https://sputnik-georgia.com/20220429/saqartvelom-evrokavsiris-kitvaris-pirveli-nawilis-sevseba-daasrula-266315428.html
საქართველომ ევროკავშირის კითხვარის პირველი ნაწილის შევსება დაასრულა
საქართველომ ევროკავშირის კითხვარის პირველი ნაწილის შევსება დაასრულა
Sputnik საქართველო
საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღება 2022 წლის ივნისში დაგეგმილ ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე იგეგმება.
2022-04-29T15:40+0400
2022-04-29T15:40+0400
2022-04-29T20:07+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23756/94/237569462_0:43:5273:3009_1920x0_80_0_0_734538b7e74547fc34999f72c285d95c.jpg
თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. საქართველომ ევროკომისიისგან მიღებული კითხვარის პირველ ნაწილზე მუშაობა დაასრულა. ის საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კარლ ჰარცელს ორშაბათს, 2 მაისს გადაეცემა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის 63-ე სხდომაზე.საქართველომ კითხვარი 11 აპრილს მიიღო. კითხვარის შესავსებად საქართველოს ერთი თვე აქვს. საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღება 2022 წლის ივნისში დაგეგმილ ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე იგეგმება.ევროკავშირმა კითხვარის მეორე ნაწილის მიწოდების თარიღად 13 მაისი განსაზღვრა, თუმცა საქართველოს მთავრობის სურვილია, ევროკავშირს კითხვარი მაქსიმალურად მოკლე ვადაში, დათქმულ ვადამდე მიაწოდოს.მთავრობის აპარატის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა დღევანდელ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ კითხვარის პირველი ნაწილის მსგავსად მეორე, სექტორული ნაწილიც გასაჯაროვდება.ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო უწყებებს მოუწოდა, განაგრძონ აქტიური მუშაობა კითხვარის მეორე ნაწილზეც, რათა ისიც, პირველი ნაწილის მსგავსად, ეფექტიანად და შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში შეივსოს.შევსებული კითხვარის გადაცემის შემდეგ ევროკომისია დაიწყებს საკუთარი შეფასების მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.ევროკავშირში წევრობაზე განაცხადი მანამდე უკრაინამ შეიტანა. ევროპარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა რეზოლუციას უკრაინისთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ.საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ, ხელი 2014 წელს მოაწერა. 2017 წლის მარტიდან საქართველოს მოქალაქეებმა შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მოკლევადიანი ვიზიტების (180 დღის მანძილზე ჯამში 90 დღით) უფლება მოიპოვეს.წყარო - მთავრობის აპარატის პრეს-სამსახური
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23756/94/237569462_900:0:5135:3176_1920x0_80_0_0_3c06929ea632684f7db74053fb7b60a3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო ევროკავშირი კითხვარი პირველი ნაწილი შევსება დასრულება
საქართველო ევროკავშირი კითხვარი პირველი ნაწილი შევსება დასრულება
საქართველომ ევროკავშირის კითხვარის პირველი ნაწილის შევსება დაასრულა
15:40 29.04.2022 (განახლებულია: 20:07 29.04.2022) საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღება 2022 წლის ივნისში დაგეგმილ ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე იგეგმება.
თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. საქართველომ ევროკომისიისგან მიღებული კითხვარის პირველ ნაწილზე მუშაობა დაასრულა. ის საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კარლ ჰარცელს ორშაბათს, 2 მაისს გადაეცემა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის 63-ე სხდომაზე.
საქართველომ კითხვარი 11 აპრილს მიიღო. კითხვარის შესავსებად საქართველოს ერთი თვე აქვს. საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღება 2022 წლის ივნისში დაგეგმილ ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე იგეგმება.
როგორც მთავრობის აპარატის პრეს-სამსახური იუწყება, პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა კითხვარის მეორე, სექტორული ნაწილის შევსებაზე, რომელიც აერთიანებს 33 თავს და მოიცავს 2300-მდე კითხვას ყველა სექტორული მიმართულებით.
ევროკავშირმა კითხვარის მეორე ნაწილის მიწოდების თარიღად 13 მაისი განსაზღვრა, თუმცა საქართველოს მთავრობის სურვილია, ევროკავშირს კითხვარი მაქსიმალურად მოკლე ვადაში, დათქმულ ვადამდე მიაწოდოს.
მთავრობის აპარატის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა დღევანდელ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ კითხვარის პირველი ნაწილის მსგავსად მეორე, სექტორული ნაწილიც გასაჯაროვდება.
ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო უწყებებს მოუწოდა, განაგრძონ აქტიური მუშაობა კითხვარის მეორე ნაწილზეც, რათა ისიც, პირველი ნაწილის მსგავსად, ეფექტიანად და შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში შეივსოს.
შევსებული კითხვარის გადაცემის შემდეგ ევროკომისია დაიწყებს საკუთარი შეფასების მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.
ევროკავშირში წევრობაზე განაცხადი მანამდე უკრაინამ შეიტანა. ევროპარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა რეზოლუციას უკრაინისთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ.
ამის შემდეგ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ევროკავშირს მოუწოდა, „საგანგებო წესით“ განიხილოს საქართველოს განაცხადი და ქვეყნისთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს.
საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ, ხელი 2014 წელს მოაწერა. 2017 წლის მარტიდან საქართველოს მოქალაქეებმა შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მოკლევადიანი ვიზიტების (180 დღის მანძილზე ჯამში 90 დღით) უფლება მოიპოვეს.