დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 21 აპრილი

© Pixabay / Free-Photosვარსკვლავიანი ცა
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 21.04.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 21 აპრილია, ხუთშაბათი. კლებადი მთვარე თხის რქის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.
საჭიროა დიპლომატიურობა, რაც საკმაოდ რთული იქნება. ეცადეთ, თავიდან აირიდოთ კონფლიქტები. დაუკვირდით სიტყვებს, რასაც ამბობთ. რისკენაც გული მიგიწევთ, იმ საქმეებს შესანიშნავად გაუმკლავდებით.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 20 აპრილი>>
ვერძი: დღის დასაწყისში შესაძლოა, პასიური ან ნეგატიური განწყობა დაგეუფლოთ, მაგრამ ვარსკვლავები გირჩევენ, ამას ყურადღება არ მიაქციოთ. დღის მეორე ნახევარში მოხვალთ ხასიათზე, გაგიჩნდებათ ჩიხიდან გამოსვლის ვარიანტები. რომანტიკული საღამო გელოდებათ. ყველაფერი ცუდი დავიწყებას მიეცემა.
სამყარო - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2020
ბუმერანგის პრინციპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
კურო: განიცდით სიყვარულისა და ყურადღების დეფიციტს და ამის გამო თავდაჯერებულობა მოიკოჭლებს. შეიძლება უკმაყოფილო იყოთ ახლობლების ქცევით, მათი სიცივით, უმადურობით... ან განიცდიდეთ, რომ ისინი თქვენ გვერდით არ არიან. შეუფერებელი დროა დღესასწაულების მოწყობის, პაემნისთვის.
ტყუპი: არ ღირს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თემების განხილვის გადადება. ამაზე შეიძლება იყოს დამოკიდებული სამუშაო რეჟიმი, მატერიალური მდგომარეობა, ჯანმრთელობა, მკურნალობის კურსი და სხვ. აქტუალური შეიძლება იყოს ვიზიტი ბანკში, კლინიკაში, კონტაქტი ხელმძღვანელობასთან...
კირჩხიბი: დღეს განსაკუთრებული და საბედისწერო მოვლენები არ გელოდებათ. შესანიშნავი დროა საკუთარ საქმეზე შეყვარებული კირჩხიბებისთვის, მათ ვერაფერი შეუშლის ხელს იდეის განხორციელებაში, დანარჩენებს კი რუტინული სამუშაო ელოდებათ, რაც მაინცდამაინც არ შეესატყვისება მათ ინტერესებს.
დროს შემორჩენილი სიყვარული - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2019
ზოდიაქოს სამი პრინციპული ნიშანი: ისინი ყოფილებთან მეგობრობაზე უარს ამბობენ
ლომი: მოგიწევთ გარემოს შეცვლა, ან გელოდებათ საერთო ემოციური ფონის შესამჩნევი ცვლილებები. დღის მეორე ნახევარში შეიძლება საოჯახო საქმეებში ჩარევა მოგიხდეთ – არაა გამორიცხული უთანხმოებების გამწვავება. დაქორწინებულებს ექსპერტები ურჩევენ, არ დაიწყონ ურთიერთობების გამორკვევა პარტნიორთან.
ქალწული: ბევრი თქვენგანი დღეს აქტიურობის პიკში იქნება. თქვენს ოსტატობას სხვადასხვა სფეროში დიდი სიამოვნებით გამოიყენებთ. გაჩნდებით საჭირო დროს იქ, სადაც თქვენი კონსულტაცია ან კვალიფიციური დახმარება სჭირდებათ. ამასთან, დაგრჩებათ დრო პირადი ცხოვრებისთვისაც.
სასწორი: მთავარ საქმეში გამარჯვებისთვის საერთო საქმეებისგან შორს ნუ დადგებით. პირადი პრობლემები განზე გაწიეთ. დაიცავით საერთო ინტერესები. შეასრულეთ დროულად ხელმძღვანელობის დავალებები. ინიციატივას თქვენ ნუ გამოიჩენთ. ასე მოქმედებით განამტკიცებთ თქვენს ავტორიტეტს.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2018
თუ ურთიერთობების შენარჩუნება გსურთ: რჩევები პარტნიორებს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მორიელი: თქვენი ღირსებების სიაში არ გაწყენთ მჭევრმეტყველებისა და არტისტიზმის შეტანა. თუ გინდათ ვინმეს დაინტერესება, საკუთარი ნიჭის რეკლამა, იდეის წინ წაწევა, ამაში კომუნიკაბელურობა, საკუთარი აზრის მკაფიოდ გამოხატვის უნარი დაგეხმარებათ. კარგი დღეა თათბირების გამართვის, გასაუბრებისთვის.
მშვილდოსანი: იყავით მიზანსწრაფული, რესურსებს უმიზნოდ ნუ დახარჯავთ. სასურველია, თქვენ მიერ არცეული საქმიანობა ღირსეული იყოს და გამოკვებოს თქვენი გონებაცა და სულიც. დღის ბოლოს ბევრ თქვენგანს ძალების ამოეწურება. ამ დროს, სჯობს, შეწყვიტოთ აქტიური საქმიანობა და დაისვენოთ.
თხის რქა: ვარსკვლავები გირჩევენ, უარი თქვათ სპონტანურობაზე და იყოთ ყველაფერში სკრუპულოზური. არ დაინანოთ დრო შემოწმებაზე, გათვლებზე, შეთანხმებებზე, ინსტრუქციების შესწავლაზე. ასევე დღეს უსაფრთხო არაა მეგობრების მოსაზრებებზე დაყრდნობა. არასასურველია ინიციატივების გამოჩენა.
ორსული ქალი მინდორში - Sputnik საქართველო, 1920, 06.06.2019
ჭირვეული ორსულები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მერწყული: ყველა პრობლემა ზედაპირზე არ დევს. შესაძლოა, ზოგიერთი ხაფანგის შესახებ მასში გაბმის მერე შეიტყოთ. არაა გამორიცხული, რომ ვინმეს თქვენი გამოყენება უნდა. გამოიჩინეთ სიფრთხილე. მოერიდეთ ინიციატივების გამოჩენას, გადადეთ მოლაპარაკებები, ასევე გულითადი საუბრები.
თევზები: თქვენს კითხვებზე პასუხებს, რომლებმაც დილით სიმშვიდე დაგირღვიათ, დღის მეორე ნახევარში მიიღებთ. შესაძლოა, ამან დიდად არ გაგახაროთ, მაგრამ არც სერიოზული სანერვიულო არ გექნებათ, თუ კანონი არ დაგირღვევიათ, სწორად დადეთ ხელშეკრულებები ან არასწორ ადამიანებთან არ გაქვთ კონტაქტი.
ყველა ახალი ამბავი
0