საქართველოში „კომპოზიტორთა ეროვნული კონკურსი“ დაფუძნდა

© Sputnik / Alexander Imedashviliჯანსუღ კახიძის მუსიკალური ცენტრი
ჯანსუღ კახიძის მუსიკალური ცენტრი - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2022
გამოწერა
საკონკურსო განაცხადების მიღება კულტურის სამინისტროში 2022 წლის 20 სექტემბრიდან დაიწყება და 20 ოქტომბრის ჩათვლით გასტანს.
თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ „კომპოზიტორთა ეროვნული კონკურსი“ დააფუძნა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კონკურსს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი ჩაატარებს. აღნიშნული საკითხი კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელთან ვახტანგ კახიძესთან ერთად განიხილა.
კულტურის სამინისტროში პროექტისთვის 65.000 ლარი გამოიყო. კონკურის მიზანია ეროვნული საკომპოზიტორო ხელოვნების განვითარება და კომპოზიტორთა შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა.
სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსი ორ წელიწადში ერთხელ გაიმართება და მასში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულე კომპოზიტორებს.
კულტურის სამინისტრო თეატრების გასტროლებსა და დადგმებს დააფინანსებს>>
„წელს პირველად კონკურსი ჩატარდება შემოდგომაზე და გაიმართება ორი ასაკობრივი ჯგუფისთვის – 17-დან 25 წლის ჩათვლით ასაკის პირებისთვის და 25 წელს ზემოთ პირებისთვის. კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი ნაწარმოები არ უნდა იყოს გამოცემული კონკურსში მონაწილეობის მიღებამდე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
„კომპოზიტორთა ეროვნული კონკურსის“ ფარგლებში მუსიკალური ნაწარმოებები მიიღება სამ მუსიკალურ კატეგორიაში:
1.
კამერული მუსიკის კატეგორიაში საკონკურსოდ ნაწარმოები მიიღება სოლო ინსტრუმენტისთვის, კამერული ანსამბლისთვის და კამერული ორკესტრისთვის;
2.
საგუნდო-ვოკალური მუსიკის კატეგორიაში საკონკურსოდ ნაწარმოები მიიღება გუნდისთვის ან ვოკალისთვის (თანხლებით, ან თანხლების გარეშე);
3.
სიმფონიური მუსიკის კატეგორიაში საკონკურსოდ ნაწარმოები მიიღება სიმფონიური ორკესტრისთვის (შესაძლებელია სოლო ინსტრუმენტების, ვოკალის ან გუნდის მონაწილეობით).
კამერული და საგუნდო/ვოკალური მუსიკის კატეგორიებში დაწესებულია ფულადი პრემიები: I პრემია – 2000 ლარის, II პრემია – 1500 ლარის, III პრემია – 1000 ლარის ოდენობით, ხოლო სიმფონიური მუსიკის კატეგორიაში – I პრემია – 5000 ლარი, II პრემია – 3000 ლარი, III პრემია – 2000 ლარი.
განაცხადების მიღება 20 სექტემბერს დაიწყება. შესული განაცხადები გადაეცემა ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრს, რომელიც შექმნის ჟიურის და გამოავლენს კონკურსში გამარჯვებულებს.
მუზეუმებში 2023-2024 წლების გამოფენებზე განაცხადების მიღება დაიწყო>>
კულტურის სამინისტროს განცხადებით, გამარჯვებული პროექტების შესახებ ინფორმაცია შესაბამისი წლის 15 დეკემბრამდე გამოქვეყნდება.
ყველა ახალი ამბავი
0