https://sputnik-georgia.com/20220502/saqartvelo-kitxvars-evrokavsiris-wevrobaze-vadaze-adre-seavsebs-raribasvili-266364827.html
საქართველო კითხვარს ევროკავშირის წევრობაზე ვადაზე ადრე შეავსებს - პრემიერი
საქართველო კითხვარს ევროკავშირის წევრობაზე ვადაზე ადრე შეავსებს - პრემიერი
Sputnik საქართველო
საქართველოს ხელისუფლებას ტექნიკურ, სექტორალურ და დარგობრივ მიმართულებებზე 2,3 ათას კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა. 02.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-02T15:38+0400
2022-05-02T15:38+0400
2022-05-02T20:38+0400
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0b/251141571_0:161:3069:1887_1920x0_80_0_0_4f0fe7b9b02e0fbc7b36823a032d4618.jpg
თბილისი, 2 მაისი – Sputnik. საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად თვითშეფასების კითხვარის მეორე ნაწილზე მუშაობას 13 მაისამდე დაასრულებს, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე.საქართველომ კითხვარი 11 აპრილს მიიღო. კითხვარის შესავსებად საქართველოს ერთი თვე აქვს. პრემიერის განცხადებით, კითხვარის პირველ ნაწილზე მუშაობა უკვე დასრულებულია, ხოლო შევსებულ დოკუმენტს ღარიბაშვილი პირადად გადასცემს ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს.მთავრობის მეთაურის თქმით, კითხვარის მეორე ნაწილი შედგება 2,3 ათასი კითხვისგან და 33 თავისგან ტექნიკური, სექტორული და დარგობრივი მიმართულებებით.„ამ მეორე ნაწილს ჩვენ 13 მაისამდე, უფრო ადრეც გადავცემთ ევროკავშირს“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.უფრო ადრე პრემიერმა კითხვარის ორივე ნაწილის გამოქვეყნების გადაწყვეტილება მიიღო.შევსებული კითხვარის გადაცემის შემდეგ ევროკომისია დაიწყებს საკუთარი შეფასების მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.საქართველომ ევროკავშირის კითხვარის პირველი ნაწილის შევსება დაასრულა>>ევროკავშირში წევრობაზე განაცხადი მანამდე უკრაინამ შეიტანა. ევროპარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა რეზოლუციას უკრაინისთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ.საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ, ხელი 2014 წელს მოაწერა. 2017 წლის მარტიდან საქართველოს მოქალაქეებმა შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მოკლევადიანი ვიზიტების (180 დღის მანძილზე ჯამში 90 დღით) უფლება მოიპოვეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0b/251141571_168:0:2899:2048_1920x0_80_0_0_626ddde3d04db3458ebf9a71184ad520.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები, საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები, საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
საქართველო კითხვარს ევროკავშირის წევრობაზე ვადაზე ადრე შეავსებს - პრემიერი
15:38 02.05.2022 (განახლებულია: 20:38 02.05.2022) საქართველოს ხელისუფლებას ტექნიკურ, სექტორალურ და დარგობრივ მიმართულებებზე 2,3 ათას კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა.
თბილისი, 2 მაისი – Sputnik. საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად თვითშეფასების კითხვარის მეორე ნაწილზე მუშაობას 13 მაისამდე დაასრულებს, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე.
საქართველომ კითხვარი 11 აპრილს მიიღო. კითხვარის შესავსებად საქართველოს ერთი თვე აქვს. პრემიერის განცხადებით, კითხვარის პირველ ნაწილზე მუშაობა უკვე დასრულებულია, ხოლო შევსებულ დოკუმენტს ღარიბაშვილი პირადად გადასცემს ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს.
„მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული. ეს ძალიან შრომატევადი საქმე იყო და ჩვენ ეს წარმატებულად დავასრულეთ. ახლა მიმდინარეობს მუშაობა მეორე ნაწილზე, რომელიც კიდევ უფრო ვრცელი დოკუმენტია“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, კითხვარის მეორე ნაწილი შედგება 2,3 ათასი კითხვისგან და 33 თავისგან ტექნიკური, სექტორული და დარგობრივი მიმართულებებით.
„ამ მეორე ნაწილს ჩვენ 13 მაისამდე, უფრო ადრეც გადავცემთ ევროკავშირს“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
უფრო ადრე პრემიერმა კითხვარის ორივე ნაწილის გამოქვეყნების გადაწყვეტილება მიიღო.
შევსებული კითხვარის გადაცემის შემდეგ ევროკომისია დაიწყებს საკუთარი შეფასების მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.
ევროკავშირში წევრობაზე განაცხადი მანამდე უკრაინამ შეიტანა. ევროპარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა რეზოლუციას უკრაინისთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ.
საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ, ხელი 2014 წელს მოაწერა. 2017 წლის მარტიდან საქართველოს მოქალაქეებმა შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მოკლევადიანი ვიზიტების (180 დღის მანძილზე ჯამში 90 დღით) უფლება მოიპოვეს.