საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე SMART-პატრულირება დაწესდება

© photo: Sputnikაჭარის ღირსშესანიშნაობები
აჭარის ღირსშესანიშნაობები - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2021
გამოწერა
SMART-ოფიცერის ტრენინგი უკვე 30-მდე თანამშრომელმა გაიარა
თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე SMART-პატრულირების პროგრამის დანერგვა იწყება, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო.
დაცულ ტერიტორიებზე თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის ფარგლებში მიმდინარე პროგრამა ეტაპობრივად ხორციელდება. SMART-ოფიცერის ტრენინგი უკვე გაიარა 12 ადმინისტრაციის - ბორჯომ-ხარაგაულის, ლაგოდეხის, მტირალას, კინტრიშის და მაჭახელას, ფშავ-ხევსურეთის, თუშეთის, ალგეთის, ყაზბეგის, ვაშლოვანის, ჯავახეთის დაცულ ტერიტორიების 30-მდე თანამშრომელმა.
შველი ხავერდოვანი რქებით მაჭახელას ეროვნულ პარკში - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2021
ფოტოხაფანგის ახალი კადრი მაჭახელას ეროვნული პარკიდან – შველი ხავერდოვანი რქებით
სააგენტოს ინფორმაციით, დაცული ტერიტორიების მართვისა და რეინჯერთა პატრულირების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეიქმნა სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა, სადაც თავს იყრის ბიომრავალფეროვნების აღრიცხვისა და დაცულ ტერიტორიებზე კანონაღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების ერთიანი მონაცემები. რეინჯერებს გადაეცათ SMART მოწყობილობები, სადაც აღნიშნული აპლიკაციაა ინტეგრირებული.
SMART მონიტორინგისა და პატრულირების სისტემის დანერგვა დაცულ ტერიტორიებზე გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და წარმოადგენს ნაწილს პროექტისა „დაცული ტერიტორიების სისტემის ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფა“. ინიციატივის პარტნიორია ფონდი Global Conservation.
საქართველოში 87 დაცული ტერიტორიაა, მათ ყოველწლიურად ასიათასობით ვიზიტორი სტუმრობს. ყველაზე პოპულარულია ყაზბეგის ეროვნული პარკი, მარტვილის კანიონი და პრომეთეს მღვიმე.
ყველა ახალი ამბავი
0