https://sputnik-georgia.com/20220422/dris-astroprognozi-22-aprili-266137048.html
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 22 აპრილი
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 22 აპრილი
Sputnik საქართველო
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები 22.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-22T00:15+0400
2022-04-22T00:15+0400
2022-04-22T00:15+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23798/18/237981815_0:677:10010:6308_1920x0_80_0_0_49cdb8a14cbd8d3922bc541fa653cb93.jpg
დღეს 2022 წლის 22 აპრილია, პარასკევი. კლებადი მთვარე თხის რქის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა ვენერა მფარველობს.გაგახარებთ ახლობლებთან ურთიერთობები. კარგი დღეა მეგობრებთან შეხვედრის, რომანტიკული პაემნისთვის, საოჯახო ღონისძიებისთვის. შესაძლებელია უთანხმოებების მოგვარება, ძველი წყენის დავიწყება.დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 21 აპრილი>>ვერძი: დანიშნეთ დღეს საქმიანი შეხვედრა – ის სწორედ ისე ჩაივლის, როგორც საჭიროა. მიაღწევთ შესამჩნევ პროფესიულ წარმატებებს. პირად ურთიერთობებში პოზიტიური ტენდენციების გავლენა ნაკლები იქნება. ახლობლებს შეიძლება მოეჩევნოთ, რომ მათ დროს არ უთმობთ. მიაქციეთ მათ მეტი ყურადღება.კურო: მოუყევით თქვენი იდეების შესახებ ყველას, ვისაც ოდნავ მაინც აინტერესებს ისინი. გექნებათ შანსი, შემოიკრიბოთ ახალი მოკავშირეები. შეგიძლიათ სამუშაოსა და სწავლისთვის აუცილებელი ნივთების ყიდვა. კარგი დღეა სახლის საქმეებისთვის. საღამო კი შესაფერისი დროა საყვარელ ადამიანთან შესახვედრად.ტყუპი: ის, რაც ნასწავლი გაქვთ, დღეს ბევრს გამოადგება თქვენ ირგვლივ. ცოდნისა და გამოცდილების წყალობით შეძლებთ შეცდომების თავიდან აცილებას, რთულ ამოცანებთან გამკლავებას. ბევრი მოგმართავთ რჩევისთვის. კარგი იქნება, თუ საინტერესო ადგილებს ახლობლებთან ერთად ეწვევით.კირჩხიბი: არ განერვიულდეთ, თუ გზაზე დაბრკოლებები შეგექმნათ და ჩანაფიქრი უცბად ვერ განახორციელეთ. არ მიატოვოთ დაწყებული საქმე. მტკიცე მოქმედებების წყალობით საჭირო შედეგებს მიაღწევთ. კარგი დღეა მათთვის, ვინც კომერციულ საქმიანობას მისდევს. შესაძლებელია შემოსავლების გაზრდა.ლომი: მოუსმინეთ ინტუიციას. სწორედ მისი მინიშნებების წყალობით შეძლებთ რთული ვითარებიდან გამოსვლას, სწრაფად ორიენტირებას არაერთმნიშვნელოვან სიტუაციაში, არაკეთილმოსურნეებზე გამარჯვებას. მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა, რომელსაც შემდგომ ცხოვრებაში დიდი ცვლილებები შეიძლება მოჰყვეს.ქალწული: ეცადეთ, დღის პირველ ნახევარში არავის ეკამათოთ და ეჩხუბოთ. ეს რთული პერიოდია ურთიერთობების თვალსაზრისით. ძალზე მნიშვნელოვანია კონფლიქტის თავიდან აცილება. დღის მეორე ნახევარი უფრო სასიამოვნოდ ჩაივლის. შეძლებთ როგორც ჩვეული, ისე ახალი საქმეების მშვიდად გაკეთებას.სასწორი: ყურადღება მიაქციეთ ნებისმიერ უჩვეულო და უცნაურ მოვლენას. შესაძლოა, მათ რამე შედეგი მოჰყვეს ან საინტერესო იდეისკენ გიბიძგოთ. კარგი დღეა ძველ ნაცნობებთან ურთიერთობებისთვის. შესაძლებელი იქნება, რომ ბოლო დროს დაძაბული ურთიერთობები ახლობლებთან მოაგვაროთ.