https://sputnik-georgia.com/20220401/erdorani-rusetisa-da-ukrainis-prezidentebis-sexvedra-sesazloa-stambulsi-gaimartos-265680011.html
ერდოღანი: უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა შესაძლოა სტამბულში გაიმართოს
ერდოღანი: უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა შესაძლოა სტამბულში გაიმართოს
Sputnik საქართველო
თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა შესაძლოა სტამბულში გაიმართოს, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა. 01.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-01T17:29+0400
2022-04-01T17:29+0400
2023-07-20T15:54+0400
მსოფლიო დღეს
თურქეთი
რუსეთი
უკრაინა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/1a/261516854_0:179:2889:1805_1920x0_80_0_0_f9ebb75572137f588833d8f7d0c0bbe0.jpg
თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა შესაძლოა სტამბულში გაიმართოს, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა.ამასთან თურქეთის ლიდერმა არ დააკონკრეტა, როდის შეხვდებიან ვლადიმირ პუტინი და ვოლოდიმირ ზელენსკი.მანამდე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა შესაძლოა „უახლოეს მომავალში“ შედგეს.მისი თქმით, პრეზიდენტ ზელენსკის პოზიტიური მოსაზრებები აქვს და იმედი გამოთქვა, რომ ვლადიმირ პუტინსაც ექნება დადებითი აზრები.დღეს რუსეთისა და უკრაინის დელეგაციები მოლაპარაკებებს ვიდეოფორმატში აწარმოებენ. მანამდე, 29 მარტს ისინი სტამბულის დოლმაბაჰჩეს სასახლეში შეხვდნენ პირისპირ. კიდევ უფრო ადრე ორი ქვეყნის დელეგაციების პირველი სამი შეხვედრა 28 თებერვალს, 3 მარტსა და 7 მარტს ბელარუსში გაიმართა, ხოლო 10 მარტს ანტალიაში მიმდინარე დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში ერთმანეთს უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები — დმიტრო კულება და სერგეი ლავროვი შეხვდნენ.
თურქეთი
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/1a/261516854_15:174:2514:2048_1920x0_80_0_0_a6901d34b6d115d3edf92e47b42993b1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თურქეთი , რუსეთი, უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
თურქეთი , რუსეთი, უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა შესაძლოა სტამბულში გაიმართოს, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა.
ამასთან თურქეთის ლიდერმა არ დააკონკრეტა, როდის შეხვდებიან ვლადიმირ პუტინი და ვოლოდიმირ ზელენსკი.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა შესაძლოა „უახლოეს მომავალში“ შედგეს.
„წინასწარი კონსულტაციების შედეგად ახლა ჩვენ შეგვიძლია შევხვდეთ ლიდერებს უმაღლეს დონეზე, რათა მათ დონეზე გადავდგათ ნაბიჯები, განსაკუთრებით, ყირიმსა და დონბასთან დაკავშირებით“, — აღნიშნა ერდოღანმა.
მისი თქმით, პრეზიდენტ ზელენსკის პოზიტიური მოსაზრებები აქვს და იმედი გამოთქვა, რომ ვლადიმირ პუტინსაც ექნება დადებითი აზრები.
„თუ ჩვენ შევძლებთ სტამბულში სამიტის ჩატარებას, რათა მათ ნეგატიური ტენდენციის პოზიტიურად გადაქცევა გადაწყვიტონ, ძალიან ბედნიერები ვიქნებით“, — განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
დღეს რუსეთისა და უკრაინის დელეგაციები მოლაპარაკებებს ვიდეოფორმატში აწარმოებენ. მანამდე, 29 მარტს ისინი სტამბულის დოლმაბაჰჩეს სასახლეში შეხვდნენ პირისპირ. კიდევ უფრო ადრე ორი ქვეყნის დელეგაციების პირველი სამი შეხვედრა 28 თებერვალს, 3 მარტსა და 7 მარტს ბელარუსში გაიმართა, ხოლო 10 მარტს ანტალიაში მიმდინარე დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში ერთმანეთს უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები — დმიტრო კულება და სერგეი ლავროვი შეხვდნენ.