დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 26 აპრილი

© photo: Sputnik / Alexander Kryazhev/Vladimir Sergeevვარსკვლავიანი ცა
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 26.04.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 26 აპრილია, სამშაბათი. კლებადი მთვარე თევზების ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.
დილით ჩვეულებრივზე მეტი საქმე გექნებათ. არაა გამორიცხული მცირე უთანხმოებები გარშემომყოფებთან. თანდათანობით პოზიტიური ტენდენციების გავლენა გაძლიერდება და ვითარება გაუმჯობესდება. განწყობა აგიმაღლდებათ. საქმეებიც უკეთესად წავა.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 25 აპრილი>>
ვერძი: შესაძლოა, ირგვლივ მყოფების მხრიდან კატეგორიულობასა და სიუხეშეს წააწყდეთ. საბედნიეროდ, თქვენ იქნებით დიპლომატიური და შეძლებთ კონფლიქტის ჩანასახშივე მოსპობას. თქვენი დელიკატურობით გამოირჩევით, რაც, მათ შორის, საწინააღმდეგო სქესის მხრიდან ყურადღებას მიიქცევს.
მამაკაცი ჩამავალი მზის ფონზე - Sputnik საქართველო, 1920, 23.10.2019
ზოდიაქოს ყველაზე გულწრფელი ნიშნები
კურო: დღეს ნაკლებად ნაცნობ ადამიანთან წრეშიც კი თავს ისე იგრძნობთ,მ როგორ თევზი წყალში – ხართ ძალზე კომუნიკაბელური. ვარსკვლავები გირჩევენ, გაიცნოთ ახალი ადამიანები. რაც უფრო მეტ ადამიანს შეხვდებით დღეს, მით მეტი შანსია ახალი საინტერესო და თქვენთვის საჭირო ადამიანების შეხვედრის.
ტყუპი: დღეს კატეგორიული განწყობით და ხართ და მიზნისკენ ჯიუტად მიიწევთ. თუნდაც რამე საქმეში არ გაგიმართლოთ, მაინც ეცდებით, რომ წარმატებას მიაღწიოთ. დღეს გადაწყვეტილებების მიღების დრო კი არა, მოქმედებების დროა. თქვენს ძალას, ენერგიასა და მიზანსწრაფულობას ვერანაირი ციხესიმაგრე ვერ გაუძლებს.
კირჩხიბი: დღეს წაგადგებათ, თუ ცოტა ხანს მაინც მოირგებთ გურუს როლს. ამიტომ გაატარეთ დრო ასაკით მცირე, სტატუსით ან პროფესიონალიზმით დაბლა მდგომ ადამიანებთან. ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, იმ პირთა წრეში, ვინც მზადაა, თქვენი დარიგებები მოისმინოს და პრაქტიკული სარგებელი ნახოს.
კამათი სკანდალისტთან - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2021
ზოდიაქოს ყველაზე კონფლიქტური ნიშნები – ტოპ-ხუთეული
ლომი: ნებისმიერ საქმეში საბრძოლო განწყობით იქნებით. მცირე პროექტები თქვენს თვალს არ იზიდავს. მზად ხართ, გლობალურ, ამბიციურ პროექტებს შეეჭიდოთ. ხედავთ მიზანს, მზად ხართ სირთულეებისთვის, რაც არ გაშინებთ, და იცით როგორ მიხვიდეთ მიზნამდე. გზიდან ვერაფერი გადაგახვევინებთ.
ქალწული: გექნებათ შესაძლებლობა, მოიფიქროთ რაღაც გადაწყვეტილება, რომელზეც მომავალში ბევრი რამაა დამოკიდებული. დღეს განსაკუთრებით გამწვავებულია თქვენი ანალიტიკური უნარები და აქედან გამომდინარე, შეძლებთ ყველაფრის კარგად აწონ–დაწონვას. თქვენი გადაწყვეტილება შეცდომებისგან დაზღვეული იქნება.
სასწორი: ნებისმიერ თემაზე დიდ სიჯიუტეს გამოავლენთ. გარშემომყოფების მხრიდან თქვენი „ჭკუაზე მოყვანის“ მცდელობა განწირულია. ასეთი კატეგორიული განწყობის გამო ბევრი სანერვიულო გაგიჩნდებათ, თანაც, უმიზეზოდ. დღევანდელი დღის არსს რომ ჩაწვდეთ, პრობლემები საკუთარ თავში უნდა ეძებოთ.
კაირო - Sputnik საქართველო, 1920, 13.03.2018
ეგვიპტური ჰოროსკოპი – დაინახეთ თქვენი თავი განსხვავებულად
მორიელი: თქვენი ახლობლებისა და მეგობრების მიმართ კეთილგანწყობილი იქნება და გარკვეულად მფარველის როლსაც ითამაშებთ. მოინდომებთ მათზე ზრუნვას. მიუხედავად თქვენი გულწრფელობისა, ზოგს შეიძლება მოეჩვენოს, რომ მათ საქმეებში ერევით. ამიტომ ეცადეთ, მეგობრული რჩევების ფარგლებს არ გასცდეთ.
მშვილდოსანი: ყველაზე საუკეთესო, რაც დღეს შეგიძლიათ გააკეთოთ, ეს დროის გატარებაა თქვენთვის ყველაზე ძვირფას ადამიანებთან, მშობლებთან, ბავშვებთან. მოუწყვეთ მათ მცირე სიურპრიზები, მაგალითად, პატარა დღესასწაული. იქნებით ერთ ტალღაზე აწყობილი და უდიდეს სიამოვნებას მიიღებთ.
თხის რქა: დღეს თქვენში დიდი ორატორი გაიღვიძებს. გექნებათ სათქმელი და მას ძალზე დამაჯერებლად იტყვით. მართალია, დღის განმავლობაში შეამჩნევთ, რომ ირგვლივ მყოფებს მუდმივად თქვენი მოსმენა არ უნდათ. სჯობს, რამე საღამო მოაწყოთ ოჯახისა და მეგობრების წრეში და იქ დახარჯოთ თქვენი ემოციები.
გეომაგნიტური ქარიშხალი მზეზე - Sputnik საქართველო, 1920, 17.04.2018
რამდენად გულწრფელი ხართ სიყვარულში – ამას ინდური ჰოროსკოპის მეშვეობით შეიტყობთ
მერწყული: ვერაფერი გაიძულებთ, რომ თქვენი გზიდან გადაუხვიოთ, თქვენს ყურადღებას დასახული მიზნის გარდა, არაფერი მიიპყრობს. გარშემომყოფებიდან ზოგს შიძლება მოეჩვენოს, რომ ძალიან ჯიუტი ხართ. სინამდვილეში კი უბრალოდ დარწმუნებული ხართ, რომ რასაც აკეთებთ, სწორად აკეთებთ.
თევზები: მზად იყავით მოულოდნელობებისთვის. უარი არ თქვათ თქვენს მიზნებზე. შეიძლება თქვენი გეგმები შეიცვალოს, თუმცა ვითარება თქვენ წინაშე ახალ შესაძლებლობებს გახსნის. თუ ჯიუტად არ შეეცდებით ძველი გეგმების მიყოლას და ახალს აუწყობთ ფეხს, შეძლებთ სიტუაციაში ორიენტირებას.
ყველა ახალი ამბავი
0