მორიელი: შესანიშნავად გამოგივათ იმპროვიზაციები, ფანტაზია, ახლის გამოგონება, ვიდრე გატკეპნილი გზით სვლა და ინსტრუქციების შესრულება. მთავარია, ილუზიებს არ აჰყვეთ და სასურველი სინამდვილედ არ გაასაღოთ. მოუსმინეთ გარშემომყოფებს. არაა გამორიცხული, რომ მათგან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ.მშვილდოსანი: ეცადეთ, არ გაბრაზდეთ არც საკუთარ თავზე და არც გარშემომყოფებზე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღის პირველ ნახევარში. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული თქვენ მეგობრულ დამოკიდებულებაზე და დადებით განწყობაზე. დღის მეორე ნახევარი მშვიდ ვითარებაში ჩაივლის.თხის რქა: დილით შესაძლოა, იპოვოთ პასუხები სერიოზულ კითხვებზე, გაგიჩნდეთ იღბლიანი იდეები ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა ურთიერთობებისთვის. განსაკუთრებული მცდელობა არ დაგჭირდებათ ადამიანებზე სათანადო შთაბეჭდილებების მოსახდენად.მერწყული: თამამად შეეჭიდეთ მნიშვნელოვან საქმეებს. ბევრი რამ გამოგივათ კარგად. გაუგებრობები მაინც გელოდებათ, მაგრამ მნიშვნელოვანი არაფერი იქნება. საქმიანი ურთიერთობები შეიძლება ნაკლებად ფორმალური და უფრო თბილი გახდეს. არაა გამორიცხული რომანტიკული ისტორიის დაწყება.თევზები: კარგი დღეა საქმიანი მოლაპარაკებებისთვის. შესაძლოა, საინტერესო წინადადება მიიღოთ სამუშაოსთან დაკავშირებით. პირად ურთიერთობებში არაა გამორიცხული მცირე გაუგებრობები. დღეს ძალზე დამთმობი ხართ, ამიტომ დაფიქრდით, ამით სერიოზულ ზიანს ხომ არ მიაყენებთ საკუთარ თავს.
https://sputnik-georgia.com/20190627/zodiaqos-romel-niSnebTan-SeZlebT-gamdidrebas-245740505.html
https://sputnik-georgia.com/20200526/zodiaqos-niSnebi-romlebsac-momavlis-ganWvretis-unari-gaaCniaT-248571100.html
https://sputnik-georgia.com/20190612/Tu-qorwils-gegmavT-saqorwino-horoskopi-245540884.html
https://sputnik-georgia.com/20190205/boSuri-horoskopi-244183339.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23798/18/237981815_349:0:9662:6985_1920x0_80_0_0_1f53d7aaeb2df5c804406e5641a7c6db.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 22 აპრილი
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 22 აპრილია, პარასკევი. კლებადი მთვარე თხის რქის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა ვენერა მფარველობს.
გაგახარებთ ახლობლებთან ურთიერთობები. კარგი დღეა მეგობრებთან შეხვედრის, რომანტიკული პაემნისთვის, საოჯახო ღონისძიებისთვის. შესაძლებელია უთანხმოებების მოგვარება, ძველი წყენის დავიწყება.
ვერძი: დანიშნეთ დღეს საქმიანი შეხვედრა – ის სწორედ ისე ჩაივლის, როგორც საჭიროა. მიაღწევთ შესამჩნევ პროფესიულ წარმატებებს. პირად ურთიერთობებში პოზიტიური ტენდენციების გავლენა ნაკლები იქნება. ახლობლებს შეიძლება მოეჩევნოთ, რომ მათ დროს არ უთმობთ. მიაქციეთ მათ მეტი ყურადღება.
კურო: მოუყევით თქვენი იდეების შესახებ ყველას, ვისაც ოდნავ მაინც აინტერესებს ისინი. გექნებათ შანსი, შემოიკრიბოთ ახალი მოკავშირეები. შეგიძლიათ სამუშაოსა და სწავლისთვის აუცილებელი ნივთების ყიდვა. კარგი დღეა სახლის საქმეებისთვის. საღამო კი შესაფერისი დროა საყვარელ ადამიანთან შესახვედრად.
