დაცული ტერიტორიების რეინჯერები ფინანსურად წახალისდებიან

© courtesy of Agency of Protected Areas of Georgiaლაგოდეხის დაცული ტერიტორია
ლაგოდეხის დაცული ტერიტორია - Sputnik საქართველო, 1920, 21.04.2022
გამოწერა
დაცული ტერიტორიების სისტემაში შემავალი ტერიტორიული ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის სახელფასო დანამატების გაცემას დღეს გაფორმებული დოკუმენტი ითვალისწინებს.
თბილისი, 21 აპრილი – Sputnik. დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კავკასიის ბუნების ფონდს (CNF) შორის საგრანტო ხელშეკრულებები გაფორმდა, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საგრანტო ხელშეკრულებების ფარგლებში მომავალი ერთი წლის განმავლობაში სახელფასო დანამატს მიიღებს დაცული ტერიტორიების სისტემაში შემავალი ტერიტორიული ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი.
დოკუმენტის ხელმომწერ მხარეებს შორის თანამშრომლობა ასევე ითვალისწინებს სააგენტოს ყველა ადმინისტრაციული ერთეულის ყველა თანამშრომლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას.
ხელშეკრულებებს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ, კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) აღმასრულებელმა დირექტორმა ტობიას მიუნხმაიერმა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ დავით იოსებაშვილმა მოაწერეს.
კავკასიის ბუნების ფონდი საქართველოს რეინჯერების დაზღვევაზე 40 ათას ევროს გამოყოფს>>
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, დაცული ტერიტორიების სააგენტო მრავალი წელია მჭიდროდ თანამშრომლობს კავკასიის ბუნების ფონდთან.
„მოხარული ვართ, რომ წელსაც მოვაწერეთ ხელი ამ მნიშვნელოვან გრანტს, რომელიც მიმართულია ჩვენი თანამშრომლების მოტივაციის ამაღლებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებისკენ. ვფიქრობ, ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს მათ (სააგენტოს თანამშრომლების) კეთილდღეობას", – განაცხადა იური ნოზაძემ.
საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე SMART-პატრულირება დაწესდება>>
კავკასიის ბუნების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, გარდა აღნიშნულისა, მიმდინარეობს მუშაობა რეინჯერებისთვის ჯილდოებისა და ბონუსის სისტემის შექმნაზე, რაც კიდევ უფრო დააფასებს მათ საქმიანობას.
კავკასიის ბუნების ფონდი (CNF) წლების განმავლობაში თანამშრომლობს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან და დიდი წვლილი შეაქვს როგორც დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურის განვითარებაში, ასევე თანამშრომლების მოტივაციის ამაღლებასა და მათ წახალისებაში.
ყველა ახალი ამბავი
0