დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 23 აპრილი

© Pixabay / FrankWinklerსანაპირო
სანაპირო  - Sputnik საქართველო, 1920, 23.04.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 23 აპრილია, შაბათი. კლებადი მთვარე მერწყულის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.
დღეს მოჭარბებული იქნება მბრძანებლობის სურვილი, მაგრამ აჯობებს, თუ სხვებისთვის ჭკუის სწავლების ნაცვლად საკუთარ საქმეებს მიხედავთ. ასე სასურველ შედეგსაც მიიღებთ და არც ურთიერთობებს გაიფუჭებთ გარშემომყოფებთან.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 22 აპრილი>>
ვერძი: გწამდეთ საკუთარი თავი. ზოგჯერ ესეც საკმარისია, რომ დაბრკოლებები გადალახოთ და დასახულ მიზნებს მიაღწიოთ. ეძებეთ არასტანდარტული გადაწყვეტილებები. კარგი დღეა ახალ ნაცნობებთან ურთიერთობებისთვის. ბევრი განიმსჭვალება თქვენ მიმართ სიმპათიით.
გულის ფორმის ვაშლი - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2022
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ერთი ნახვით უყვარდებათ
კურო: ილაპარაკეთ მნიშვნელოვანზე. კარგი დღეა სერიოზული საკითხების განსახილველად. ბევრი წვრილმანი საქმე გექნებათ და თითოეული ცოტა ხნით მაინც მოითხოვს ყურადღებას. დღის მეორე ნახევარში დაღლილობას იგრძნობთ. მხიარული დასვენების საშუალებაც აუცილებლად გამოჩნდება.
ტყუპი: რასაც არ უნდა გეგმავდეთ დღეს, გახსოვდეთ, რომ აუცილებელია სერიოზული განწყობა. ეს ჩვეულ საქმეებსაც ეხება, რომლებსაც სხვა დროს თვალდახუჭული აკეთებთ. ემოციური ფონი საკმაოდ დაძაბული იქნება და ბევრ თქვენგანს გაუჭირდება თავის გაკონტროლება. ხშირად შეგეცვლებათ განწყობაც.
კირჩხიბი: მნიშვნელოვანი საქმეები დამოუკიდებლად გააკეთეთ, იგივე ეხება სერიოზული საკითხების გადაჭრას – ნურავის ანდობთ იმას, რაც მერე თქვენი გამოსასწორებელი გახდება. გაგიჩნდებათ კარგი იდეები, მაგრამ მათი რეალიზების დაწყება ადრეა. ჯერ შეაგროვეთ ინფორმაცია და ყველაფერი დაგეგმეთ.
ზურმუხტი - Sputnik საქართველო, 1920, 27.12.2021
რომელი ქვა იტვირთავს თილისმის ფუნქციას ზოდიაქოს ნიშნებისთვის 2022 წელს
ლომი: გააკონტროლეთ თავი და ამის წყალობით არ იტყვით არაფერ ზედმეტს და არც გააკეთებთ იმას, რაც საჭირო არაა. ახლობლების რჩევებს მოუსმინეთ, ახალ ნაცნობებს კი არ ენდოთ. ფრთხილად იყავით ფულთან და ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებში. საღამოს სიახლე გელოდებათ, მათ შორის სასიამოვნო ნაცნობობა.
ქალწული: უნდა იჩქაროთ, რადგან ძალზე ხელსაყრელი დღეა სასარგებლო საქმიანობისთვის. ბევრ რამეს მოასწრებთ, გადალახავთ დაბრკოლებებს და ამაში ახლობლები დაგეხმარებიან. მოსალოდნელია კარგი სიახლეების გაგება. საღამო ოჯახთან ურთიერთობას დაუთმეთ – ეს ყველასთვის სასიამოვნო იქნება.
სასწორი: დააკვირდით ყველაფერს, რაც ირგვლივ ხდება. შეამჩნევთ ბევრ საინტერესო და მნიშვნელოვან რამეს, რაც სხვებს თვალთახედვიდან გამორჩათ. დღის პირველ ნახევარში მიღებულმა გადაწყვეტილებებმა, შესაძლოა, დიდ ცხოვრებისეულ ცვლილებებს დაუდოს სათავე. ფულთან დაკავშირებით იფრთხილეთ.
Невеста перед свадьбой - Sputnik საქართველო, 1920, 26.03.2020
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ნებისმიერ ასაკში იოლად თხოვდებიან
მორიელი: ბევრი საქმეა გასაკეთებელი და ეს გაგანერვიულებთ. დაფიქრდით, საჭიროა თუ არა, რომ ყველა დაგეგმილი საქმე დღეს გააკეთოთ? ახლობლებთან ურთიერთობები ყოველთვის ჰარმონიული არ იქნება, თუმცა კონფლიქტების თავიდან არიდებას შეძლებთ. საღამო კარგი დრო საყვარელ ადამიანთან შესახვედრად.
მშვილდოსანი: ურთიერთობებში ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მათ, ვისაც თქვენი გაკრიტიკება მოსწონს. დღეს განსაკუთრებულად მგრძნობიარე ხართ და ცუდი განწყობა შეიძლება „გადმოგედოთ“. დღის პირველი ნახევარი კარგი დროა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, მეორე ნახევარი – სწავლისთვის.
თხის რქა: არ იჩქაროთ. დღის პირველი ნახევარი, სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი საქმეებისთვის არ გამოდგება. დაისვენეთ ან რამე სასიამოვნო გააკეთეთ. მოგვიანებით ხელსაყრელი და ნაყოფიერი პერიოდი დადგება. ბევრ რამეს მოასწრებთ. საღამო შესანიშნავად მიესადაგება სწავლას, შემოქმედებას, გასეირნებას.
ქალის სილუეტი - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2022
პროფესია - ცოლი: ხუმრობანარევი, მაგრამ ყველაზე მართალი რეიტინგი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
მერწყული: დღე ახალი საინტერესო საქმით დაიწყეთ. ეს განწყობას აგიმაღლებთ, ასევე გაჩნდება სასიამოვნო ნაცნობობის შანსი. კარგი დროა ასევე მგზავრობისთვის, რაც უამრავ პოზიტიურ ემოციას მოგიტანთ. დღის მეორე ნახევარში მოერიდეთ დაღლას – არაა შესაფერისი დრო რთული საქმეების გასაკეთებლად.
თევზები: დღის პირველი ნახევარი საკმაოდ მშფოთვარე იქნება. გაგიჭირდებათ ყურადღების ერთ საქმეზე კონცენტრირება. მოგიწევთ არაერთი საქმის ერთდროულად გაკეთება, რაც თქვენგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს. დღის მეორე ნახევარი შედარებით მშვიდად ჩაივლის. გელოდებათ რომანტიკული სიურპრიზები.
ყველა ახალი ამბავი
0