მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

თურქეთი გააგრძელებს შუამავლობას უკრაინის თემაზე - ერდოღანი

© photo: Sputnik / Mikhail Kliment'ev / გადასვლა მედიაბანკშიერდოღანი და პუტინი
ერდოღანი და პუტინი - Sputnik საქართველო, 1920, 28.04.2022
გამოწერა
სატელეფონო საუბრისას რუსეთის პრეზიდენტმა ერდოღანს მადლობა გადაუხადა იაროშენკოსა და ტრევორ რიდის გაცვლის გამო.
თბილისი, 28 აპრილი – Sputnik. ანკარა კვლავ აპირებს თავისი საშუამავლო ძალისხმევის გამოყენებას, რათა გადაილახოს კრიზისი მოსკოვსა და უკრაინას შორის, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრის დროს.
ერდოღანმა და პუტინმა მოლაპარაკებების დროს განიხილეს დაკავებულების გაცვლა, რომელიც გუშინ თურქეთში გაიმართა, ასევე უკრაინასთან დაკავშირებული მოვლენები.
ბოლო, მეოთხე შეხვედრა პირისპირ რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის სტამბულში 29 მარტს გაიმართა. შედეგების შესახებ ვლადიმირ მედინსკიმ (რუსული დელეგაციის ხელმძღვანელი) აღნიშნა, რომ ის კონსტრუქციულად ჩატარდა, რუსულმა მხარემ უკრაინულისგან რიგი წინადადებები მიიღო. თუმცა დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ კიევმა გადაუხვია სტამბულის მოლაპარაკების ძირითად დებულებებს და უკრაინის ხელისუფლება დასავლეთისა და აშშ-ის კონტროლის ქვეშ მოქმედებაში დაადანაშაულა.
„პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა, რომ ანკარა მტკიცედ და გულწრფელად აპირებს განაგრძოს თავისი ძალისხმევა ამ კრიზისის გადასალახად ორ მეზობელს შორის და მშვიდობის დასამყარებლად“, – ნათქვამია თურქეთის ლიდერის კანცელარიის განცხადებაში.
ამასთან, ერდოღანმა განაცხადა, რომ აპირებს სტამბულის პროცესის გაძლიერებას მოსკოვისა და კიევის დელეგაციების მოლაპარაკებების გაგრძელებით.
„განაცხადა რა, რომ თურქეთი მზადაა აიღოს თავის თავზე რუსეთსა და უკრაინას შორის ომის შეწყვეტაზე ინიციატივა და გამოვიდეს როგორც შუამავალი მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე, პრეზიდენტმა ერდოღანმა გამოთქვა სურვილი, რაც შეიძლება მალე დამყარდეს მშვიდობა რეგიონში სტამბულის პროცესის მზარდი იმპულსის გამოყენებით“, – ნათქვამია განცხადებაში.
ერდოღანი: უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა შესაძლოა სტამბულში გაიმართოს>>
სატელეფონო საუბრისას რუსეთის პრეზიდენტმა ერდოღანს მადლობა გადაუხადა იაროშენკოსა და ტრევორ რიდის გაცვლის გამო, რომელიც გუშინ თურქეთში ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაციის კოორდინაციითა და კონტროლით გაიმართა.
რუსეთში ადრე გასამართლებული აშშ-ის მოქალაქის ტრევორ რიდისა და რუსი კონსტანტინ იაროშენკოს გაცვლა ოთხშაბათს თურქეთში მოხდა. იაროშენკო იმავე დღეს ჩაიყვანეს მოსკოვში, სადაც ოჯახის წევრებს შეხვდა.
რუსეთმა ჯარი უკრაინაში 24 თებერვალს შეიყვანა. ვლადიმირ პუტინმა ამას „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის სპეცოპერაცია“ უწოდა. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის მიმართ ეკონომიკური სანქციები გაამკაცრეს.
ყველა ახალი ამბავი
0