ტყუპი: ის, რაც ნასწავლი გაქვთ, დღეს ბევრს გამოადგება თქვენ ირგვლივ. ცოდნისა და გამოცდილების წყალობით შეძლებთ შეცდომების თავიდან აცილებას, რთულ ამოცანებთან გამკლავებას. ბევრი მოგმართავთ რჩევისთვის. კარგი იქნება, თუ საინტერესო ადგილებს ახლობლებთან ერთად ეწვევით.
კირჩხიბი: არ განერვიულდეთ, თუ გზაზე დაბრკოლებები შეგექმნათ და ჩანაფიქრი უცბად ვერ განახორციელეთ. არ მიატოვოთ დაწყებული საქმე. მტკიცე მოქმედებების წყალობით საჭირო შედეგებს მიაღწევთ. კარგი დღეა მათთვის, ვინც კომერციულ საქმიანობას მისდევს. შესაძლებელია შემოსავლების გაზრდა.
ლომი: მოუსმინეთ ინტუიციას. სწორედ მისი მინიშნებების წყალობით შეძლებთ რთული ვითარებიდან გამოსვლას, სწრაფად ორიენტირებას არაერთმნიშვნელოვან სიტუაციაში, არაკეთილმოსურნეებზე გამარჯვებას. მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა, რომელსაც შემდგომ ცხოვრებაში დიდი ცვლილებები შეიძლება მოჰყვეს.
ქალწული: ეცადეთ, დღის პირველ ნახევარში არავის ეკამათოთ და ეჩხუბოთ. ეს რთული პერიოდია ურთიერთობების თვალსაზრისით. ძალზე მნიშვნელოვანია კონფლიქტის თავიდან აცილება. დღის მეორე ნახევარი უფრო სასიამოვნოდ ჩაივლის. შეძლებთ როგორც ჩვეული, ისე ახალი საქმეების მშვიდად გაკეთებას.
სასწორი: ყურადღება მიაქციეთ ნებისმიერ უჩვეულო და უცნაურ მოვლენას. შესაძლოა, მათ რამე შედეგი მოჰყვეს ან საინტერესო იდეისკენ გიბიძგოთ. კარგი დღეა ძველ ნაცნობებთან ურთიერთობებისთვის. შესაძლებელი იქნება, რომ ბოლო დროს დაძაბული ურთიერთობები ახლობლებთან მოაგვაროთ.
მორიელი: შესანიშნავად გამოგივათ იმპროვიზაციები, ფანტაზია, ახლის გამოგონება, ვიდრე გატკეპნილი გზით სვლა და ინსტრუქციების შესრულება. მთავარია, ილუზიებს არ აჰყვეთ და სასურველი სინამდვილედ არ გაასაღოთ. მოუსმინეთ გარშემომყოფებს. არაა გამორიცხული, რომ მათგან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ.
მშვილდოსანი: ეცადეთ, არ გაბრაზდეთ არც საკუთარ თავზე და არც გარშემომყოფებზე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღის პირველ ნახევარში. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული თქვენ მეგობრულ დამოკიდებულებაზე და დადებით განწყობაზე. დღის მეორე ნახევარი მშვიდ ვითარებაში ჩაივლის.
თხის რქა: დილით შესაძლოა, იპოვოთ პასუხები სერიოზულ კითხვებზე, გაგიჩნდეთ იღბლიანი იდეები ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა ურთიერთობებისთვის. განსაკუთრებული მცდელობა არ დაგჭირდებათ ადამიანებზე სათანადო შთაბეჭდილებების მოსახდენად.
მერწყული: თამამად შეეჭიდეთ მნიშვნელოვან საქმეებს. ბევრი რამ გამოგივათ კარგად. გაუგებრობები მაინც გელოდებათ, მაგრამ მნიშვნელოვანი არაფერი იქნება. საქმიანი ურთიერთობები შეიძლება ნაკლებად ფორმალური და უფრო თბილი გახდეს. არაა გამორიცხული რომანტიკული ისტორიის დაწყება.
თევზები: კარგი დღეა საქმიანი მოლაპარაკებებისთვის. შესაძლოა, საინტერესო წინადადება მიიღოთ სამუშაოსთან დაკავშირებით. პირად ურთიერთობებში არაა გამორიცხული მცირე გაუგებრობები. დღეს ძალზე დამთმობი ხართ, ამიტომ დაფიქრდით, ამით სერიოზულ ზიანს ხომ არ მიაყენებთ საკუთარ თავს.