https://sputnik-georgia.com/20220504/ocnebis-warmomadgenlebma-sesazloa-saakasvili-cixesi-moinaxulon-266427772.html
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა შესაძლოა სააკაშვილი ციხეში მოინახულონ
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა შესაძლოა სააკაშვილი ციხეში მოინახულონ
Sputnik საქართველო
მუშაობა ამ საკითხზე უკვე დაწყებულია, თუმცა ჯერ უცნობია, ვინ შევა ვიზიტორების ჯგუფში. 04.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-04T19:34+0400
2022-05-04T19:34+0400
2022-05-04T22:21+0400
მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/15/264636551_0:0:1281:721_1920x0_80_0_0_cfd1a59e96b42983eaad9a842b47833d.jpg
თბილისი, 4 მაისი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლებმა შეიძლება ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში მოინახულონ, განაცხადა დეპუტატმა უმრავლესობიდან სოზარ სუბარმა.ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ შეირყა, რომელიც მან დაკავებისთანავე გამოაცხადა. თავად სააკაშვილი, მისი ნათესავები, ადვოკატები და მის მიერ შექმნილი პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ მას პოლიტიკურ პატიმარს უწოდებენ.როგორც სუბარმა აღნიშნა, ამ საკითხზე მუშაობა უკვე დაიწყეს, თუმცა ჯერ უცნობია, ვინ წავა სააკაშვილის მოსანახულებლად და როდის შედგება ვიზიტი ციხეში.უფრო ადრე დეპუტატებმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე იმ ექიმების მოსმენა მოითხოვეს, რომლებმაც ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის შესახებ დასკვნა მოამზადეს.გარდა ამისა, მათ თხოვნით მიმართეს ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელს დიმიტრი ხუნდაძეს, ვიცე-სპიკერს, ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს დავით სერგეენკოს, პირადად მოინახულონ სააკაშვილი და ადგილზე გაეცნონ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას.„საფუძველი არ არსებობს“ - შალვა პაპუაშვილი სააკაშვილის საკითხზე კომისიის შექმნის შესახებ>>მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა არაერთხელ დაადანაშაულეს სააკაშვილი მანიპულაციებში. ისინი აცხადებენ, რომ ყოფილი პრეზიდენტი თავად აყენებს ზიანს საკუთარ ჯანმრთელობას, როდესაც უარს ამბობს სამედიცინო მომსახურებასა და მედიკამენტების მიღებაზე.სუბარმა, თავის მხრივ, იმედი გამოთქვა, რომ სააკაშვილის მხრიდან არ იქნება სუიციდალური ქცევა.„ჯერ კიდევ 2013 წელს, როცა მე ვიყავი სასჯელაღსრულების მინისტრი, ჩვენ დავიწყეთ სუიციდის პროგრამის მართვა ციხეებში. საქართველოში სუიციდის პროგრამა მუშაობს ყველაზე კარგად, იმედი მაქვს, ეს არ დასჭირდება სააკაშვილს, მაგრამ თუ დასჭირდება, ჩართული იქნება ამ პროგრამაში“, – განაცხადა სუბარმა.ადვოკატები, ოჯახის წევრები და თავად სააკაშვილი კატეგორიულად აცხადებენ, რომ მას სათანადოდ არ მკურნალობენ და რომ ის სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა, ამიტომ ექს-პრეზიდენტს ესაჭიროება მკურნალობა საზღვარგარეთ.ულტიმატუმის ვადა, რომელიც სააკაშვილის ოჯახის წევრებმა წამოაყენეს, 2 მაისს ამოიწურა. ახლა ოჯახი საპროტესტო აქციების, მათ შორის, მასშტაბური მანიფესტაციის გამართვას აპირებს.
https://sputnik-georgia.com/20220503/papuashvili-saakashvili-janmrtelobas-tavad-akenebs-zians-266397474.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/15/264636551_47:0:1186:854_1920x0_80_0_0_c9f04ce18910df9866d2494a438b5545.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მიხეილ სააკაშვილი , საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
მიხეილ სააკაშვილი , საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა შესაძლოა სააკაშვილი ციხეში მოინახულონ
19:34 04.05.2022 (განახლებულია: 22:21 04.05.2022) მუშაობა ამ საკითხზე უკვე დაწყებულია, თუმცა ჯერ უცნობია, ვინ შევა ვიზიტორების ჯგუფში.
თბილისი, 4 მაისი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლებმა შეიძლება ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში მოინახულონ, განაცხადა დეპუტატმა უმრავლესობიდან სოზარ სუბარმა.
ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ შეირყა, რომელიც მან დაკავებისთანავე გამოაცხადა. თავად სააკაშვილი, მისი ნათესავები, ადვოკატები და მის მიერ შექმნილი პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ მას პოლიტიკურ პატიმარს უწოდებენ.
„მოინახულებენ... საქართველოს ხელისუფლება სრულად არის პასუხისმგებელი თითოეული პატიმრის ჯანმრთელობაზე და მიხეილ სააკაშვილი აქ გამონაკლისი არ არის“, – განუცხადა სუბარმა ჟურნალისტებს.
როგორც სუბარმა აღნიშნა, ამ საკითხზე მუშაობა უკვე დაიწყეს, თუმცა ჯერ უცნობია, ვინ წავა სააკაშვილის მოსანახულებლად და როდის შედგება ვიზიტი ციხეში.
უფრო ადრე დეპუტატებმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე იმ ექიმების მოსმენა მოითხოვეს, რომლებმაც ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის შესახებ დასკვნა მოამზადეს.
გარდა ამისა, მათ თხოვნით მიმართეს ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელს დიმიტრი ხუნდაძეს, ვიცე-სპიკერს, ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს დავით სერგეენკოს, პირადად მოინახულონ სააკაშვილი და ადგილზე გაეცნონ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას.
მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა არაერთხელ დაადანაშაულეს სააკაშვილი მანიპულაციებში. ისინი აცხადებენ, რომ ყოფილი პრეზიდენტი თავად აყენებს ზიანს საკუთარ ჯანმრთელობას, როდესაც უარს ამბობს სამედიცინო მომსახურებასა და მედიკამენტების მიღებაზე.
სუბარმა, თავის მხრივ, იმედი გამოთქვა, რომ სააკაშვილის მხრიდან არ იქნება სუიციდალური ქცევა.
„ჯერ კიდევ 2013 წელს, როცა მე ვიყავი სასჯელაღსრულების მინისტრი, ჩვენ დავიწყეთ სუიციდის პროგრამის მართვა ციხეებში. საქართველოში სუიციდის პროგრამა მუშაობს ყველაზე კარგად, იმედი მაქვს, ეს არ დასჭირდება სააკაშვილს, მაგრამ თუ დასჭირდება, ჩართული იქნება ამ პროგრამაში“, – განაცხადა სუბარმა.
ადვოკატები, ოჯახის წევრები და თავად სააკაშვილი კატეგორიულად აცხადებენ, რომ მას სათანადოდ არ მკურნალობენ და რომ ის სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა, ამიტომ ექს-პრეზიდენტს ესაჭიროება მკურნალობა საზღვარგარეთ.
ულტიმატუმის ვადა, რომელიც სააკაშვილის ოჯახის წევრებმა წამოაყენეს, 2 მაისს ამოიწურა. ახლა ოჯახი საპროტესტო აქციების, მათ შორის, მასშტაბური მანიფესტაციის გამართვას აპირებს.