https://sputnik-georgia.com/20220420/rotsildebis-kompaniam-saqartvelos-regionul-habad-gardaqmnis-strategiis-dokumenti-warudgina-266125671.html
როტშილდების კომპანიამ საქართველოს რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის სტრატეგიის დოკუმენტი წარუდგინა
როტშილდების კომპანიამ საქართველოს რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის სტრატეგიის დოკუმენტი წარუდგინა
Sputnik საქართველო
სტრატეგია მოიცავს კონკრეტულ პროექტებსა და ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს მულტიფუნქციურ რეგიონულ ჰაბად გარდაქმნას შეუწყობს ხელს. 20.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-20T18:26+0400
2022-04-20T18:26+0400
2022-04-20T21:44+0400
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/1c/263961295_254:272:1484:964_1920x0_80_0_0_39efbe018017f2c4a69f30f54d4618ed.jpg
თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. საქართველოს მულტიფუნქციურ რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის სტრატეგიის პირველადი დოკუმენტი, რომელზეც მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა საფინანსო ჯგუფმა Rothschild & Co-მ იმუშავა, უკვე მზად არის. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.Rothschild & Co-მ საქართველოს მულტიფუნქციურ რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის სტრატეგიაზე მუშაობა მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო. საქართველოს მთავრობასა და კომპანიის მმართველ დირექტორს არიელ მალარდ დე როტშილდს შორის შესაბამის ხელშეკრულებას ბრიუსელში 2021 წლის ბოლოს მოეწერა ხელი.უწყების ცნობით, დოკუმენტის სამუშაო ვერსია არიელ მალარდ დე როტშილდმა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს წარუდგინა.ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის სრული მზადყოფნა, რათა სტრატეგიაში გაწერილი პროექტები მაქსიმალურად მოკლე ვადებში და ეფექტიანად განხორციელდეს.თბილისსა და გონიოში ფინანსური ცენტრების შექმნა იგეგმება>>Rothschild & Co ერთ-ერთი უმსხვილესი, დამოუკიდებელი საფინანსო ჯგუფია, რომელიც მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში საქმიანობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/1c/263961295_255:95:1413:964_1920x0_80_0_0_d55248258390f16421b6738a3e7fa4b7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს მთავრობა
საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს მთავრობა
როტშილდების კომპანიამ საქართველოს რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის სტრატეგიის დოკუმენტი წარუდგინა
18:26 20.04.2022 (განახლებულია: 21:44 20.04.2022) სტრატეგია მოიცავს კონკრეტულ პროექტებსა და ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს მულტიფუნქციურ რეგიონულ ჰაბად გარდაქმნას შეუწყობს ხელს.
თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. საქართველოს მულტიფუნქციურ რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის სტრატეგიის პირველადი დოკუმენტი, რომელზეც მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა საფინანსო ჯგუფმა Rothschild & Co-მ იმუშავა, უკვე მზად არის. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
Rothschild & Co-მ საქართველოს მულტიფუნქციურ რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის სტრატეგიაზე მუშაობა მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო. საქართველოს მთავრობასა და კომპანიის მმართველ დირექტორს არიელ მალარდ დე როტშილდს შორის შესაბამის ხელშეკრულებას ბრიუსელში 2021 წლის ბოლოს მოეწერა ხელი.
უწყების ცნობით, დოკუმენტის სამუშაო ვერსია არიელ მალარდ დე როტშილდმა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს წარუდგინა.
„სტრატეგიის მთავარი პრიორიტეტებია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, თანამედროვე ფინანსური, ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვა, ქვეყანაში ძლიერი ფინანსური ცენტრების განვითარების ხელშეწყობა და კაპიტალის ბაზრის განვითარება“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის სრული მზადყოფნა, რათა სტრატეგიაში გაწერილი პროექტები მაქსიმალურად მოკლე ვადებში და ეფექტიანად განხორციელდეს.
Rothschild & Co ერთ-ერთი უმსხვილესი, დამოუკიდებელი საფინანსო ჯგუფია, რომელიც მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში საქმიანობს.