კულტურის სამინისტრო თეატრების გასტროლებსა და დადგმებს დააფინანსებს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliგრიბოედოვის თეატრი
გრიბოედოვის თეატრი - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2022
გამოწერა
ფინანსური დახმარება მოიპოვეს თეატრებმა, თეატრალურმა ორგანიზაციებმა და შემოქმედებითმა ჯგუფებმა.
თბილისი, 25 მარტი — Sputnik. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსის „სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი თეატრების ხელშეწყობა სადადგმო და/ან საგასტროლო ხარჯით“ გამარჯვებული პროექტები გამოავლინა.
გამარჯვებული პროექტებია:
1.
შექსპირის „ვენეციელი ვაჭარი“, დაფინანსდა სპექტაკლის დადგმა; განმახორციელებელი - თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;
2.
პუჩინის „ტოსკა“, დაფინანსდა ოპერის დადგმა; განმახორციელებელი - ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი;
3.
„ღამეთა გრძელი ზღაპარი“, დაფინანსდა სპექტაკლის დადგმა; განმახორციელებელი - გურჯაანის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი;
4.
„ფიფქია და შვიდი ჯუჯა“, დაფინანსდა სპექტაკლის დადგმა; განმახორციელებელი - ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი;
5.
„ჟირაფი ჟოზე“, დაფინანსდა სპექტაკლის დადგმა; განმახორციელებელი - თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი;
6.
სპექტაკლ „მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტის“ სადადგმო ხარჯებით ხელშეწყობა; განმახორციელებელი - სსიპ თბილისის მარიონეტების პროფესიული სახელმწიფო თეატრი;
7.
სპექტაკლი რეზო გაბრიაძის პიესის მიხედვით „რა სევდაა ხეივნის ბოლოს“, დაფინანსდა სპექტაკლის დადგმა; განმახორციელებელი - სსიპ ალ. გრიბოედოვის სახელობის რუსული პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;
8.
„პიესა „ძუნწი“, დაფინანსდა სპექტაკლის დადგმა; განმახორციელებელი - სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;
9.
ოზურგეთის თეატრის საგასტროლო ტურნე თბილისში, რუსთავსა და გორში; განმახორციელებელი - ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;
10.
თბილისის სომხური თეატრის გასტროლი საქართველოს რეგიონებში; განმახორციელებელი - თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური სახელმწიფო დრამატული თეატრი;
11.
„მარო მაყაშვილის ნაკვალევზე“, დაფინანსდა საგასტროლო ტურნე საქართველოს რეგიონებში სპექტაკლით „მარო მაყაშვილის დღიური“; განმახორციელებელი - სსიპ ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი.
კონკურსის ჯამური ბიუჯეტი შეადგენდა 250 ათას ლარს. სამინისტროს განცხადებით 20-მა პრედენტენტმა მიმართა.
ყველა ახალი ამბავი
0