„წმინდა ფიროსმანი“: თბილისში იაპონელი მხატვრის გამოფენა იმართება

© Sputnik / Ekaterina Mikaridzeნიკო ფიროსმანის პორტრეტი
ნიკო ფიროსმანის პორტრეტი - Sputnik საქართველო, 1920, 11.03.2022
გამოწერა
იაპონელი მხატვრის ჰარადა ტაკეჰიდეს ფიროსმანისადმი მიძღვნილი გამოფენა თბილისში ადრეც გაიმართა.
თბილისი, 11 მარტი – Sputnik. ნიკო ფიროსმანის სახელმწიფო მუზეუმი მასპინძლობს იაპონელი მხატვრის ჰარადა ტაკეჰიდეს პერსონალურ გამოფენას „წმინდა ფიროსმანი“, ნათქვამია საქართველოში იაპონიის საელჩოს განცხადებაში.
ფიროსმანის ხელოვნება იაპონიაში პირველად 1970-იან წლებში გამოჩნდა და ჰარადა ტაკეჰიდე იყო ფიროსმანის გამოფენისა და მის შესახებ კინოჩვენების ერთ-ერთი პირველი სტუმარი. ამის შემდეგ უკვე მხატვარი იყო გიორგი შენგელაიას ფილმ „ფიროსმანის“ იაპონური პრემიერის ორგანიზატორი. იაპონელი მხატვრის ფიროსმანისადმი მიძღვნილი გამოფენა თბილისში ადრეც გაიმართა.
მსურველებს გამოფენის დათვალიერება 31 მარტამდე შეუძლიათ. შესვლა უფასოა.
ნიკო ფიროსმანი (1862-1918) XX საუკუნის გამოჩენილი ქართველი მხატვარია. იგი ცხოვრობდა და გარდაიცვალა სიღარიბეში. გარდაცვალებიდან დიდი ხნის შემდეგ კი მსოფლიომ აღიარა, როგორც უდიდესი მხატვარი. მხატვრის სურათების უმრავლესობა, 146 ტილო დაცულია თბილისში, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში. კახეთში, სოფელ მირზაანში, ფიროსმანის მშობლიურ სახლში კი ამჟამად მისი სახლ-მუზეუმია მოწყობილი.
წყარო: საქართველოში იაპონიის საელჩო
ყველა ახალი ამბავი
0