https://sputnik-georgia.com/20220503/safuzveli-ar-arsebobs-salva-papuasvili-saakasvilis-sakitxze-komisiis-seqmnaze-266401135.html
„საფუძველი არ არსებობს“ - შალვა პაპუაშვილი სააკაშვილის საკითხზე კომისიის შექმნის შესახებ
„საფუძველი არ არსებობს“ - შალვა პაპუაშვილი სააკაშვილის საკითხზე კომისიის შექმნის შესახებ
Sputnik საქართველო
„ნაცმოძრაობას“ უკვე რამდენიმე თვეა არ გამოაქვს საკითხი პარლამენტში განსახილველად, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მათ მხარდამჭერები არ ჰყავთ, განაცხადა პაპუაშვილმა
2022-05-03T19:20+0400
2022-05-03T19:20+0400
2022-05-03T22:46+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
მიხეილ სააკაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/14/266113402_0:451:2840:2048_1920x0_80_0_0_c2aa3adff42cff20ff81ad9407847450.jpg
თბილისი, 3 მაისი – Sputnik. მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტების შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად არანაირი საფუძველი არ არსებობს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეა თავად სააკაშვილს ეკუთვნის, რომელიც თვლის, რომ რუსთავის №12 ციხიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში ეტაპირების დროს მისი უფლებები დაირღვა.ექს-პრეზიდენტის იდეის განსახორციელებლად ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოიკოტის შეწყვეტა და საგაზაფხულო სესიის დასაწყისში პარლამენტში დაბრუნებაც კი გადაწყვიტა.მისი თქმით, ის ფაქტი, რომ „ნაცმოძრაობას“ უკვე რამდენიმე თვეა საკითხი განსახილველად არ გამოაქვს, მიუთითებს იმაზე, რომ მათ მხარდამჭერები არ ჰყავთ.„აქედან გამომდინარე, საკითხი ჩაკარგული იყო დღის წესრიგში, ამიტომ მნიშვნელოვანია გადაწყვიტონ – ან უნდა ამოიღონ დღის წესრიგიდან, ან უნდა ჩამოყალიბდნენ რამენაირად ამ საკითხზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.მისი თქმით, საგამოძიებო კომისიის შექმნას სჭირდება 50 დეპუტატის მხარდაჭერა, ოპოზიციას კი საკანონმდებლო ორგანოში 60-ზე მეტი ხმა აქვს.„ისინი ვერ ითანხმებენ ოპოზიციას, რადგან თავადაც ხვდებიან, რომ არანაირი საფუძველი ასეთი კომისიის შექმნას არ აქვს“, – აღნიშნა მან.პაპუაშვილი დარწმუნებულია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ კომისიის შექმნის საჭიროების დასაბუთებასაც კი ვერ შეძლებს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლომ ეს საქმე განხილვიდან მოხსნა.პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად მინიმუმ 50 დეპუტატის თანხმობაა საჭირო, ხოლო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ერთიანი ოპოზიცია ძალა ერთობაშია“ მხოლოდ 30 მანდატს ფლობს.ცნობილია, რომ ოპოზიციური დეპუტატების ნაწილი მზადაა მხარი დაუჭიროს „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას. მათ შორის არიან პარტიების „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „ლელოს“ წარმომადგენლები.ოპოზიციური საპარლამენტო პარტია „გირჩის“ წარმომადგენლები კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავენ, თუმცა ისინი მზად არიან მხარი დაუჭირონ მის შექმნას გარკვეული პირობებით.კომისიის შექმნის წინააღმდეგი არიან მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლები, რომელსაც აქვს უმრავლესობა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში, ასევე ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ წევრები და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/14/266113402_121:503:2181:2048_1920x0_80_0_0_b39f674a2a6da9f889862f9016fb54f9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შალვა პაპუაშვილი მიხეილ სააკაშვილი კომისია შექმნა
შალვა პაპუაშვილი მიხეილ სააკაშვილი კომისია შექმნა
„საფუძველი არ არსებობს“ - შალვა პაპუაშვილი სააკაშვილის საკითხზე კომისიის შექმნის შესახებ
19:20 03.05.2022 (განახლებულია: 22:46 03.05.2022) „ნაციონალურ მოძრაობას“ უკვე რამდენიმე თვეა არ გამოაქვს საკითხი პარლამენტში განსახილველად, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მათ მხარდამჭერები არ ჰყავთ, განაცხადა პაპუაშვილმა.
თბილისი, 3 მაისი – Sputnik. მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტების შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად არანაირი საფუძველი არ არსებობს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეა თავად სააკაშვილს ეკუთვნის, რომელიც თვლის, რომ რუსთავის №12 ციხიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში ეტაპირების დროს მისი უფლებები დაირღვა.
ექს-პრეზიდენტის იდეის განსახორციელებლად ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოიკოტის შეწყვეტა და საგაზაფხულო სესიის დასაწყისში პარლამენტში დაბრუნებაც კი გადაწყვიტა.
„იანვრიდან არის ეს საკითხი დღის წესრიგში და არ გამოაქვს „ნაციონალურ მოძრაობას“. მათ ოპოზიციაში აქვთ საკმარისი რაოდენობა ხმების, თუ არის ეს სურვილი, უნდა დაარწმუნონ თავისი კოლეგები, რომ კომისია შექმნან“, – განუცხადა ჟურნალისტებს პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ის ფაქტი, რომ „ნაცმოძრაობას“ უკვე რამდენიმე თვეა საკითხი განსახილველად არ გამოაქვს, მიუთითებს იმაზე, რომ მათ მხარდამჭერები არ ჰყავთ.
„აქედან გამომდინარე, საკითხი ჩაკარგული იყო დღის წესრიგში, ამიტომ მნიშვნელოვანია გადაწყვიტონ – ან უნდა ამოიღონ დღის წესრიგიდან, ან უნდა ჩამოყალიბდნენ რამენაირად ამ საკითხზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, საგამოძიებო კომისიის შექმნას სჭირდება 50 დეპუტატის მხარდაჭერა, ოპოზიციას კი საკანონმდებლო ორგანოში 60-ზე მეტი ხმა აქვს.
„ისინი ვერ ითანხმებენ ოპოზიციას, რადგან თავადაც ხვდებიან, რომ არანაირი საფუძველი ასეთი კომისიის შექმნას არ აქვს“, – აღნიშნა მან.
პაპუაშვილი დარწმუნებულია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ კომისიის შექმნის საჭიროების დასაბუთებასაც კი ვერ შეძლებს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლომ ეს საქმე განხილვიდან მოხსნა.
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად მინიმუმ 50 დეპუტატის თანხმობაა საჭირო, ხოლო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ერთიანი ოპოზიცია ძალა ერთობაშია“ მხოლოდ 30 მანდატს ფლობს.
ცნობილია, რომ ოპოზიციური დეპუტატების ნაწილი მზადაა მხარი დაუჭიროს „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას. მათ შორის არიან პარტიების „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „ლელოს“ წარმომადგენლები.
ოპოზიციური საპარლამენტო პარტია „გირჩის“ წარმომადგენლები კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავენ, თუმცა ისინი მზად არიან მხარი დაუჭირონ მის შექმნას გარკვეული პირობებით.
კომისიის შექმნის წინააღმდეგი არიან მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლები, რომელსაც აქვს უმრავლესობა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში, ასევე ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ წევრები და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატები.