https://sputnik-georgia.com/20220321/muzeumebsi-2023-2024-wlebsi-gamofenebze-ganacxadebis-mireba-daiwyo-265386448.html
მუზეუმებში 2023-2024 წლების გამოფენებზე განაცხადების მიღება დაიწყო
მუზეუმებში 2023-2024 წლების გამოფენებზე განაცხადების მიღება დაიწყო
Sputnik საქართველო
გამოფენის მოწყობისთვის განაცხადის წარმოდგენა შეუძლია როგორც ავტორს ან ავტორთა ჯგუფს, ასევე პროექტის კურატორს და ორგანიზაციას. 21.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-21T18:11+0400
2022-03-21T18:11+0400
2022-03-21T21:43+0400
კულტურა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23511/34/235113411_0:36:1000:599_1920x0_80_0_0_95b5c0ccd22b7fbec95cf97353415183.jpg
თბილისი, 21 მარტი — Sputnik. დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა და სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი 2023 წლის მეორე ნახევრისა და 2024 წლის საგამოფენო გრაფიკის შედგენას იწყებენ. ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ მუზეუმებში გამოფენის მოწყობისთვის განაცხადის წარმოდგენა შეუძლია როგორც ავტორს ან ავტორთა ჯგუფს, ასევე პროექტის კურატორს და ორგანიზაციას. გამოფენის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ერთ თვეს. ეს ვადა არ ვრცელდება საერთაშორისო გამოფენებზე.საგამოფენო პროექტების შერჩევისას პრიორიტეტი მიენიჭება რეტროსპექტულ გამოფენებს; პერსონალურ და ჯგუფურ კონცეპტუალურ გამოფენებს; საქართველოსა და უცხოეთის მუზეუმებისა და კერძო კოლექციების ექსპონატთა გამოფენებს; სხვა მუზეუმებსა და ინსტიტუციებთან ლოკალურ და საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობის შედეგად მომზადებულ გამოფენებს.არ განიხილება ისეთი გამოფენის პროექტი, რომელიც მიმართული იქნება პოლიტიკური კანდიდატის ან პოლიტიკური პარტიის მხარდასაჭერად, ასევე რელიგიური/კონფესიური დოქტრინის მხარდასაჭერად.„წმინდა ფიროსმანი“: თბილისში იაპონელი მხატვრის გამოფენა იმართება>>საგამოფენო განაცხადი განსახილველად წარედგინება საგამოფენო კომისიას. თუ კომისია მიიჩნევს, რომ შემოსული განაცხადი აკმაყოფილებს კონკურსის ინტერესებსა და პრიორიტეტებს საგანმანათლებლო, ასევე თანამედროვე ხელოვნების წახალისებისა და პოპულარიზაციის კუთხით, თავად ეროვნული გალერეა უზრუნველყოფს ბეჭდური და ციფრული სახის პროდუქციის (კატალოგი, ბანერი, საინფორმაციო პანელი, ვიდეორგოლი და სხვ.) სრულად ან ნაწილობრივ დამზადებას.როგორც სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, საკონკურსო განაცხადები მიიღება 2022 წლის 20 მარტიდან 2022 წლის 10 დეკემბრის 18:00 საათამდე ელექტრონულად - gng.exhibition@gmail.com ან მატერიალური სახით მისამართზე: თბილისი, შოთა რუსთაველის გამზ 11.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23511/34/235113411_78:0:923:634_1920x0_80_0_0_e76d7aa6268f99e03bb4fa6c8e5ef788.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კულტურა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
კულტურა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
მუზეუმებში 2023-2024 წლების გამოფენებზე განაცხადების მიღება დაიწყო
18:11 21.03.2022 (განახლებულია: 21:43 21.03.2022) გამოფენის მოწყობისთვის განაცხადის წარმოდგენა შეუძლია როგორც ავტორს ან ავტორთა ჯგუფს, ასევე პროექტის კურატორს და ორგანიზაციას.
თბილისი, 21 მარტი — Sputnik. დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა და სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი 2023 წლის მეორე ნახევრისა და 2024 წლის საგამოფენო გრაფიკის შედგენას იწყებენ. ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ მუზეუმებში გამოფენის მოწყობისთვის განაცხადის წარმოდგენა შეუძლია როგორც ავტორს ან ავტორთა ჯგუფს, ასევე პროექტის კურატორს და ორგანიზაციას. გამოფენის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ერთ თვეს. ეს ვადა არ ვრცელდება საერთაშორისო გამოფენებზე.
განაცხადები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: გამოფენის მხატვრული, ისტორიული ან შემეცნებითი მნიშვნელობა; გამოფენის კონცეფციის ორიგინალურობა და კრეატიულობა; ფართო აუდიტორიის ინტერესების დაკმაყოფილება და სხვ.
საგამოფენო პროექტების შერჩევისას პრიორიტეტი მიენიჭება რეტროსპექტულ გამოფენებს; პერსონალურ და ჯგუფურ კონცეპტუალურ გამოფენებს; საქართველოსა და უცხოეთის მუზეუმებისა და კერძო კოლექციების ექსპონატთა გამოფენებს; სხვა მუზეუმებსა და ინსტიტუციებთან ლოკალურ და საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობის შედეგად მომზადებულ გამოფენებს.
არ განიხილება ისეთი გამოფენის პროექტი, რომელიც მიმართული იქნება პოლიტიკური კანდიდატის ან პოლიტიკური პარტიის მხარდასაჭერად, ასევე რელიგიური/კონფესიური დოქტრინის მხარდასაჭერად.
საგამოფენო განაცხადი განსახილველად წარედგინება საგამოფენო კომისიას. თუ კომისია მიიჩნევს, რომ შემოსული განაცხადი აკმაყოფილებს კონკურსის ინტერესებსა და პრიორიტეტებს საგანმანათლებლო, ასევე თანამედროვე ხელოვნების წახალისებისა და პოპულარიზაციის კუთხით, თავად ეროვნული გალერეა უზრუნველყოფს ბეჭდური და ციფრული სახის პროდუქციის (კატალოგი, ბანერი, საინფორმაციო პანელი, ვიდეორგოლი და სხვ.) სრულად ან ნაწილობრივ დამზადებას.
როგორც სამინისტროს
ინფორმაციაშია აღნიშნული, საკონკურსო განაცხადები მიიღება 2022 წლის 20 მარტიდან 2022 წლის 10 დეკემბრის 18:00 საათამდე ელექტრონულად - gng.exhibition@gmail.com ან მატერიალური სახით მისამართზე: თბილისი, შოთა რუსთაველის გამზ 11.