დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 27 აპრილი

© Pixabay / genorceგაზაფხულის ყვავილები ფეხსაცმელში
გაზაფხულის ყვავილები ფეხსაცმელში - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 27 აპრილია, ოთხშაბათი. კლებადი მთვარე თევზების ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.
დღის პირველ ნახევარში ემოციური მომენტებია მოსალოდნელი მათთვისაც კი, ვინც შესანიშნავად აკონტროლებს თავს. დღის მეორე ნახევარი მშვიდი იქნება; შესაფერისი დროა ურთიერთობებისთვის.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 26 აპრილი>>
ვერძი: დღის დასაწყისი კარგი დროა ახალი საქმის დასაწყებად, ასევე ფინანსური საკითხების გადასაჭრელად. მოსალოდნელია მომგებიანი გარიგებების დადება, იღბლიანად რამის ყიდვა. დღის მეორე ნახევარში შესაძლებელია ადრე დაწყებული საქმის დასრულება. მოასწრებთ დასვენებასაც.
ქალის სილუეტი - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2022
პროფესია - ცოლი: ხუმრობანარევი, მაგრამ ყველაზე მართალი რეიტინგი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
კურო: დღის პირველი ნახევარი მრავალფეროვანი და დატვირთული იქნება. კარგი დროა საქმიანი მოლაპარაკებებისთვის. მოგვიანებით არცთუ ნაყოფიერი პერიოდი დადგება, მაგრამ თავისებურად სასიამოვნოდ გაატარებთ დროს. შეგიძლიათ მიხედოთ სახლის საქმეებს, რომლებისთვისაც აქამდე დრო ვერ გამონახეთ.
ტყუპი: სჯობს, დღე რთული საქმეებით დაიწყოთ. მათთან გამკლავება მოსალოდნელზე ადვილი იქნება. დაგეხმარებიან ახალი ნაცნობები. არ არის გამორიცხული მეგობრობისა და თანამშრომლობის დაწყება. დღის მეორე ნახევარში ზედმეტად არ დაიტვირთოთ თავი. მოერიდეთ სტრესულ ვითარებებს. დაისვენეთ.
კირჩხიბი: საკმაოდ მშფოთვარე, მაგრამ იღბლიანი დღე გელოდებათ. შესაფერისი დროა მუშაობისთვის. ადვილად გაუმკლავდებით იმას, რაც აქამდე ძალიან რთული იყო თქვენთვის. მიიღებთ სასარგებლო ინფორმაციას, რომელიც სამომავლო გეგმების განსაზღვრაში გამოგადგებათ. კარგი დღეა მგზავრობისთვის.
მამაკაცი - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2022
ყველაზე რთული მამაკაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ლომი: ძალზე ნაყოფიერი დღეა. ბევრ სასარგებლო საქმეს გააკეთებთ როგორც თქვენთვის, ისე სხვებისთვის. პირველი ნაბიჯების გადადგმა დამოუკიდებლად მოგიწევთ, შემდეგ უკვე დამხმარეებიც გამოჩნდებიან. ხელსაყრელი დღეა ურთიერთობებისთვის. არანაირი უთანხმოებები მოსალოდნელი არ არის.
ქალწული: საკმაოდ მშფოთვარე, მაგრამ ამავე დროს, სასიამოვნო დღე გელოდებათ. მოგიწევთ რამდენიმე საქმის ერთდროულად გაკეთება, სხვისი შეცდომების გამოსწორება. დღეს ეს არ გაგაღიზიანებთ, რადგან ზოგიერთი საკითხი ძალიან დაგაინტერესებთ. ურთიერთობები ყოველთვის მარტივი არ იქნება.
სასწორი: დღე რთული საკითხების გადაწყვეტით დაიწყეთ. გექნებათ მათი ადვილად გადაჭრის შანსი. ამასთან, დიდი ძალისხმევაც არ დაგჭირდებათ. მოგვიანებით კარგი დრო დადგება სწავლის, ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ძვირფას ადამიანებთან ურთიერთობებისთვის.
თავდაჯერებული ბავშვი - Sputnik საქართველო, 1920, 13.10.2021
პატარა „ეშმაკუნები“ – ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც მასწავლებლებს „სისხლს უშრობენ“
მორიელი: დაიწყეთ დღე ყველაზე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეებით. ბევრს მოასწრებთ, თუ დროს უქმად არ დაკარგავთ. კარგად ჩაივლის მოლაპარაკებები, საქმიანი გარიგებების დადება. დღის მეორე ნახევარში ნაცნობი და ჩვეული საქმეების გაკეთება აჯობებს. საღამო კარგი დროა რომანტიკული პაემნისთვის.
მშვილდოსანი: ყურადღება მიაქციეთ გარშემომყოფებთან ურთიერთობებს. შესაძლოა, გამოირკვეს, რომ ვინმე ნაწყენია თქვენზე, ან რამე პრობლემის განხილვა უნდა. საჭირო იქნება მოთმინება და დელიკატურობა ყველაფერში გასარკვევად. მოგვიანებით, ალბათ ახალ საქმეზე გადართვა მოგიწევთ. დაგეხმარებათ ინტუიცია.
თხის რქა: ბევრ სასარგებლო საქმეს გააკეთებთ, მათ შორის, სხვებისთვისაც. შეძლებთ რთულ ვითარებაში ჩავარდილი ადამიანების დახმარებას. არ იჩქაროთ და ნაბიჯების გადადგმამდე კარგად დაფიქრდით, ასე შესანიშნავ შედეგებს მიიღებთ. კარგი დღეა ფინანსური საკითხების გადასაჭრელად.
კოქტეილი პლაჟზე - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2021
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის ცხოვრობენ
მერწყული: თუ დიდი გეგმები გაქვთ, დილიდან სერიოზულად განეწყვეთ. წვრილმანებსაც კი ყურადღება უნდა მიაქციოთ. დილით მნიშვნელოვან მოლაპარაკებებს ნუ დაგეგმავთ, რადგან ცოტა რთული იქნება საერთო ენის გამონახვა. საღამოს მოახლოებასთან ერთად სიხარულის საბაბი გაჩნდება. ელოდეთ საიურპრიზებს.
თევზები: თამამად შეეჭიდეთ რთულ საქმეებს. ვარსკვლავები თქვენ მხარეს არიან. თქვენი წარმატებები შეუმჩნეველი არ დარჩება. არაა გამორიცხული, რომ საინტერესო წინადადება შემოგთავაზონ. კარგი დღეა პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით. გელოდებათ რომანტიკული სიურპრიზები.
ყველა ახალი ამბავი
0