეფასების მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა, ხოლო საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.
კითხვარის მეორე ნაწილი შედგება 2,3 ათასი კითხვისგან და 33 თავისგან ტექნიკური, სექტორული და დარგობრივი მიმართულებებით. კითხვარის პირველი ნაწილი 369 კითხვას მოიცავდა.
ევროკავშირში წევრობაზე განაცხადი მანამდე უკრაინამ შეიტანა. ევროპარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა რეზოლუციას უკრაინისთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ.
საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ, ხელი 2014 წელს მოაწერა. 2017 წლის მარტიდან საქართველოს მოქალაქეებმა შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მოკლევადიანი ვიზიტების (180 დღის მანძილზე ჯამში 90 დღით) უფლება მოიპოვეს.