https://sputnik-georgia.com/20220503/papuashvili-saakashvili-janmrtelobas-tavad-akenebs-zians-266397474.html
პარლამენტის თავმჯდომარე: სააკაშვილი საკუთარ ჯანმრთელობას თავად აყენებს ზიანს
პარლამენტის თავმჯდომარე: სააკაშვილი საკუთარ ჯანმრთელობას თავად აყენებს ზიანს
Sputnik საქართველო
ადვოკატები, ოჯახის წევრები და თავად სააკაშვილი ამტკიცებენ, რომ მას სათანადოდ არ მკურნალობენ და რომ ის სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა, ამიტომ საჭიროა მისი... 03.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-03T17:50+0400
2022-05-03T17:50+0400
2022-05-03T20:48+0400
საქართველო
მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/18/265457749_0:142:1600:1042_1920x0_80_0_0_9fa82aa5da9543be2414b58670b242f9.jpg
თბილისი, 3 მაისი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გარკვეულ სამედიცინო მომსახურებებზე უარის თქმით საკუთარ ჯანმრთელობას ზიანს აყენებს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.მსჯავრდებული სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გაუარესდა, რომელიც მან დაკავებისთანავე გამოაცხადა. სააკაშვილის ახლობლები, ადვოკატები და მის მიერ შექმნილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მას პოლიტპატიმარს უწოდებენ.მისი თქმით, ნაცვლად იმისა, რომ ექს-პრეზიდენტი ამგვარ ქმედებებთან მიმართებით წაახალისონ, სააკაშვილის მომხრეები უნდა ცდილობდნენ მის დათანხმებას, რომ შესაბამისი სამედიცინო მომსახურება მიიღოს. „არის სერვისები, რომელზეც სააკაშვილი თავად ამბობს უარს. ესაა მედიკამენტები, რომელთა მიღებაზეც იგი უარს ამბობს... თუ სააკაშვილს სამედიცინო მომსახურება სჭირდება, მან მასზე უარი არ უნდა თქვას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ტერმინი „გადაყვანა“ უკვე მანიპულაციის საგანი გახდა.რაც შეეხება დაგეგმილ აქციებს, პაპუაშვილის თქმით, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვა. „ამის უფლება ყველას აქვს. სხვა საკითხია კანონის უზენაესობა, ის, რომ სასჯელი უნდა იყოს მოხდილი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.ადვოკატები, ოჯახის წევრები და თავად სააკაშვილი ამტკიცებენ, რომ მას სათანადოდ არ მკურნალობენ და რომ ის სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა, ამიტომ საჭიროა მისი საზღვარგარეთ მკურნალობა.2 მაისის საღამოს ამოიწურა ულტიმატუმის ვადა, რომელიც ექს-პრეზიდენტის ოჯახის წევრებმა ხელისუფლებას წაუყენეს. სააკაშვილის ოჯახი საპროტესტო აქციებს, მათ შორის, მასშტაბურ მანიფესტაციას აანონსებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/18/265457749_100:150:1321:1066_1920x0_80_0_0_30fdd3789670aea8a810b07e6b576149.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ახალი ამბები, საზოგადოება
პარლამენტის თავმჯდომარე: სააკაშვილი საკუთარ ჯანმრთელობას თავად აყენებს ზიანს
17:50 03.05.2022 (განახლებულია: 20:48 03.05.2022) ადვოკატები, ოჯახის წევრები და თავად სააკაშვილი ამტკიცებენ, რომ მას სათანადოდ არ მკურნალობენ და რომ ის სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა, ამიტომ საჭიროა მისი საზღვარგარეთ მკურნალობა.
თბილისი, 3 მაისი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გარკვეულ სამედიცინო მომსახურებებზე უარის თქმით საკუთარ ჯანმრთელობას ზიანს აყენებს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
მსჯავრდებული სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გაუარესდა, რომელიც მან დაკავებისთანავე გამოაცხადა. სააკაშვილის ახლობლები, ადვოკატები და მის მიერ შექმნილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მას პოლიტპატიმარს უწოდებენ.
„სააკაშვილი გარკვეული სამედიცინო მომსახურების მიღებაზე უარს აცხადებს, ასე რომ, ამ შემთხვევაში ადამიანი საკუთარ ჯანმრთელობას თავად ვნებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, ნაცვლად იმისა, რომ ექს-პრეზიდენტი ამგვარ ქმედებებთან მიმართებით წაახალისონ, სააკაშვილის მომხრეები უნდა ცდილობდნენ მის დათანხმებას, რომ შესაბამისი სამედიცინო მომსახურება მიიღოს.
„არის სერვისები, რომელზეც სააკაშვილი თავად ამბობს უარს. ესაა მედიკამენტები, რომელთა მიღებაზეც იგი უარს ამბობს... თუ სააკაშვილს სამედიცინო მომსახურება სჭირდება, მან მასზე უარი არ უნდა თქვას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ტერმინი „გადაყვანა“ უკვე მანიპულაციის საგანი გახდა.
„მანიპულაცია მდგომარეობს იმაში, რომ ე.წ. გადაყვანა ნებისმიერ შემთხვევაში რატომღაც აიხსნება ქვეყნიდან გასვლით და სასჯელისგან თავის არიდებით. ეს ჩვენ კიდევ ერთხელ გვაფიქრებს, რომ საქმე გვაქვს იმასთან, რომ მიხეილ სააკაშვილმა შეძლოს სასჯელისგან თავის დაღწევა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება დაგეგმილ აქციებს, პაპუაშვილის თქმით, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვა. „ამის უფლება ყველას აქვს. სხვა საკითხია კანონის უზენაესობა, ის, რომ სასჯელი უნდა იყოს მოხდილი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ადვოკატები, ოჯახის წევრები და თავად სააკაშვილი ამტკიცებენ, რომ მას სათანადოდ არ მკურნალობენ და რომ ის სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა, ამიტომ საჭიროა მისი საზღვარგარეთ მკურნალობა.
2 მაისის საღამოს ამოიწურა ულტიმატუმის ვადა, რომელიც ექს-პრეზიდენტის ოჯახის წევრებმა ხელისუფლებას წაუყენეს. სააკაშვილის ოჯახი საპროტესტო აქციებს, მათ შორის, მასშტაბურ მანიფესტაციას აანონსებს.