მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მსოფლიოს სამხედრო ხარჯებმა შარშან 2 ტრილიონს გადააჭარბა: ცნობილია ლიდერთა სამეული

  - Sputnik საქართველო, 1920, 25.04.2022
გამოწერა
თბილისი, 25 აპრილი – Sputnik. მსოფლიოს ქვეყნებმა 2021 წელს 2,113 ტრილიონი დოლარი დახარჯეს სამხედრო საჭიროებებზე, ნათქვამია სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის (SIPRI) მონაცემებში.
SIPRI-ს ცნობით, ეს მაჩვენებელი ზედიზედ მეშვიდე წელია იზრდება, 2021 წელს ზრდამ 0,7% შეადგინა.
ამასთან ყველაზე დიდი ხარჯები მოდის აშშ-ზე, ჩინეთზე, ინდოეთზე, დიდ ბრიტანეთსა და რუსეთზე.
აქედან ლიდერთა სამეულში არიან:
აშშ — 801 მლრდ დოლარი (-1,4%);
ჩინეთი — 293 მლრდ დოლარი (+4,7%);
ინდოეთი — 76,6 მლრდ დოლარი (+0,9%).
ხუთეულის დანარჩენი ორი ქვეყნიდან რუსეთის სამხედრო ხარჯებმა 65,9 მლრდ დოლარი (+2,9%), ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის 4,1% შეადგინა, ხოლო ბრიტანეთის მონაცემები არ სახელდება.
სულ ხუთეულზე მსოფლიოს სამხედრო ხარჯების მთლიანი მოცულობის 62% მოდის.
გარდა ამისა, SIPRI-ს ცნობით, ირანის ხარჯები ბოლო ოთხი წლის განმავლობაში შარშან პირველად გაიზარდა და 24,6 მილიარდი დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება უკრაინას, რომლის სამხედრო ხარჯები 2014 წლიდან 72%-ით იყო გაზრდილი, გასულ წელს 5,9 მილიარდ დოლარამდე შემცირდა (მშპ-ს 3,2%).
ყველა ახალი ამბავი
0