კავკასიის ბუნების ფონდი საქართველოს რეინჯერების დაზღვევაზე 40 ათას ევროს გამოყოფს

© photo: The Club of Monsters / FBლაგოდეხის ნაკრძალი
ლაგოდეხის ნაკრძალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხელშეკრულებას, ერთი მხრივ, ხელი მოაწერეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებმა და მეორე მხრივ – კავკასიის ბუნების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა.

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ნაკრძალების ადმინისტრაციებში მომუშავე თანამშრომლებისა და რეინჯერების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევაზე კავკასიის ბუნების ფონდი (CNF) 2020 წელს 40 ათას ევროს გამოყოფს, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.

აჭარა - Sputnik საქართველო
ქართული ნაკრძალები შეიძლება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის „მწვანე ნუსხაში" მოხვდეს

საგრანტო ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ ვალერიან მჭედლიძემ და კავკასიის ბუნების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯორჯ ჯიაკომინიმ. შეთანხმების მიზანია რეინჯერების შრომის პირობების გაუმჯობესება.

„დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების თანამშრომლების მუშაობა მაღალ რისკებთან არის დაკავშირებული. რეინჯერები 24 საათის განმავლობაში იცავენ ბუნებრივ მემკვიდრეობას; ხშირად უწევთ ბრაკონიერებთან ბრძოლა", – განაცხადა იური ნოზაძემ.

ტურისტებს მუზეუმ-ნაკრძალებში უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდებენ>>

ფონდი სააგენტოს სადაზღვევო ხარჯების ნაწილს 2013 წლიდან ფარავს.

საქართველოში 13 სახელმწიფო ნაკრძალი, 10 ეროვნული პარკი, 41 ბუნებრივი ძეგლი და ორი დაცული ლანდშაფტია. პირველი დაცული ტერიტორია – ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი ჯერ კიდევ 1912 წელს შეიქმნა.

ყველა ახალი ამბავი
0